ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია (ასევე ცნობილი, როგორც ბიომრავალფეროვნების კონვენცია) ― მრავალმხრივი ხელშეკრულება. კონვენციას სამი მთავარი მიზანი აქვს: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენება და გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილება. კონვენცია მიზნად ისახავს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი მოხმარების ეროვნული სტრატეგიების განვითარებას და ხშირად მდგრადი განვითარების ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია
| |
---|---|
ტიპი | მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმება |
მომზადდა | 22 მაისი, 1992 |
ხელი მოეწერა | 5 ივნისი, 1992 ― 4 ივნისი, 1993 |
ადგილი | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, ნიუ-იორკი, აშშ |
ძალაში შევიდა | 29 დეკემბერი, 1993 |
ხელი მოაწერეს | 196 |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური |
კონვენცია ხელმოსაწერად 1992 წლის 5 ივნისს გაიხსნა რიო-დე-ჟანეიროში, დედამიწის სამიტზე და ძალაში შვიდა მომდევნო წლის 29 დეკემბერს. ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელსაც კონვენცია არ აქვს რატიფიცირებული.[1] კონვენციის ორი დამატებითი შეთანხმებაა კარტახენის ოქმი და ნაგოიის ოქმი.
„კარტახენის ოქმი ბიოუსაფრთხოების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში თანამედროვე ბიოტექენოლოგიებიდან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მოძრაობას არეგულირებს. ოქმი 2000 წლის 29 იანვარს მომზადდა, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის დამატებითი შეთანხმება და 2003 წლის 11 სექტემბერს შევიდა ძალაში.
„ნაგოიის ოქმი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კიდევ ერთი დამატებითი შეთანხმებაა. ოქმი გამჭვირვალე იურიდიული ჩარჩოა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამიდან ერთ-ერთი მიზნის ეფექტიანი განხორციელებისთვის. ნაგოიის ოქმი2010 წლის 29 ოქტომბერს მომზადდა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში და 2014 წლის 12 ოქტომბერს შევიდა ძალაში.
2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელი იყო და ფოკუსის წერტილი ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამდივნოზე იყო მოქცეული. 2010 წლის დეკემბერში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ხელმომწერთა რეკომენდაციით, გაერომ 2011-2020 წლები გაეროს ბიომრავალფეროვნების დეკადად გამოაცხადა. 2010 წელს შეიქმნა კონვენციის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმა 2011-2020, რომელიც აიტის ბიომრავალფეროვნების სამიზნეებსაც მოიცავს.
კონვენციის ხელმომწერი მხარეების შეხვედრები ცნობილია როგორც მხარეთა კონფერენციები. მხარეთა პირველი კონფერენცია 1994 წელს ნასაუში, ბაჰამის კუნძულებზე გაიმართა, ხოლო ბოლო, მე-15 კონფერენცია ― კუნმინში, ჩინეთში.
აღმასრულებელი მდივანი
რედაქტირება2019 წლის 1-ელი დეკემბერისთვის აღმასრულებელი მდივანი ელიზაბეთ მარუმა მრემაა. ყოფილი აღმასრულებელი მდივნები არიან: ანგელა კროპერი (1993-1995), კალესტოუს ჯუმა (1995-1998), ჰამდალა ზედა (1998-2005), აჰმედ ჯოღლაფი (2006-2012) და ქრისტიანა პალმერი (2017-2019).
საკითხები
რედაქტირებაკონვენციით გათვალისწინებულ საკითხებს შორისა:[2]
- ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების ინიციატივების განსაზღვრა
- გენეტიკურ რესურსებსა და ტრადიციულ ცოდნაზე რეგულირებული წვდომა
- ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და გადაცემა, მათ შორის, ბიოტექნოლოგიაზე, მთავრობიდან ადგილობრივ თემებზე, რომელიც ტრადიციულ ცოდნას ან/და ბიომრავალფეროვნების რესურსებს უზრუნველყოფს
- ტექნიკური და სამეცნიერო კოოპერაცია
- გავლენის შეფასება
- საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცნობიერება
- ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა
საერთაშორისო ორგანოები
რედაქტირებამხარეთა კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მმართველი ორგანოა მხარეთა კონფერენცია, რომელიც კონვენციის მონაწილე მთავრობების (რომლებმაც რატიფიკაცია მოახდინეს) წარმომადგენლებისგან (და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისგან) შედგება. კონფერენციაზე კონვენციის ფარგლებში მიმდინარე პროგრესი განისაზღვრება, ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და წევრებისთვის სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ. მხარეთა კონფერენციას კონვენციის შესწორებების მიღების, ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანოების შექმნის, პროგრესის შესახებ წევრი სახელმწიფოების მოხსენებების შემოწმების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შეთანხმებებთან კოლაბორაციის უფლება აქვს.
კონვენციის სამდივნო
რედაქტირებაბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამდივნო მონრეალში (კვებეკი, კანადა) მდებარეობს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის ქვეშაა. სამდივნოს მთავარი ფუნქცია შეხვედრების ორგანიზება, დოკუმენტების მონახაზების შექმნა, მთავრობების მხარდაჭერა სამუშაო პროგრამის იმპლემენტაციაში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაცია და ინფორმაციის შეგროვება და გავრცელებაა.
სამეცნიერო, ტექნიკური და ტექნოლოგიური კონსულტაციის შვილობილი ორგანო
რედაქტირებასამეცნიერო, ტექნიკური და ტექნოლოგიური კონსულტაციის შვილობილი ორგანო კომიტეტია, რომელიც კონკრეტულ სფეროებში წევრი მთავრობების ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. კომიტეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხარეთა კონფერენციისთვის სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისას. 2020 წლისთვის კომიტეტი 23-ჯერ შეიკრიბა, ხოლო 24-ე შეხვედრა ჟენევაში, შვეიცარიაში 2022 წელს იმართება.[3]
იმპლემენტაციის შვილობილი ორგანო
რედაქტირება2014 წელს მხარეთა კონფერენციამ იმპლემენტაციის შვილობილი ორგანო დააარსა. იმპლემენტაციის შვილობილი ორგანოს ოთხი მთავარი ფუნქციაა: იმპლემენტაციის პროგრესის რეცენზია, სტრატეგიული მოქმედეები იმპლემენტაციის გასაძლიერებლად, იმპლემენტაციის საშუალებები გამყარება და კონვენციისა და ოქმების ოპერაციები. იმპლემენტაციის შვილობილი ორგანოს პირველი შეხვედრა 2016 წლის 2-6 მაისს გაიმართა (მონრეალი, კანადა), ხოლო მეორე [[2018 წლის 9-13 ივლისს (მონრეალი, კანადა). მესამე შეხვედრა 2022 წლის მარტში ჟენევაში, შვეიცარიაში გაიმართა. იმპლემენტაციის შვილობილი ორგანოს ბიუროს ფუნქციას მხარეთა კონფერენციის ბიურო ასრულებს.[4] იმპლემენტაციის შვილობილი ორგანოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა შარლოტა სერქვისტი.
მხარეები
რედაქტირება2016 წლისთვის კონვენციას 196 მხარე ჰყავს, რომელთა შორის გაეროს 195 წევრი სახელმწიფო და ევროპის კავშირია.[5] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა სახელმწიფოს რატიფიცირებული აქვს ხელშეკრულება, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა.[6] გაეროს არაწევრი სახელმწიფოებიდან ხელშეკრულება რატიფიცირებული აქვს კუკის კუნძულებს, ნიუესა და პალესტინის სახელმწიფოს. წმინდა საყდარი და არაღიარებული სახელმწიფოები კონვენციის მხარეები არ არიან. აშშ-ს კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მაგრამ არა - რატიფიცირებული,[7] რადგანაც რატიფიკაციისთის სენატის 2/3-ის თანხმობაა საჭირო და რესპუბლიკური პარტიის სენატორების მიერ იბლოკება.[1]
კონვენციის მხარეთა მიერ ვალდებულებების განხორციელების ორი საშუალება არსებობს:
ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები
რედაქტირებაბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მთავარი ინსტრუმენტებია კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციისთვის. კონვენციის თანახმად, ხელმომწერი მხარეები ვალდებული არიან, ბიომრავალფეროვნების სტრატეგია შეიმუშავონ. 2012 წლისთვის ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები 173-მა სახელმწიფომ განავითარა.[8]
გაერთიანებულმა სამეფომ, ახალმა ზელანდიამ და ტანზანიამ სპეციალური ზომები მიიღეს ინდივიდუალური სახეობებისა და სპეციფიკური ჰაბიტატების კონსერვაციისთვის.[9] აშშ-მა სახეობათა აღდგენის პროგრამებისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით იმპლემენტაციის არაერთი პროგრამა შეიმუშავა.[10]
სინგაპურმა შეიმუშავა დეტალური ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.[11] ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციაზე სინგაპურს ბიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს.[12]
ეროვნული მოხსენებები
რედაქტირებაკონვენციის 26-ე პარაგრაფის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები კონვენციის იმპლემენტაციის სტატუსთან დაკავშირებით ეროვნულ მოხსენებებს ამზადებენ.
ოქმები და გეგმები
რედაქტირებაკარტახენის ოქმი
რედაქტირებაკარტახენის ოქმი ბიოუსაფრთხოების შესახევ, ასევე ცნობილი როგორც ბიოუსაფრთხოების ოქმი, 2000 წლის იანვარში მომზადდა. რამდენიმე გადავადების შემდეგ კარტახენის ოქმი 2000 წლის 29 იანვარს მიიღეს.[13] ბიოუსაფრთხოების ოქმი ბიოლოგიური მრავალფეროვნების თანამედროვე ბიოტექნოლოგიების შედეგად მიღებული მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოშობილი პოტენციური რისკებისგან დაცვას ისახავს მიზნად.[14][15]
კონვენციის მისაღებად 50 სახელმწიფოს მიერ რატიფიკაცია იყო აუცილებელი, რაც 2003 წლის მაისში შესრულდა. კონვენციის 37-ე პარაგრაფის შესაბამისად, ოქმი 2003 წლის 11 სექტემბერს შევიდა ძალაში.[16]
მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგია
რედაქტირება2002 წლის აპრილში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარებმა მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის მოთხოვნის შესახებ გრან-კანარიის დეკლარაციის რეკომენდაციები მიიღეს და 16 პუნქტიანი გეგმა მიიღეს, რომლის მიხედვითაც 2010 წლისთვის მსოფლიოში მცენარეთა გადაშენების სიხშირე უნდა შეემცირებინათ.
ნაგოიის ოქმი
რედაქტირება„ნაგოიის ოქმი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილების შესახებ“ 2010 წლის 29 ოქტომბერს ნაგოიაში (აიტის პრეფექტურა, იაპონია), მხარეთა მეათე კონფერენციაზე მიიღეს.[17] ოქმი ძალაში შევიდა 2014 წლის 12 ოქტომბერს.[18] ოქმის ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის დამატებითი შეთანხმებაა და მიზნად ისახავს კონვენციის სამი მიზნიდან ერთ-ერთის განხორციელებას: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მეშვეობით გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანასწორ განაწილებას.[17][19]
ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმა 2011-2022
რედაქტირება2010 წლის 18-29 ოქტომბერს გამართულ მხარეთა მეათე შეხვედრაზე[20] მიიღეს რედაქტირებული და განახლებული „ბიომრავალფეროვნების სტრატეგიული გეგმა 2011-202“. დოკუმენტი მოიცავს აიტის ბიომრავალფეროვნების სამიზნეებს, რომელიც 20 სამიზნეს მოიცავს და გეგმით გათვალისწინებულ 5 სტრატეგიულ მიზანს მიესადაგება. სტრატეგიული გეგმა შემდეგ სტრატეგიულ მიზნებს მოიცავს:[21][20]
- სტრატეგიული გეგმა A: ბიომრავალფეროვნების დაკარგვის გამომწვევი მიზეზების გამორკვევა
- სტრატეგიული გეგმა B: ბიომრავალფეროვნებაზე პირდაპირი წნეხის შემცირება და მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა
- სტრატეგიული გეგმა C: ბიომრავალფეროვნების სტატუსის გაუმჯობესება ეკოსისტემების, სახეობებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვის მეშვეობით
- სტრატეგიული გეგმა D: ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების მეშვეობით მიღებული სარგებლის გაძლიერება
- სტრატეგიული გეგმა E: იმპლემენტაციის გაძლიერება მონაწილეობითი დაგეგმვისა და ცოდნის მენეჯმენტის მეშვეობით
მდგრადი განვითარების მიზნების მიღების შემდეგ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციამ გამოუშვა ტექნიკური ნოტა,[22] რომელშიც მდგრადი განვითარების 17 მიზანი და აიტის ბიომრავალფეროვნების 20 მიზანია გაერთიანებული.
პოსტ-2020 ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო
რედაქტირებაახალი გეგმა, პოსტ-2020 ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო 2030 წლამდე სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.[23] ჩარჩოს პირველი მონახაზი 2021 წლის ივლისში შემუშვდა.[24] ჩარჩო არაერთ ამბიციურ მიზანს მოიცავს, მათ შორის, მსოფლიოს ხმელეთისა და ზღვის 30%-ის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებას.[25]
მხარეთა შეხვედრები
რედაქტირებამხარეთა კონფერენცია თავდაპირველად ყოველწლიურად ტარდებოდა, შემდეგ კი, ორ წელიწადში ერთხელ.
მხარეთა I კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მხარეთა პირველი შეხვედრა 1994 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა, ნასაუში, ბაჰამის კუნძულებზე.[26]
მხარეთა II კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მხარეთა მეორე შეხვედრა 1995 წლის ნოემბერში, ჯაკარტაში, ინდონეზიაში გაიმართა.[27]
მხარეთა III კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მხარეთა მესამე შეხვედრა 1996 წლის ნოემბერში, ბუენოს აირესში, არგენტინაში გაიმართა.[28]
მხარეთა IV კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მხარეთა მეოთხე შეხვედრა 1998 წლის მაისში, ბრატისლავაში, სლოვაკეთში გაიმართა.[29]
ექსტრაორდინარული შეხვედრა (კარტახენა)
რედაქტირებამხარეთა კონფერენციის პირველი ექსტრაორდინარული შეხვედრა 1999 წლის თებერვალში, კარტახენაში, კოლუმბიაში ჩატარდა.[30] შეხვედრების ციკლის შემდეგ, 2000 წლის იანვარში ბიოუსაფრთხოების შესახებ კარტახენის ოქმი მიიღეს, რომელიც 2003 წელს შევიდა ძალაში.[13]
მხარეთა V კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა მეხუთე კონფერენცია 2000 წლის მაისში, ნაირობიში, კენიაში გაიმართა.[31]
მხარეთა VI კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა მეექვსე შეხვედრა 2002 წლის აპრილში, ჰააგაში, ნიდერლანდებში შედგა.[32]
მხარეთა VII კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა მეშვიდე კონფერენცია 2004 წლის თებერვალში, კუალა-ლუმპურში, მალაიზიაში ჩატარდა.[33]
მხარეთა VIII კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მხარეთა მერვე შეხვედრა 2006 წლის მაისში, კურიტიბაში, ბრაზილიაში ჩატარდა.[34]
მხარეთა IX კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა მეცხრე კონფერენცია 2008 წლის მაისში, ბონში, გერმანიაში გაიმართა.[35]
მხარეთა X კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა მეათე კონფერენცია 2010 წლის ოქტომბერში, ნაგოიაში, იაპონიაში ჩატარდა.[36] ამ შეხვედრაზე ნაგოიის ოქმის რატიფიკაცია მოახდინეს.
2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელი იყო და ფოკუსის წერტილი ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის სამდივნოზე იყო მოქცეული. 2010 წლის დეკემბერში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ხელმომწერთა რეკომენდაციით, გაერომ 2011-2020 წლები გაეროს ბიომრავალფეროვნების დეკადად გამოაცხადა
მხარეთა XI კონფერენცია
რედაქტირებაკონვენციის მხარეთა მეთერთმეტე კონფერენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ ჰაიდარაბადში, ინდოეთში გაიმართა 2012 წელს.[37]
მხარეთა XII კონფერენცია
რედაქტირება2014 წლის თებერვალში თემის, „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“, ფარგლებში, მთავრობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აბორიგენები, მეცნიერები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ფიონგჩანგში, სამხრეთ კორეაში, მხარეთა მეთორმეტე კონფერენციაზე შეიკრიბნენ.[38]
კონფერენციაზე გაეროს ბიომრავალფეროვნების დეკადის (2011-2020) ნახევარი შეაფასეს, რომელიც ბუნების კონსერვაციასა და მდგრად მოხმარებას უწყობს ხელს. შეხვედრაზე 35 გადაწყვეტილება მიიღეს.[39] შეხვედრის ბოლოს მიიღეს „ფიონგჩანგის საგზაო რუკა“.[40]
მხარეთა XIII კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა მეცამეტე კონფერენცია 2016 წლის 2-17 დეკემბერს გაიმართა მექსიკის ქალაქ კანკუნში.
მხარეთა XIV კონფერენცია
რედაქტირებაკონფერენციის მეთოთხმეტე შეხვედრა 2018 წლის 17-29 ნოემბერს შარმ-ელ-შეიხში, ეგვიპტეში გაიმართა.[41] 2018 წლის გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენცია 2018 წლის 29 ნოემბერს დაიხურა. მხარეებმა მიიღეს მითითებები გლობალურ დათბობასთან ადაპტაციის ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომებისა და კატასტროფების რისკების შემცირების ეფექტიანად განხორციელებისთვის.[42][43] მთავრობები შეთანხმდნენ აიტის ბიომრავალფეროვნების სამიზნეების დაჩქარებაზეც. ამ მიზნების მისაღწევად საჭირო სამუშაოები გლობალურ, რეგიონულ, ეროვნულ და სუბეროვნულ დონეზე ხორციელდება.
მხარეთა XV კონფერენცია
რედაქტირებამხარეთა XV კონფერენცია კუნმინში, ჩინეთში ჩატარდა. შეხვედრა თავდაპირველად 2020 წლისთვის იყო ჩანიშნული,[44] მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო.[45] სამჯერ გადავადების შემდეგ, კონვენცია ორ სესიად გაიყო. ონლაინ-ღონისძიება 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა, რომელზეც 100-ზე მეტმა სახელმწიფომ ბიომრავალფეროვნების შესახებ კუნმინის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დეკლარაციის თემა იყო: „ეკოლოგიური ცივილიზაცია: გაზიარებული მომავლის მშენებლობა დედამიწის ყველა სულიერისთვის“.[46][47] ფიზიკური შეხვედრა 2022 წლის აპრილისთვის ჩაინიშნა, მაგრამ სავარაუდოდ, 2022 წლის 29 აგვისტო-9 სექტემბერს გაიმართება.[48][49][50]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Davis, K. 2008. A CBD manual for botanic gardens English version, Italian version Botanic Gardens Conservation International (BGCI)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Convention on Biological Diversity (CBD) website
- Text of the Convention from CBD website
- Ratifications at depositary
- Case studies on the implementation of the Convention from BGCI website with links to relevant articles
- Introductory note by Laurence Boisson de Chazournes, procedural history note and audiovisual material on the Convention on Biological Diversity in the Historic Archives of the United Nations Audiovisual Library of International Law
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Jones, Benji. (20 May 2021) Why the US won't join the single most important treaty to protect nature. ციტირების თარიღი: 3 December 2021.
- ↑ How the Convention on Biological Diversity promotes nature and human well-being. Secretariat of the Convention on Biological Diversity (2000). ციტირების თარიღი: 15 July 2020
- ↑ Subsidiary Body on Scientific, Technical and Technological Advice (SBSTTA). ციტირების თარიღი: 18 September 2020
- ↑ Subsidiary Body on Implementation en. ციტირების თარიღი: 2022-03-27
- ↑ CBD List of Parties. ციტირების თარიღი: 22 September 2009
- ↑ Commentary, Gloria Dickie. The US is the only country that hasn't signed on to a key international agreement to save the planet. ციტირების თარიღი: 20 July 2021
- ↑ Hazarika, Sanjoy (23 April 1995). „India Presses U.S. to Pass Biotic Treaty“. The New York Times. p. 1.13.
- ↑ National Biodiversity Strategies and Action Plans (NBSAPs). ციტირების თარიღი: 18 March 2012
- ↑ Watts, Jonathan (27 October 2010). „Harrison Ford calls on US to ratify treaty on conservation“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2016. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
- ↑ "Grants Overview". ციტირების თარიღი: 24 November 2021
- ↑ Conserving our Biodiversity (6 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 23 აპრილი 2022.
- ↑ National Biodiversity Centre en. ციტირების თარიღი: 2022-03-27
- ↑ 13.0 13.1 About the Protocol. ციტირების თარიღი: 17 September 2020
- ↑ Cartagena Protocol on Biosafety to the Convention on Biological Diversity. Secretariat of the Convention on Biological Diversity (2000). ციტირების თარიღი: 15 July 2020
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 13 December 2018
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-05. ციტირების თარიღი: 2020-07-15.
- ↑ 17.0 17.1 Nagoya Protocol. ციტირების თარიღი: 31 May 2011
- ↑ Text of the Nagoya Protocol. cbd.int. Convention on Biological Diversity. ციტირების თარიღი: 16 January 2012
- ↑ About the Nagoya Protocol (9 June 2015). ციტირების თარიღი: 13 December 2018
- ↑ 20.0 20.1 Strategic Plan for Biodiversity 2011-2020, including Aichi Biodiversity Targets (21 January 2020). ციტირების თარიღი: 17 September 2020
- ↑ Aichi Biodiversity Targets (11 May 2018). ციტირების თარიღი: 17 September 2020 Brochure here დაარქივებული 28 October 2020 საიტზე Wayback Machine. . Note on Copyright, provided here დაარქივებული 23 September 2020 საიტზე Wayback Machine. : "All official texts, data and documents are in the public domain and may be freely downloaded, copied and printed provided no change to the content is introduced, and the source is acknowledged."
- ↑ BIODIVERSITY AND THE 2030 AGENDA FOR SUSTAINABLE DEVELOPMENT. Montreal: UN Secretariat of the Convention on Biological Diversity.
- ↑ A new global framework for managing nature through 2030: First detailed draft agreement debuts en. ციტირების თარიღი: 2022-03-27
- ↑ „First Draft of the Post-2020 Global Biodiversity Framework“ (PDF). Convention on Biological Diversity. CBD/WG2020/3/3. 5 July 2021.
- ↑ Pressure grows for deal to save nature at crunch talks in Geneva en (2022-03-23). ციტირების თარიღი: 2022-03-27
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents: First Extraordinary Meeting of the Conference of the Parties to the Convention on Biological Diversity, 22-23 February 1999 - Cartagena, Colombia. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Meeting Documents. ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Eighth Ordinary Meeting of the Conference of the Parties to the Convention on Biological Diversity (COP 8). ციტირების თარიღი: 12 December 2013
- ↑ Welcome to COP 9 (20 January 2009). ციტირების თარიღი: 4 February 2015
- ↑ Welcome to COP 10. ციტირების თარიღი: 29 November 2010
- ↑ World Wide Views on Biodiversity. ციტირების თარიღი: 19 December 2011
- ↑ http://www.cbd.int/cop2014 დაარქივებული 6 October 2014 საიტზე Wayback Machine. ; Webcasting: Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2014-10-06
- ↑ COP Decisions en. ციტირების თარიღი: 2020-11-29
- ↑ (Source http://www.cbd.int/doc/press/2014/pr-2014-10-06-cop-12-en.pdf დაარქივებული 13 June 2015 საიტზე Wayback Machine. )
- ↑ CBD Secretariat. COP 14 - Fourteenth meeting of the Conference of the Parties to the Convention on Biological Diversity. ციტირების თარიღი: 8 April 2019
- ↑ CBD/COP/DEC/14/5 დაარქივებული 9 September 2019 საიტზე Wayback Machine. , 30 November 2018.
- ↑ Voluntary Guidelines. ციტირების თარიღი: 4 September 2019
- ↑ Greenfield, Patrick (March 19, 2021). „UN's Kunming biodiversity summit delayed a second time - Covid pandemic continues to hamper plans for key gathering to agree targets on protecting nature“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2021.
- ↑ Meeting Documents: Fifteenth meeting of the Conference of the Parties to the Convention on Biological Diversity, Second quarter of 2021 - Kunming, China. ციტირების თარიღი: 17 September 2020
- ↑ Kiran Pandrey. (13 October 2021) Over 100 countries sign Kunming Declaration on biodiversity conservation. Down to Earth. ციტირების თარიღი: 19 October 2021
- ↑ Greenfield, Patrick (18 Aug 2021). „Major UN biodiversity summit delayed for third time due to pandemic - Cop15 negotiations to set this decade's targets on nature to be split into two, with face-to-face meetings delayed until 2022“. The Guardian. UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2021.
- ↑ Ma Jun. (11 October 2021) Cop26 must not overshadow Kunming: we need joint climate and biodiversity goals. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 October 2021
- ↑ Catrin Einhorn. (14 October 2021) The Most Important Global Meeting You've Probably Never Heard Of Is Now. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 October 2021
- ↑ IISD. (14 March 2022) UN Biodiversity Conference (CBD COP 15) (Part 2). International Institute for Sustainable Development. ციტირების თარიღი: 8 April 2022