გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამესამე სესია

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამესამე სესიაგაეროს გენერალური ასამბლეის სესია, რომელიც გაგრძელდა 2008 წლის 16 სექტემბრიდან 2009 წლის 14 სექტემბრამდე.

გაეროს გენერალური ასამბლეის სამოცდამესამე სესია
← 62-ე
64-ე →

გაეროს ემბლემა
მასპინძელი გაეროს დროშა გაერო
თარიღი 16 სექტემბერი, 2008 (2008-09-16)
მონაწილეები გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოები
პრეზიდენტი მიგელ დ'ესკოტო ბროკმანი

63-ე სესიის თემა იყო „გლობალური სასურსათო კრიზისის გავლენა მსოფლიოში სიღარიბესა და შიმშილზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დემოკრატიზაციის აუცილებლობა“.

ორგანიზაცია

რედაქტირება
 
63-ე სესიის პრეზიდენტი, მიგელ დ'ესკოტო ბროკმანი

პრეზიდენტი

რედაქტირება

ნიკარაგუელი დიპლომატი და პოლიტიკოსი მიგელ დ'ესკოტო ბროკმანი აირჩიეს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2008 წლის 4 ივნისს. არჩევის დროს დ'ესკოტო ბროკმანი მსახურობდა ნიკარაგუის პრეზიდენტის დანიელ ორტეგას უფროს მრჩევლად საგარეო საქმეთა საკითხებში.

თავის პირველ გამოსვლაში, დ'ესკოტო ბროკმანმა ისაუბრა სესიის რამდენიმე პრიორიტეტზე. მან უპირველეს ყოვლისა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს ერთიანობისკენ, როგორც გაეროს შიგნით, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. მან მოუწოდა წევრებს გაერთიანებულიყვნენ შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე მსოფლიოს შეუცვლელი ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. დ'ესკოტო ბროკმანის სხვა პრიორიტეტები 63-ე სესიაზე იყო:

  • გაეროს დემოკრატიზაცია
  • კლიმატის ცვლილება, ასევე ენერგეტიკული კრიზისი
  • ტერორიზმთან ბრძოლა ყველა ფორმით
  • ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა
  • განიარაღება და ბირთვული კონტროლი

ვიცე-პრეზიდენტები

რედაქტირება

2008 წლის 4 ივნისს სესიის ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ შემდეგი ქვეყნები:[1]

უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი :

ასევე შემდეგი ერები:

ადგილების განლაგება

რედაქტირება

ტრადიციისამებრ, გენერალური ასამბლეის ყოველი სესიის წინ გენერალური მდივანი ატარებს კენჭისყრას იმის დასადგენად, თუ რომელი წევრი სახელმწიფო დაიკავებს პირველ ადგილს გენერალური ასამბლეის დარბაზში სესიისთვის, ხოლო სხვა წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან მათი სახელის ინგლისური თარგმანის მიხედვით. 65-ე სესიაზე ბარბადოსი აირჩიეს გენერალური ასამბლეის პალატის პირველი ადგილის დასაკავებლად.

გენერალური დებატები

რედაქტირება

63-ე სესიის გენერალური დებატები გაიმართა 2008 წლის 23 და 29 სექტემბერს, კვირის გარდა. გენერალურ დებატებზე წევრ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ ის საკითხები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, ასევე მათი მოლოდინები სესიის განმავლობაში გენერალური ასამბლეის საქმიანობის შესახებ.

გამოსვლის საშუალება ეძლევათ ჯერ წევრ სახელმწიფოებს, შემდეგ დამკვირვებელ სახელმწიფოებს და სუპრანაციონალურ ორგანოებს. გამომსვლელები შედიან სპიკერთა სიაში მათი მოთხოვნის თანმიმდევრობით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ მინისტრებს და ხელისუფლების სხვა მსგავსი ან უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გენერალური დებატების მოქმედი წესების მიხედვით, განცხადებები უნდა იყოს გაეროს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე და გადაითარგმნოს გაეროს თარჯიმნების მიერ.[2]

არჩევნები

რედაქტირება

უშიშროების საბჭო

რედაქტირება

2008 წლის 17 ოქტომბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია უშიშროების საბჭოს 5 არამუდმივი წევრი ორწლიანი ვადით 2009 წლის 1 იანვრიდან. ხუთი არჩეული ქვეყანა იყო: ავსტრია, იაპონია, მექსიკა, თურქეთი და უგანდა. მათ ჩაანაცვლეს ბელგია, ინდონეზია, იტალია, პანამა და სამხრეთ აფრიკა.[3]

ეკონომიკური და სოციალური საბჭო

რედაქტირება

2008 წლის 22 ოქტომბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში 18 წევრი, რომლებიც სამწლიანი ვადით 2009 წლის 1 იანვრიდან მუშაობდნენ. არჩეული წევრები იყვნენ: კოტ დ'ივუარი, გვატემალა, გვინეა-ბისაუ, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ინდოეთი, იაპონია, ლიხტენშტეინი, მავრიკი, მაროკო, ნამიბია, პერუ, პორტუგალია, სენტ-კიტსი და ნევისი, საუდის არაბეთი.[4]

მათ ჩაანაცვლეს ქვეყნები: ანგოლა, ავსტრია, ბენინი, კუბა, ჩეხეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გვინეა-ბისაუ, გაიანა, ჰაიტი, იაპონია, ლიხტენშტეინი, მადაგასკარი, მავრიტანია, პარაგვაი, პორტუგალია, საუდის არაბეთი და შრი-ლანკა.

არჩევნებამდე გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ისლანდიის მოთხოვნა დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნების (WEOG) საბჭოს ადგილის დათმობის შესახებ 2008 წლის 31 დეკემბერს. შემდეგ ნორვეგია აირჩიეს ადგილის დასაკავებლად ერთი წლის ვადით 2009 წლის 1 იანვრიდან.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო

რედაქტირება

2008 წლის 6 ნოემბერს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია ხუთი მოსამართლე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ცხრა წლის ვადით 2009 წლის 6 თებერვლიდან. ხუთი არჩეული მოსამართლე იყო:[5]

  • რონი აბრაამი
  • აუნ შოკატ ალ-ხასაუნე
  • ანტონიო აუგუსტო კანსადო ტრინდადე
  • კრისტოფერ ჯონ გრინვუდი
  • აბდულქავი აჰმედ იუსუფი

მოსამართლეები აბრაამი და ალ-ხასაუნე ორივე ხელახლა აირჩიეს, ხოლო კანსადო ტრინდადე, გრინვუდი და იუსუფი პირველად აირჩიეს სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა საბჭო

რედაქტირება

2009 წლის 12 მაისს გენერალურმა ასამბლეამ აირჩია 18 წევრი ადამიანის უფლებათა საბჭოში. მათი სამწლიანი ვადა, 2009 წლის 19 ივნისიდან დაიწყო. მათგან ხუთი აირჩიეს საბჭოში პირველად: ბელგია, უნგრეთი, ყირგიზეთი, ნორვეგია და ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო დანარჩენი 13 წევრი ხელახლა აირჩიეს: ბანგლადეში, კამერუნი, ჩინეთი, კუბა, ჯიბუტი, იორდანია, მავრიკი, მექსიკა, ნიგერია, რუსეთის ფედერაცია, საუდის არაბეთი, სენეგალი და ურუგვაი.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2009) United Nations Handbook 2009-2010, 47th, Wellington: Ministry of Foreign Affairs and Trade of New Zealand, გვ. 20–21. ISBN 9780477102223. 
  2. Capel, Charles. (22 September 2018) How is the order of speakers at the UN General Assembly decided?. ციტირების თარიღი: 15 September 2019
  3. United Nations Department of Global Communications. (17 October 2008) General Assembly Elects Austria, Japan, Mexico, Turkey, Uganda to Two-Year Terms on Security Council. ციტირების თარიღი: 16 September 2019
  4. General Assembly Elects 18 Members to Economic and Social Council (22 October 2008).
  5. United Nations Department of Global Communications. (6 November 2008) General Assembly, in Four Rounds of Voting, Elects Five Members to International Court of Justice. ციტირების თარიღი: 16 September 2019
  6. United Nations Department of Global Communications. (12 May 2009) United States Elected to Human Rights Council for First Time, with Belgium, Hungary, Kyrgyzstan, Norway, as 18 Seats Filled in Single Round of Voting. ციტირების თარიღი: 16 September 2019