გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეოთხე სესია

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეოთხე სესიაგაეროს გენერალური ასამბლეის სესია, რომელიც გაგრძელდა 2009 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 14 სექტემბრამდე. სესიის პრეზიდენტი, ლიბიელი ალი აბდუსალამ ტრეკი, აირჩიეს აფრიკის სახელმწიფოთა ჯგუფიდან 2009 წლის 10 ივნისს, აკლამაციით.[1][2][3]

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამეოთხე სესია
← 63-ე
65-ე →

გაეროს ემბლემა
მასპინძელი გაეროს დროშა გაერო
თარიღი 15 სექტემბერი, 2009 (2009-09-15)
მონაწილეები გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოები
პრეზიდენტი ალი აბდუსალამ ტრეკი
საიტი https://www.un.org/en/ga/64/

64-ე სესიის თემა იყო „ეფექტური რეაგირება გლობალურ კრიზისებზე: მულტილატერალიზმის გაძლიერება და დიალოგი ცივილიზაციებს შორის საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“.[1]

ორგანიზაცია

რედაქტირება

პრეზიდენტი

რედაქტირება
 
64-ე სესიის პრეზიდენტი ალი აბდუსალამ ტრეკი

ლიბიელი დიპლომატი და პოლიტიკოსი ალი აბდუსალამ ტრეკი აირჩიეს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2010 წლის 11 ივნისს. არჩევის დროს ტრეკი ლიბიის აფრიკის კავშირის საქმეთა მინისტრად მუშაობდა.[4]

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი გამოსვლისას, ტრეკიმ ჩამოაყალიბა სესიის რამდენიმე პრიორიტეტი. მათ შორის უმთავრესი იყო გაეროს სისტემის რეფორმის აუცილებლობა, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს რეფორმა და გენერალური ასამბლეის აღორძინება. სხვა საკითხები, რომელსაც ტრეკი შეეხო იყო: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, განიარაღება და მშვიდობის რეალიზება, ადამიანის უფლებების დაცვა ყველასთვის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის შერბილებით.[3][4][5]

ვიცე-პრეზიდენტები

რედაქტირება

2010 წლის 11 ივნისს სესიის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ შემდეგი ქვეყნები:[4][6]

უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი:

ასევე შემდეგი ქვეყნები:

ადგილების განლაგება

რედაქტირება

ტრადიციისამებრ, გენერალური ასამბლეის ყოველი სესიის წინ გენერალური მდივანი ატარებს კენჭისყრას იმის დასადგენად, თუ რომელი წევრი სახელმწიფო დაიკავებს პირველ ადგილს გენერალური ასამბლეის დარბაზში სესიისთვის, ხოლო სხვა წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან მათი სახელის ინგლისური თარგმანის მიხედვით. 64-ე სესიისთვის კამბოჯა აირჩიეს გენერალური ასამბლეის პალატის პირველი ადგილის დასაკავებლად.[5]

გენერალური დებატები

რედაქტირება

64-ე სესიის გენერალური დებატები გაიმართა 2009 წლის 24-26 და 28-29 სექტემბერს. გენერალურ დებატებზე წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ ის საკითხები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, ასევე მათი მოლოდინები სესიის განმავლობაში გენერალური ასამბლეის საქმიანობის შესახებ.[7]

გამოსვლის საშუალება ეძლევათ ჯერ წევრ სახელმწიფოებს, შემდეგ დამკვირვებელ სახელმწიფოებს და სუპრანაციონალურ ორგანოებს. გამომსვლელები შედიან სპიკერთა სიაში მათი მოთხოვნის თანმიმდევრობით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ მინისტრებს და ხელისუფლების სხვა მსგავსი ან უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გენერალური დებატების მოქმედი წესების მიხედვით, განცხადებები უნდა იყოს გაეროს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე და გადაითარგმნოს გაეროს თარჯიმნების მიერ.[8]

არჩევნები

რედაქტირება

უშიშროების საბჭო

რედაქტირება

2009 წლის 15 ოქტომბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია უშიშროების საბჭოს ხუთი არამუდმივი წევრი ორწლიანი ვადით 2010 წლის 1 იანვრიდან. არჩეული ხუთი წევრი იყო: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, გაბონი, ლიბანი და ნიგერია. მათ ჩაანაცვლეს ბურკინა ფასომ, კოსტა რიკამ, ხორვატიამ, ლიბიამ და ვიეტნამმა.[9]

ეკონომიკური და სოციალური საბჭო

რედაქტირება

2009 წლის 26 ოქტომბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში 18 წევრი, რომლებიც სამწლიანი ვადით 2010 წლის 1 იანვრიდან მუშაობდნენ. არჩეული წევრები იყვნენ: არგენტინა, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბელგია, კანადა, ჩილე, კომორის კუნძულები, ეგვიპტე, განა, ერაყი, იტალია, მონღოლეთი, ფილიპინები, რუანდა, სლოვაკეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და ზამბია.[10]

მათ ჩაანაცვლეს ქვეყნები: ალჟირი, ბარბადოსი, ბელორუსია, ბოლივია, კანადა, კაბო ვერდე, ელ სალვადორი, ინდონეზია, ერაყი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, მალავი, ნიდერლანდები, ფილიპინები, რუმინეთი, სომალი, სუდანი და შეერთებული შტატები.[10]

მთავარ არჩევნებამდე გენერალურმა ასამბლეამ, შუალედურ არჩევნებში, ასევე აირჩია ავსტრალია, ფინეთი, მალტა და თურქეთი ახალი ზელანდიის, შვედეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ჩასანაცვლებლად 2010 წლის 1 იანვრიდან. ავსტრალიისა და ფინეთის ვადა ამოიწურა 2010 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მალტისა და თურქეთის 2011 წლის 31 დეკემბერს.[10]

ადამიანის უფლებათა საბჭო

რედაქტირება

2010 წლის 13 მაისს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია 14 წევრი ადამიანის უფლებათა საბჭოში სამწლიანი ვადით 2010 წლის 19 ივნისიდან. არჩეული წევრები იყვნენ: ანგოლა, ეკვადორი, გვატემალა, ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო, მალაიზია, მალდივები, მავრიტანია, პოლონეთი, ყატარი, მოლდოვის რესპუბლიკა, ესპანეთი, შვეიცარია, ტაილანდი და უგანდა.[11]

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო

რედაქტირება

2010 წლის 9 სექტემბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია ამერიკელი ჯოან დონოჰიუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლე თომას ბიურგენთალის დარჩენილი ვადის შესავსებად. ბუერგენთალი სასამართლოში პირველად 2000 წელს აირჩიეს და ხელახლა აირჩიეს 2006 წლის 6 თებერვალს. მისი ვადა თავდაპირველად სრულდებოდა 2015 წლის 5 თებერვალს.[12]

  1. 1.0 1.1 64th session. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 13 September 2019
  2. UN General Assembly Elects Libyan as President. Voice of America (2 November 2009). ციტირების თარიღი: 13 September 2019
  3. 3.0 3.1 H.E. Dr. Ali Abdussalam Treki: Acceptance speech upon his election as President. United Nations (10 June 2009). ციტირების თარიღი: 13 September 2019
  4. 4.0 4.1 4.2 Past Presidents – 64th Session: Ali Abdussalam Treki. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 13 September 2019
  5. 5.0 5.1 By Acclamation, General Assembly Elects Veteran Libyan Diplomat to Preside over Its Sixty-Fourth Session. United Nations (10 June 2009). ციტირების თარიღი: 13 September 2019
  6. (2010) United Nations Handbook 2010-2011, 48th, Wellington: Ministry of Foreign Affairs and Trade of New Zealand, გვ. 20–21. ISBN 9780477102285. 
  7. United Nations General Assembly. (n.d.) Frequently Asked Questions (FAQ). United Nations. ციტირების თარიღი: 15 September 2019
  8. Capel, Charles. (22 September 2018) How is the order of speakers at the UN General Assembly decided?. ციტირების თარიღი: 15 September 2019
  9. General Assembly Elects Bosnia and Herzegovina, Brazil, Gabon, Lebanon, Nigeria to Two-Year Terms on Security Council. United Nations Department of Public Information (15 October 2009). ციტირების თარიღი: 14 September 2019
  10. 10.0 10.1 10.2 General Assembly Elects 18 Members to Economic and Social Council. United Nations Department of Public Information (26 October 2009). ციტირების თარიღი: 14 September 2019
  11. General Assembly Fills 14 Seats on Human Rights Council; Approves Funds for Higher UN Troop, Police Levels in Haiti; Sets Date for Communicable Diseases Meeting. United Nations Department of Public Information (13 May 2010). ციტირების თარიღი: 14 September 2019
  12. General Assembly Elects Joan E. Donoghue of United States to International Court of Justice, in Tandem with Security Council, to Serve Until 5 February 2015. United Nations Department of Public Information (9 September 2010). ციტირების თარიღი: 14 September 2019