დედამიწის პოლარული რეგიონები

მრავალმნიშვნელოვანი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პოლარული რეგიონი - ტერიტორია ჩრდილოეთ პოლუსის ან სამხრეთ პოლუსის გარშემო.[1] ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსი დედამიწაზე ყველაზე ცივი ადგილებია. სამხრეთი პოლუსი გაყინული ხმელეთია, ხოლო ჩრდილოეთი პოლუსი არქტიკულ ოკეანეში მცურავი ყინულითაა გარშემორტყმული. არქტიკა და ანტარქტიდა დედამიწის ორი განსაკუთრებული ადგილია. პირველ რიგში, ეს წარმოუდგენელი პეიზაჟები ინახავს ჩვენი პლანეტის სუფთა წყალს, როგორც ყინული. ყინულის ფენას ხშირად სწყდება ხოლმე აისბერგი. აისბერგის სამ მეოთხედზე მეტი წყალქვეშ იმალება. ჩრდილოეთ პოლუსზე ზღვის სიღრმე 4261 მეტრია 2007 წლის მონაცემების მიხედვით.

ესკიმოსები ჩრდილოეთ პოლუსის ახლოს ცხოვრობენ. სამხრეთ პოლუსს კი მხოლოდ მეცნიერები ესტუმრებიან ხოლმე დროებით.

პოლარული რეგიონები

დედამიწის პოლარულ რეგიონებში ტემპერატურა ძალიან მკაცრია. ასეთი კლიმატის მქონე რეგიონები მოიცავს დედამიწის ფართობის 20 %-ზე მეტს. ისინი ხასიათდება თბილი ზაფხულის ნაკლებობით. მყინვარები ყინულის მუდმივი ან ნახევრად მუდმივი ფენაა.[2] უკიდურესი ნიშნები, რომლებიც აღირიცხა ანტარქტიკაში არის 126 °F და არქტიკაში -58 °F.[3] ანტარქტიდა არა მხოლოდ ყველაზე ცივი, არამედ ყველაზე ქარიანი კონტინენტიცაა დედამიწაზე. აქ ქარის სიჩქარე არცთუ ისე იშვიათად საათში 300 კმ-ს აღწევს. ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი მსოფლიოს მყინვარების 90 %-ს შეადგენს. თუ მთელი ანატრქტიდის ყინული დადნება, მაშინ მსოფლიო ოკეანის დონე 61 მეტრით აიწევს. თუმცა საშუალო ტემპერატურა აქ -37 °C-ია, ამიტომ მსოფლიოს დატბორვა არ ემუქრება. არსებობს პოლარული კლიმატის ორი ტიპი: ტუნდრა და ყინულის ქუდი (ice cap climate).

ფიზიკურ გეოგრაფიაში ტუნდრა (/ ˈtʌndrə, ˈtʊn- /) ბიომის ტიპია, სადაც ხის ზრდა შეფერხებულია დაბალი ტემპერატურისა და მოკლე მზარდი სეზონების გამო. ტერმინი ,,ტუნდრა" ნიშნავს "მაღლობებს", "სამუდამო მთის ტრაქტს".[4] არსებობს ტუნდრის სამი რეგიონი: არქტიკული ტუნდრა,[5] ალპური ტუნდრა და ანტარქტიდის ტუნდრა.[6] [7] ტემპერატურა ტუნდრის კლიმატის მქონე ადგილებში მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მაინც იწევს 0 °C-ის ზევით.[8]

ყინულის ქუდი

რედაქტირება

ყინულის ქუდების კლიმატი არის პოლარული კლიმატი, სადაც საშუალო საშუალო ტემპერატურა არ აღემატება 0 °C-ს (32 °F). მოიცავს მაღალ განედებს და მის მახლობლად მდებარე ფართობებს პოლარულ რეგიონებამდე. ყველაზე ცივ თვეებში, კლიმატის საშუალო ტემპერატურაა -30-დან -55 °C-მდე (-22 დან -67 °F). იგი ჩვეულებრივ დაფარულია ყინულის მუდმივი ფენით და არ აქვს მცენარეული საფარი.[9] დედამიწაზე, ერთადერთი კონტინენტი, სადაც ყინულის ქუდის პოლარული კლიმატია გაბატონებული, არის ანტარქტიდა.

რეგიონები

რედაქტირება

ანტარქტიდა

რედაქტირება
ანტარქტიდა (Antarctica)
 
ფართობი 14 200 000 კმ²
მოსახლეობა დაუსახლებელი
ქვეყნები 0
სასაათო სარტყელი ყველა

ანტარქტიდა-(ბერძნული antu – საწინააღმდეგო, arktikos – ჩრდილოეთი) სამხრეთ პოლარული კონტინენტი. იგი ყინულოვანი, ყველაზე ცივი და დაუსახლებელია. გარს აკრავს ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების ნაწილები თავისი კუნძულებით და ზღვებით. მისი ფართობი 14 მლნ. კმ²-ია. მთლიანად სამხრეთ პოლარული წრის შიგნით, ანტარქტიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და სამხრეთის ანუ ანტარქტიკული ოკეანე ესაზღვრება. ანტარქტიდა ყველა კონტინენტზე გვიან აღმოაჩინეს,[10] თუმცა ჯერ კიდევ ანტიკურ დროში მეცნიერები სამხრეთ პოლარულ ოლქში ხმელეთის არსებობას ვარაუდობდნენ. ამ ხმელეთის ძებნის ყველაზე გაბედული ცდა ევროპელმა ზღვაოსნებმა განახორციელეს. პირველად ანტარქტიდას გარს ინგლისელმა ჯეიმზ კუკმა შემოუარა და კონტინენტს დაახლოებით 200 კმ-ზე მიუახლოვდა, მაგრამ ყინულის ბარიერის გამო იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო.

1911 წლის 14 დეკემბერს ნორვეგიელმა რუალ ამუნდსენმა, ხოლო ერთი თვის შემდეგ (1912 წლის 18 იანვარს), ინგლისელმა რობერტ სკოტმა სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს. კონტინენტის 99,7 % ყინულის ჯავშნითაა დაფარული, რომლის სისქე 4000 მ-მდე აღწევს. რელიეფის ხასიათის მიხედვით, კონტინენტი დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფა. დასავლეთი ანტარქტიდა დაბალი რელიეფით გამოირჩევა, ხოლო აღმოსავლეთი ამაღლებული პლატოა.

ყინულის ზედაპირიდან სოკოებივითაა ამოშვერილი კლდოვანი მწვერვალები, რომელთაც ნუნატაკებს უწოდებენ. მათ შორის ყველაზე მაღალია ვინსონის მწვერვალი. ანტარქტიდაზე მოქმედი ვულკანებიცაა. მათ შორისაა ერებუსი, რომლის სიგრძეა 3800 მ.

ანტარქტიდაზე ძირითადად ყინულის უდაბნოა გაბატონებული და, მცირე გამონაკლისის გარდა, კონტინენტი ორგანულ სამყაროს მოკლებულია. აქ გავრცელებულია ლიქენები, ხავსები, წყალმცენარეები, სოკოები და ბაქტერიები. მხოლოდ ანტარქტიდის ნახევარკუნძულის სანაპიროზე 10-მდე სახეობის ყვავილოვანი მცენარე იზრდება. ანტარქტიდაში ნამდვილი მდინარეები არ არის, თუმცა ზაფხულობით სანაპირო ზოლში ყინულის კალაპოტებში მრავალრიცხოვანი ნაკადული მიედინება.

 
ანტარქტიკა

ოაზისებში ბევრია მცირე სიდიდის მშრალი და მტკნარი ტბა, რომელთა დიდი ნაწილი გაუდინარია. მკვლევარების მიერ კონტინენტის ყინულქვეშ 77 ტბაა აღმოჩენილი, რომელთა შორის ყველაზე დიდია ,,ვოსტოკი". მისი ფართობი 14 000 კმ²-ია, ხოლო სიღრმე 125 მ. გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის წიაღი მნიშვნელოვანი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულს შეიცავს – რკინის მადანს, ქვანახშირს. ასევე  ნაპოვნია სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, მოლიბდენის, მთის ბროლის, გრაფიტის მადნის კვალი. გარდა ამისა, ანტარქტიდაზე მდებარეობს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80 %, რომლის უკმარისობაც უკვე  ბევრ ქვეყანაში შეინიშნება.

ანტარქტიდა არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. საერთაშორისო შეთანხმებით, მისი გამოყენება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა ნებადართული. მის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი სამხედრო ხასიათის ღონისძიება, ასევე ბირთვული ნარჩენების დამარხვა. კონტინენტის კვლევა ამჟამადაც მიმდინარეობს. ბოლო წლებში ანტარქტიდის სანაპირო რაიონებს ტურისტებიც სტუმრობენ.

 
დასახელება მონაცემები
ფართობი 14 200 000 კმ²
უმაღლესი წერტილი უინსონის მასივი, 5140 მ.
ყველაზე დიდი ნახევარკუნძული ანტარქტიკული
ყინულის საფარის მაქსიმალური სისქე 4776 მ.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა -89,2 °C (სადგური ,,ვოსტოკი")

არქტიკა - პოლარული რეგიონი, რომელიც მდებარეობს დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში. სიტყვა არქტიკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἀρκτος (arktikos). [11]არქტიკის რეგიონი უნიკალური მხარეა დედამიწის ეკოსისტემებს შორის. რეგიონში არსებული კულტურები და არქტიკის ძირძველი ხალხები ადაპტირდნენ მის ცივ და ექსტრემალურ პირობებთან.[12] არქტიკა სამხრეთიდან შემოფარგლულია ჩრდილოეთ პოლარული წრით. ამ ტერიტორიაზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს, ამიტომაც ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. დედამიწის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მრავალი დასახლებული პუნქტია.

არქტიკა მდიდარია უამრავი ბუნებრივი რესურსით. მათ შორისაა: ნავთობი, გაზი, მინერალები, მტკნარი წყალი და სხვა.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ანტარქტიდა

ცხოველთა სამყარო ოკეანესთანაა დაკავშირებული. ანტარქტიდის წყლები მდიდარია პლანქტონით, რომელიც ვეშაპის, კაშალოტის, სელაპის, ლომვეშაპის, ზღვის სპილოსა და ფრინველების მთავარი საკვებია. კონტინენტი მდიდარია ფრინველებით. ანტარქტიდის მკვიდრი ბინადარია პინგვინი, რომლის 17 სახეობა გვხვდება კონტინენტზე.

პინგვინი ფრინველია, რომელიც არ დაფრინავს, სამაგიეროდ, კარგად ცურავს. ის თევზით, კიბორჩხალებითა და მოლუსკებით იკვებება. ისინი ცხოვრობენ სამხრეთ ნახევარსფეროს ცივ წყლებში. არამარტო ანტარქტიდაში, არამედ სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზეც (ჰუმბოლდ პინგვინი, მაგელანის პინგვინი), ავსტრალიაშიც (პატარა და თეთრი ფრთებით), იქ, სადაც ცივი დინებები გადის. პინგვინებს შორის ყველაზე დიდი და ლამაზი 1 მეტრი სიმაღლისა და 50კგ წონის საიმპერატორო პინგვინია, ხოლო ყველაზე პატარაა ადელი.[13]

 

გაყინვის ტემპერატურის ერთობლიობა, ნიადაგის დაბალი ხარისხი, ტენიანობის ნაკლებობა და მზის ნაკლებობა აფერხებს მცენარეთა ზრდას. შედეგად, მცენარეთა სიცოცხლის მრავალფეროვნება ძალიან დაბალია. კონტინენტის ფლორა უმეტესად ბრისოფიტებისგან შედგება. დაახლოებით 100 სახეობის ხავსი გვხვდება. აყვავებული მცენარეების მხოლოდ სამი სახეობაა, რომელთაგან ყველა გვხვდება ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე.[14]

არქტიკა

არქტიკულ მცენარეებში შედის მცენარეები, როგორიცაა ჯუჯა ბუჩქები, გრამინოიდები, ლიქენები, ხავსი... ყოველი მათგანი იზრდება შედარებით ახლოს მიწასთან, რომელიც ქმნის ტუნდრას. ზაფხულის ცივმა ტემპერატურამ მცენარეების ზომა, სიუხვე, პროდუქტიულობა და მრავალფეროვნება შეამცირა. [15] აქ ბინადრობენ პოლარული დათვი, ბეჭდები (საზღვაო ძუძუმწოვრები) და სხვა ცოცხალი ორგანიზმები.

თეთრი დათვი — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. იგი არის არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი და გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2,5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2,5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ, ხოლო მდედრების 175-300 კგ.

 
პოლარული დათვი

ლიტერატურა

რედაქტირება


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.britannica.com/science/polar-region
  2. https://en.wikipedia.org/wiki/Polar_climate
  3. https://www.barrameda.com.ar/ecology/the-polar-regions/
  4. Aapala, Kirsti. "https://web.archive.org/web/20061001211854/http://www.kotus.fi/julkaisut/ikkunat/1999/kielii1999_19.shtml". Kieli-ikkunat. Archived from the original on 2006-10-01. Retrieved 2009-01-19.
  5. "https://ucmp.berkeley.edu/exhibits/biomes/tundra.php". The World's Biomes. Retrieved 2006-03-05.
  6. https://en.wikipedia.org/wiki/National_Geographic_Society
  7. https://en.wikipedia.org/wiki/Tundra_(disambiguation)
  8.  McKnight, Tom L; Hess, Darrel (2000) "Climate Zones and Types: The Köppen System", https://archive.org/details/physicalgeographmckn/page/257 Upper Saddle River, NJ: Prentice Hall, გვ. 235–7. ISBN 978-0-13-020263-5
  9. https://en.wikipedia.org/wiki/Ice_cap_climate
  10. https://en.wikipedia.org/wiki/Antarctica#cite_ref-18
  11. Liddell, Henry George and Scott, Robert. "http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.04.0057%3Aentry%3D%2315193&redirect=true" A Greek-English Lexicon. Perseus Digital Library.
  12. https://en.wikipedia.org/wiki/Arctic
  13. https://technerium.ru/ka/zhivotnye-arktiki-antarktiki-kto-zhivet-v-antarktide-iz-zhivotnyh-usatye/
  14. Chwedorzewska, K.J. (2015). "https://www.researchgate.net/publication/270217066_Poa_annua_L_in_the_maritime_Antarctic_An_overview". Polar Record. 51 (6): 637–643. doi:10.1017/S0032247414000916.
  15. https://en.wikipedia.org/wiki/Arctic#cite_ref-5