მთავარი მენიუს გახსნა

ლომვეშაპი, მორჟი (ლათ. Odobenus rosmarus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფარფლებიანების რიგისა. მამლის სხეულის სიგრძე 3,7 მ, მასა 1,5 ტ-მდე. დედლისა — 3,3 მ აღწევს, მასა 1,1 ტ-მდე. გავრცელებულია ირგვლივპოლარულად. შეფერილობა მოყვითალოა. ყურის ნიჟარები და კუდი არ აქვს. ხვადს უვითარდება გრძელი (72 სმ-მდე) ზედა ეშვები, რომელთა მასა 3 კგ აღწევს. იკვებება ფსკერის მოლუსკებით. მაკეობა გრძელდება 1 წლამდე. შობს 1 ნაშიერს, რომლის სხეულის სიგრძეა 1-1,2 მ, მასა 30 კგ-მდე. სარეწაო ობიექტია. იყენებენ ხორცსა და ცხიმს. კბილებისაგან ამზადებენ ნაირგვარ ნაკეთობებს.

ლომვეშაპი
Walrus2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
სახეობა:  ლომვეშაპი
ლათინური სახელი
Odobenus rosmarus
დაცვის სტატუსი
Status none DD.svgen:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 15106
გავრცელება
Odobenus rosmarus distribution.png

ლიტერატურარედაქტირება