მდინარის კიბოებიუხერხემლო ცხოველები ათფეხა კიბოების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-30 სმ, ზოგჯერ 80 სმ (მაგადასკარული კიბო) აღწევს. უმრავლესობა მტკნარ წყალში ბინადრობს. ღამის ცხოველებია. იკვებებიან სანაპირო წყლის მცენარეულობით, აგრეთვე ცხოველური საკვებით. მრავლდებიან შემოდგომაზე. მდინარის კიბოები გაერთიანებული არიან 3 ოჯახში. გავრცელებული არიან ზომიერ სარტყელში აფრიკის გარდა. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 8 სახეობა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს 2 სახეობას: ვიწროფეხა მდინარის კიბოები (Astacus leptodactylus) და ფართოფეხა მდინარის კიბოები (Astacus astacus). მდინარის კიბოების რეწვის ძირითადი რაიონია აზოვ-შავი ზღვის აუზი (ნადავლის 90%-მდე).

მდინარის კიბოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ათფეხა კიბოები
სახეობა:  მდინარის კიბოები
ლათინური სახელი
Astacus

ლიტერატურა

რედაქტირება