ვიკის უყვარს ძეგლები

ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსი; კონკურსს ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზო

ვიკის უყვარს ძეგლები (ინგლ. Wiki Loves Monuments) — ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსი, რომელიც სექტემბრის თვეში ტარდება. კონკურსს ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. მონაწილეები იღებენ ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება.

ვიკის უყვარს ძეგლები
ინგლ. Wiki Loves Monuments

ვიკის უყვარს ძეგლების ოფიციალური ლოგო

2017 წლის მონაწილე ქვეყნების ამსახველი რუკა
დაიწყო 1 სექტემბერი[1]
დასრულდა 30 სექტემბერი[2]
ლოკაცია მსოფლიო
აქტიურობის წლები 6
ინაუგურაცია 2010 წელი
უახლესი 2017 წელი
მონაწილეები ფოტოგრაფები
ორგანიზატორი/ები ვიკიპედიელები
საიტი wikilovesmonuments.org

პირველი ვუძ-ი (ვიკის უყვარს ძეგლები) 2010 წელს ნიდერლანდებში ჩატარდა, როგორც საპილოტე პროექტი. მომდევნო წელს პროექტმა ევროპის სხვა ქვეყნებიც მოიცვა და გინესის რეკორდებშიც შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური ფოტოკონკურსი.[3] 2012 წელს ვუძ-ი გასცდა ევროპის საზღვებს და მსოფლიოს 35 ქვეყანა მოიცვა.[4] „ვიკის უყვარს ძეგლები 2012“-ის ფარგლებში ისტორიული ძეგლების 350 000-ზე მეტი ფოტო 15 000-ზე მეტმა მონაწილემ ატვირთა. 2013 წელს კონკურსმა ექვსი კონტინენტი, მათ შორის ანტარქტიდა და მსოფლიოს ორმოცდაათი ქვეყანა მოიცვა. ვუძ-ის 2016 წლის კონკურსს იუნესკომ დაუჭირა მხარი, ამ წელს კონკურსს 10 500 მონაწილე ჰყავდა 43 წარმომადგენლობიდან, რომლებმაც 265 000 ფოტოზე მეტი ატვირთეს.[5]

ვიკის უყვარს ძეგლები მსოფლიოს უდიდესი ფოტოკონკურსია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოსაცავის შესაქმნელად და ისტორიის შესანარჩუნებლად.

ვუძ-ი არის პროექტის „ვიკის უყვარს ხელოვნება“ გამგრძელებელი რომელიც 2009 წელს ნიდერლანდებში გაიმართა. თავდაპირველმა კონკურსმა სახელად „Rijksmonuments“ (ნიდერლ. ეროვნული მონუმენტები) ფოტოგრაფებს სტიმული მისცა ნიდერლანდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოეძებნათ და ფოტოები გადაეღოთ მათთვის. „Rijksmonuments“ მოიცავდა არქიტექტურას და ძეგლების სილამაზეს ან მათ სამეცნიერო-კულტურულ მნიშვნელობას. ისეთი ადგილების ფოტოები როგორიცაა დრენთე, ნორდენის სამეფო სასახლე ჰააგაში და შენობები არხების გასწვრივ ამსტერდამში 12 500-ს აღწევდა პირველ კონკურსზე.[6]

ამ წარმატებამ ევროპის ქვეყნები დააინტერესა და ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან თანამშრომლობით და ადგილობრივი ვიკიმედიის მოთავეების დახმარებით თვრამეტმა ქვეყანამ დაახლოებით 170 000 ფოტო ატვირთა 2011 წლის[7][8] ვუძ-ის ფარგლებში. გინესის რეკორდების წიგნში 2011 წლის კონკურსი შევიდა როგორც ყველაზე დიდი ფოტოგრაფიული კონკურსი 5 000 მონაწილის მიერ 168 208 ატვირთული ფოტოთი.[3] პირველი საერთაშორისო პრიზი რუმინეთმა მოიპოვა, მეორეს ესტონეთი, ხოლო მესამე ადგილს გერმანია დაეუფლა.

2012 წელს ვუძ-მა ოცდაათზე მეტი ქვეყანა მოიცვა მსოფლიოს გარშემო: ანდორა კატალონიასთან ერთად, არგენტინა, ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, განა, ინდოეთი, ისრაელი, იტალია, კენია, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პანამა, ფილიპინები, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, სამხრეთი აფრიკა, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, და აშშ. 38-მა ქვეყანამ 363 000-ზე მეტი ფოტო ატვირთა. ფოტოების რაოდენობით გერმანია, ესპანეთი და პოლონეთი ლიდერობდნენ. საფდარჯუნგის საფლავის ფოტომ დელიდან კი გაიმარჯვა.[9][10] ესპანეთმა მეორე, ხოლო ფილიპინებმა მესამე ადგილი დაიკავა.

2013 წელს ვიკის უყვარს ძეგლებს 50-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა ჰყავდა ექვსი კონტინენტიდან, მათ შორის ანტარქტიდიდიან. ახალი მონაწილეები იყვნენ: ალჟირი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ჰონგ კონგი, იორდანია, ვენესუელა, ტაილანდი, ტაივანი, ნეპალი, ტუნისი, ეგვიპტე, დიდი ბრიტანეთი, ომისგან განადგურებული სირია და მრავალი სხვა. შვეიცარიამ დაიკავა პირველი ადგილი, ტაივანმა მეორე, ხოლო უნგრეთმა მესამე.

2014 წლის კონკურსში 41 ქვეყანა ჩაერთო. პაკისტანი, მაკედონია, ირლანდია, კოსოვო, ალბანეთი, პალესტინა, ლიბანი და ერაყი დებიუტანტები იყვნენ.

2015 წლის კონკურსში 33 ქვეყანა დარეგისტრირდა. ბრაზილია, ბულგარეთი, ლატვია, ირანი და მალაიზია პირველად იღებდა მონაწილეობას.

2016 წლის კონკურსში 43 წარმომადგენლობა დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ამ წელს საქართველოს დებიუტი შედგა ამ კონკურსში ისევე, როგორც ბანგლადეშის, საბერძნეთის, მალტის, მაროკოს, ნიგერიის, პერუსა და სამხრეთ კორეისა.[11]

 
„ვიკის უყვარს ძეგლები 2016-ის“ გამარჯვებული ფოტო საქართველოში

ვუძ საქართველოში

რედაქტირება

2016 წელს, „ვიკის უყვარს ძეგლების“ ფოტოკონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. სექტემბრის თვის განმავლობაში ადგილობრივ კონკურსში 71-მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და 6 891 ფოტო აიტვირთა, აქედან 2016 წლის ნოემბრის მონაცემით, 3 ფოტო ვიკისაწყობის რჩეულ, 81 კი ხარისხიან ფოტოდ არის აღიარებული.[12] ადგილობრივი პროექტის საპრიზო ფონდი 900₾-ს შეადგენდა.[13]

მონაწილეობის წესები, როგორც საორგანიზაციო ჯგუფისათვის, ასევე ფოტოგრაფებისათვის საკმაოდ მარტივია. მონაწილე ქვეყნის კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს ძეგლების სია, სადაც თითოეულ ძეგლს ექნება უნიკალური იდენტიფიკატორი, რათა არიდებული იყოს ორაზროვნება. მონაწილეებმა კი უნდა ატვირთონ ფოტომასალა ვიკისაწყობში სექტემბრის თვის განმავლობაში. თავდაპირველად, თუ მათ არ აქვთ, უნდა შექმნან ანგარიში, რათა გამარჯვების შემთხვევაში ცნობილი იყოს მისი ვინაობა. აუცილებელი პირობაა, რომ ფოტოები იყოს CC-BY-SA 3.0 (ან სხვა მსგავსი, მაგალითად CC-by ან CC-0) ლიცენზიით.[14]

გამარჯვებული ფოტოები

რედაქტირება
 
ინფოგრაფიკა ვუძ-ის შესახებ.
ფოტო წელი ფოტოგრაფი ქვეყანა აღწერა
  2010 რუდოლფუსი   ნიდერლანდები Vijzelstraat 31 ამსტერდამში
  2011 მიჰაი პეტრე   რუმინეთი ჩიაჟნას მონასტრის ზამთრის ფოტო. მონასტერი ბუქარესტის მისადგომებთან მდებარეობს.
  2012 პრანავ სინგჰი   ინდოეთი საფდარჯუნგის საფლავი, დელი, ინდოეთი
  2013 დევიდ გუბლერი   შვეიცარია მატარებელი ვიესენსა და ფილისურს შორის, შვეიცარია.
  2014 კონსტანტინე ბრიჟნიჩენკო   უკრაინა წმინდა მთის ლავრა, სვიატოჰირსკი, უკრაინა.
  2015 მარკო ლეითერი   გერმანია ვესთერჰეივერის შუქურა, გერმანია
  2016 ანსგარ კორენგი   გერმანია ბერლინის რეგიონალური სასამართლოს შესასვლელი
  2017 პრაშანტ სომნატ ხაროტე   ინდოეთი ხანდერაის სახელობის ტაძარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ხანდობა, რომელიც მდებარეობს ჯეჯურიში, ინდოეთში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაწყების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  2. დასრულების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  3. 3.0 3.1 Guinness World Records, Largest photography competition, 2012.
  4. Eglash, Ruth. (28 August 2012) Hundreds of cultural sites to be visually documented during "Wiki Loves Monuments event.". Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  5. Choudhry, Saqib Qayyum (11 October 2016). „Wiki Loves Monuments: Top 10 pictures from Pakistan“. Dawn. ციტირების თარიღი: 13 October 2016.
  6. (ფრანგული) Virginie Malbos, Le monumental concours de Wikimédia, dans Libération, 9 September 2011, consulted 22 August 2012. "The operation had taken place last year in the Netherlands, and was concluded by the arrival of 12,500 new royalty-free photos."
  7. (იტალიური) Bologna su 'Wiki loves monuments' La raccolta delle foto più belle, dans Il Resto del Carlino, 11 août 2012, consulté le 22 août 2012. "In 2011, the competition has also increased, with the participation of 18 European countries that helped with 170,000 images, and now has the support, among others, the Council of Europe and the European Commission."
  8. Chenu, Isabelle. (25 September 2011) Le site Wikipédia aime les monuments French. Radio France Internationale. ციტატა: „So far, there are 18 European countries participating in the contest.“ ციტირების თარიღი: 22 August 2012.
  9. Phadnis, Renuka (7 December 2012). „Indians win in Wiki mega photo contest“. The Hindu. Bangalore, India. ციტირების თარიღი: 8 December 2012.
  10. „Indian photo wins Wiki Loves Monuments online contest“. BBC. 7 December 2012. ციტირების თარიღი: 8 December 2012.
  11. Wiki Loves Monuments 2016 - Participating countries
  12. Images from Wiki Loves Monuments 2016 in Georgia
  13. ვიკის უყვარს ძეგლები 2016
  14. About the contest. Wiki Loves Monuments website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 July 2013.