ნუნატაკი
ნუნატაკი (გრენლ. nunataaq) — თხელ ყინულსაფარში ამოშვერილი იზოლირებული კლდოვანი პიკი, თხემი ან ბორცვი, რომელიც ამოშვერილია მყინვარული საფრის ან მყინვარის ზედაპირზე. განსაკუთრებით დამახასიათებელია გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულსაფრის კიდური ნაწილებისათვის.[1] ნუნატაკები გვხვდება ასევე ახალ მიწასა და ფრანც-იოსების მიწაზე. ცნობილია აგრეთვე „ყინულოვანი კუნძულების“ სახელწოდებით. მყინვარულ მხარეებში წარმოადგენს თავშესაფარს მცენარეულობისათვის.
ისეთ ნუნატაკს, რომელიც უწინ მთლიანად ყინულით იყო გადახურული, აქვს მომრგვალებული მწვერვალი, რომელიც მყინვარული ნაკაწრებითაა დაფარული. მათი აღნიშვნისთვის ზოგჯერ იყენებენ ისლანდიური წარმოშობის სპეციალურ ტერმინს — „ნუნაკოლს“.[2]
ტერმინი ნუნატაკი წარმოსდგება გრენლანდიური ენიდან და ინგლისურ ენაში გავრცელდა 1870-იანი წლებიდან მოყოლებული.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნუნატაკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ნუნატაკი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)