ჰოლოცენის გადაშენება

ჰოლოცენის გადაშენება ან მეექვსე მასობრივი გადაშენება — წარმოადგენს სახეობების მიმდინარე გადაშენების პროცესს დღევანდელი ჰოლოცენის ეპოქაში, ადამიანის საქმიანობის შედეგად.[1][2][3] გადაშენება მათ შორის მოიცავს მრავალ მცენარესა[4] და ცხოველს, რომელთა შორის არიან ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები და ფეხსახსრიანები. დღესდღეობით ბიომრავალფეროვნება მკვეთრად მცირდება, ამის მაგალითებია მარჯნის რიფები და წვიმის ტყეები. ისინი მრავალი ორგანიზმის საცხოვრებელ ტერიტორიას წარმოადგენენ და დეგრადაციის პროცესში არიან. აქ მცხოვრები ორგანიზმების დიდი ნაწილის გადაშენება, როგორც ჩანს, დაუსაბუთებელია, რადგანაც სახეობები არ იყო შესწავლლილი მათი გადაშენების დროს, ან ჯერ არავის არ აღმოუჩენია. სახეობების დღევანდელი გადაშენების მაჩვენებელი შეფასებულია, როგორც 100-დან 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ბუნებრივი ფონის მაჩვენებლები.[2][5][6][7][8]

დოდო, ფრინველი მავრიკიდან, რომელიც გადაშენდა XVII საუკუნის ბოლოს, კუნძულზე მტაცებელი ცხოველების შამოყვანისა და ტყეების გაჩეხვის შემდგომ.

ეს პერიოდი მოიცავს დიდი ზომის ცხოველების გადაშენებას, რომელიც ბოლო გამყინვარების ხანიდან იწყება. მას შემდეგ, რაც ადრეულმა ადამიანებმა დაიწყეს დედამიწის მასშტაბით გავრცელება და ნადირობა, უამრავი ცხოველი გადაშენდა.

ეკოლოგიურად, კაცობრიობა აღინიშნება, როგორც უპრეცედენტო „გლობალური სუპერმტაცებელი“,[9] რომელიც მთელ მსოფლიოში ახდენს გავლენას საკვებ ქსელზე. სახეობათა გადაშენება გვხვდება ყველა კონტინენტსა და ოკეანეში. არსებობს მრავალი ცნობილი მაგალითი აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში, ასევე მცირე და დიდი ზომის კუნძულებზეც. საერთო ჯამში, ჰოლოცენის გადაშენება დაკავშირებულია ადამიანის გარემოსადმი მოპყრობაზე. ჰოლოცენის გადაშენება გრძელდება XXI საუკუნეში, ხორცის მოხმარებით, გახშირებული თევზჭერითა და ოკეანის მჟავიანობის გაზრდით, აგრეთვე ამფიბიების პოპულაციის შემცირებით,[10] რაც ბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს. თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად ადამიანების რაოდენობის მუდმივი ზრდა.[11][12]

ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესახებ, 2019 წელს, წარადგინეს გლობალური შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავრობათაშორისი სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შესახებ. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ერთი მილიონი სახეობის მცენარე და ცხოველი განიცდის გადაშენებას ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის ქმედებების შედეგად.[13][14][15]

გამომწვევი ფაქტორები

რედაქტირება
 
მამონტი, რომელიც გადაშენდა 4 000 წლის წინ.[16]

ჰოლოცენის გადაშენება ძირითადად გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით.[3][17][18][19] ცხოველების, მცენარეებისა და ადამიანის ქმედებებით გამოწვეული სხვა ორგანიზმების გადაშენების პროცესი შეიძლება შეედაროს გვიანდელ პლეისტოცენის ხანას, რომელიც იყო 12 000 წლის წინ.[19] არსებობს თანაფარდობა გადაშენებასა და წარმოშობას შორის,[20][21] ხოლო ადამიანთა რაოდენობის ზრდა ამ კანონზომიერებას არღვევს. ცვლილებები განსაკუთრებით შეინიშნება ბოლო ორი საუკუნის განამავლობაში.[17][11][11][22]

ადამიანის ცივილიზაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობამ.[23] რაც უფრო მეტი მიწა გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, მით მეტი შანსი ეძლევა კაცობრიობას ზრდისთვის.[24][23] გადაშენების მზარდ პროცესზე ასევე მოქმედებს, დეფორესტაცია, ნადირობა და გარემოს დაბინძურება.[25] დღესდღეობით, ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ კაპიტალიზმის, როგორც დომინანტური ეკონომიკური სისტემის გაჩენამ, დააჩქარა სახეობათა გადაშენების ტემპი.[26]

მეგაფაუნა ოდესღაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და დიდ კუნძულებზე არსებობდა, მაგალითად ახალი ზელანდიასა და მადაგასკარზე, მაგრამ ახლა ძირითადად ასეთი მრავალფეროვნება გვხვდება აფრიკაში.[27][28] გამოითქვა მოსაზრება, რომ აფრიკული მეგაფაუნა გადარჩა იმის გამო, რომ ის ადამიანებთან ერთად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში.[29] სამხრეთ ამერიკული მეგაფაუნის გადაშენების დრო, როგორც ჩანს, წინ უძღვის ადამიანთა აქ ჩამოსვლას, თუმცა იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ დროს ადამიანის საქმიანობამ გავლენა მოახდინა გლობალურ კლიმატზე საკმარისად, იმისათვის, რომ გამოეწვია ასეთი გადაშენება.[29]

ამგვარი მტკიცებულებების მიუხედავად, ადამიანებს ცოცხალ ორგანიზმთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც სუპერ მტაცებელი ორგანიზმები.[9] PNAS-ში გამოქვეყნებული 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის დროიდან მოყოლებული, ხმელითის ძუძუმწოვრების 83%, წყალში მცხოვრები ძუძუმწოვრების 80%, მცენარეების 50% და თევზების 15% გაქრა. ამჟამად მეცხოველეობა დედამიწის ყველა ძუძუმწოვრის ბიომასის 60%-ს მოიცავს, მას მოსდევს ადამიანი, რომელიც შეადგენს 36%-ს, ხოლო დანარჩენი 4% გარეული ძუძუმწოვრები არიან. რაც შეეხება ფრინველებს, 70% შინაურია, ხოლო მხოლოდ 30% არის გარეული.[30][31]

აღიარებულია, რომ ადამიანების საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით CH4 და CO2 გამოიყოფა, ხოლო ამ აირთა გამოყოფა ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებითა და ტყეების გაჩეხვით, რომლებიც შემდგომში გასუფთავდება და კვლავ მეურნეობაში გამოიყენებენ.[32][23][33] მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ არქეოლოგიურ ნიმუშებსა და ძველი სახეობების მრავალფეროვნებას, ამტკიცებენ, რომ პროცესები, რომელიც ხელს უწყობს გარემოს განახლებას, ათასობით ათასი წლის წინ დაიწყო გლობალური მასშტაბით. 2003 წელს პალეოკლიმატოლოგმა უილიამ რუდიმანმა განაცხადა, რომ ადრინდელი ჰოლოცენის 11 000 წლის წინ არსებული ატმოსფერული ნახშირორჟანგისა და მეთანის დონე იცვლებოდა იმ ტემპით, რომელიც განსხვავდებოდა პლეისტოცენის ეპოქისგან.[24][34][33] იგი ამტკიცებდა, რომ ნახშირბადის დიოქსიდის სწრაფი ტემპით მატება დაიწყო დაახლოებით 8 000 წლის წინ, ხოლო მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში გაიზარდა ამ დროიდან 3 000 წლის შემდეგ.[33]

კუნძულები

რედაქტირება

დაახლოებით 6 000 წლის წინ, ადამიანის ჩამოსვლა კარიბის ზღვაში დაკავშირებულია აქ მყოფი მრავალი სახეობის გადაშენებასთან.[35] გადაშენების ეს პროცესი მიმდინარეობდა კარიბის ზღვის თითქმის ყველა კუნძულზე. ბოლოდროინდელმა კვლევებმა, რომლებიც წყნარი ოკეანის 70 სხვადასხვა კუნძულზე ჩატარებული არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური გათხრების საფუძველზე გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მრავალი სახეობა გადაშენდა, როდესაც ადამიანები გადავიდნენ ამ კუნძულებზე საცხოვრებლად, მაგალითად ბისმარკის არქიპელაგსა და სოლომონის კუნძულებზე ეს პროცესი 30 000 წლის წინ დაიწყო.[36] ამჟამად დადგენილია, რომ წყნარი ოკეანის ფრინველთა ყველა სახეობათა შორის, ადამიანის ჩამოსვლის დღიდან, დღემდე დაახლოებით 2 000 სახეობა უკვე გადაშენებულია, რაც მსოფლიოში ფრინველების ბიომრავალფეროვნების 20%-იან კლებას ნიშნავს.[37]

ავსტრალია

რედაქტირება

ავსტრალიაში უწინ იყო მეგაფაუნა, რომელიც ჰგავდა დღევანდელი აფრიკის კონტინენტისას. ადამიანები კონტინენტზე ჩავიდნენ ძალიან ადრე, დაახლოებით 50 000 წლის წინ.[29] კონტინენტზე გადაშენებები გრძელდება დასახლებიდან დღემდე. გადაშენება ეხებათ, როგორც მცენარეებს, ასევე ცხოველებს, ხოლო მრავალი სხვა ცხოველი და მცენარე დღესაც საფრთის ქვეშ არის.[38]

მადაგასკარი

რედაქტირება

მადაგასკარზე ადამიანთა ჩამოსვლის შემდეგ, რომელიც მოხდა დაახლოებით 2 500-2 000 წლის წინ, თითქმის ყველა ენდემური და გეოგრაფიულად იზოლირებული მეგაფაუნა გადაშენდა.[39] ყველაზე დიდი ზომის ცხოველები, რომელთა წონაც 150 კილოგრამზე მეტი იყო, გადაშენდნენ ადამიანის პირველი ჩამოსვლის შემდეგ ძალიან მალე, დიდი და საშუალო ზომის სახეობები დაიღუპნენ, როდესაც მოსახლეობა ფართოვდებოდა, რაც იწვევდა უფრო ხშირ ნადირობებს. ამის შემდგომ მცირე ფაუნა განვითარდა, კონკურენციის შემცირების გამო.[28]

ახალი ზელანდია

რედაქტირება

ახალი ზელანდიის გეოგრაფიული იზოლაციის გამო, აქ არსებობენ კუნძულისთვის დამახასიათებელი ორგანიზმები. ეს იყო ბოლო დიდი კუნძული, რომლის კოლონიზაციაცადამიანებმა მოახდინეს. XII საუკუნეში, სწორედ პოლინეზიელი დევნილების ჩამოსვლამ განაპირობა კუნძულის ყველა მეგაფაუნის გადაშენება, ეს პროცესი კი გრძელდებოდა რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში.[40] კოლონიზაციამდე (XIX საუკუნე) კუნძულზე ფრინველები დიდი რაოდენობით იყვნენ, მაგრამ შემდეგ ევროპელების ხომალდებს ჩამოყვნენ ვირთხები, კატები და სხვა ცხოველები, რომლებმაც გაანადგურეს აქ არსებული ენდემური ფრინველთა სახეობები. ძირითადად ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინა ისეთ ფრინველებზე, რომლებიც მიწაზე ცხოვრობდნენ, ბუდეს მიწაზე იშენებდნენ ან არ ჰქონდათ თავდაცვის უნარები გამომუშავებული, აქამდე მსგავსი მტაცებლების არარსებობის გამო. ამის ნათელი მაგალითია ფრინველი კაკაპო, მსოფლიოში ყველაზე დიდი თუთიყუში, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, იგი გადაშენების პირასაა. ახალი ზელანდიის ეროვნული ემბლემა, კივი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველთა სიაშია.[40]

აფროევრაზია

რედაქტირება

სხვა კონტინენტებთან შედარებით, აფრიკის მეგაფაუნა მინიმალურად შემცირდა.[41] სხვა კონტინენტებისაგან განსხვავებით, ევრაზიის მეგაფაუნა გადაშენებას განიცდიდა შედარებით გრძელი პერიოდის განმავლობაში. არქტიკული რეგიონის დათბობამ გამოიწვია ბალახების სწრაფი ზრდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ევრაზიის ფაუნაზე. ამან მრავალი ცხოველი დააზარალა, მათ შორის გრძელბეწვიანი მამონტები.[42]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ceballos, Gerardo; Ehrlich, Anne H.; Ehrlich, Paul R. (2015) The Annihilation of Nature: Human Extinction of Birds and Mammals. Baltimore, Maryland: Johns Hopkins University Press. ISBN 978-1421417189. 
  • deBuys, William (March 2015). „The Politics of Extinction – A Global War on Nature“. Tom Dispatch. ციტატა: „Uncounted species – not just tigers, gibbons, rhinos, and saola, but vast numbers of smaller mammals, amphibians, birds, and reptiles – are being pressed to the brink. We’ve hardly met them and yet, within the vastness of the universe, they and the rest of Earth’s biota are our only known companions. Without them, our loneliness would stretch to infinity.“
  • Firestone RB, West A, Kennett JP, Becker L, Bunch TE, Revay ZS, et al. (October 2007). „Evidence for an extraterrestrial impact 12,900 years ago that contributed to the megafaunal extinctions and the Younger Dryas cooling“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 104 (41): 16016–21. Bibcode:2007PNAS..10416016F. doi:10.1073/pnas.0706977104. PMID 17901202.
  • Kolbert, Elizabeth (May 25, 2009). „The Sixth Extinction? There have been five great die-offs in history. This time, the cataclysm is us“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 8 May 2012. მითითებულია ერთზე მეტი |author= და |last= (დახმარება)
  • Leakey, Richard (1996). The Sixth Extinction: Patterns of Life and the Future of Humankind. New York: Anchor Books. ISBN 978-0-385-46809-1. 
  • Linkola, Pentti (2011). Can Life Prevail?. Arktos Media. ISBN 978-1907166631. 
  • Loarie, Scott R.; Duffy, Philip B.; Hamilton, Healy; Asner, Gregory P.; Field, Christopher B.; Ackerly, David D. (2009). „The velocity of climate change“. Nature. 462 (7276): 1052–1055. Bibcode:2009Natur.462.1052L. doi:10.1038/nature08649. PMID 20033047.
  • Marsh, Bill (1 June 2012). „Are We in the Midst Of a Sixth Mass Extinction?“. The New York Times Sunday Review: Opinion Page. ციტირების თარიღი: 18 October 2012.
  • (1967) Pleistocene Extinctions: The Search for a Cause. New Haven: Yale University Press. ISBN 978-0-300-00755-8. 
  • McCallum, Malcolm L. (2015). „Vertebrate biodiversity losses point to sixth mass extinction“. Biodiversity and Conservation. 24 (10): 2497–2519. doi:10.1007/s10531-015-0940-6.
  • Newman, Lenore (2019). Lost Feast: Culinary Extinction and the Future of Food. ECW Press. ISBN 978-1770414358. 
  • Nihjuis, Michelle (23 July 2012). „Conservationists Use Triage to Determine Which Species to Save and Not“. Scientific American.
  • Oakes, Ted (2003). Land of Lost Monsters: Man Against Beast – The Prehistoric Battle for the Planet. Hylas Publishing. ISBN 978-1-59258-005-7. 
  • Steadman, D. W. (1995). „Prehistoric extinctions of Pacific island birds: biodiversity meets zooarchaeology“. Science. 267 (5201): 1123–1131. Bibcode:1995Sci...267.1123S. doi:10.1126/science.267.5201.1123. PMID 17789194. მითითებულია ერთზე მეტი |author= და |last= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Steadman, D. W.; Martin, P. S. (2003). „The late Quaternary extinction and future resurrection of birds on Pacific islands“. Earth-Science Reviews. 61 (1–2): 133–147. Bibcode:2003ESRv...61..133S. doi:10.1016/S0012-8252(02)00116-2.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Wiens, John J. (December 2016). „Climate-Related Local Extinctions Are Already Widespread among Plant and Animal Species“. PLOS Biology. 14 (12): e2001104. doi:10.1371/journal.pbio.2001104. hdl:10150/622757. PMID 27930674.
  • Leakey, Richard and Roger Lewin, 1996, The Sixth Extinction: Patterns of Life and the Future of Humankind, Anchor, ISBN 0-385-46809-1
  • Leakey Lewin, La sixième extinction, Evolution et catastrophes, Flammarion (1997), ISBN 2-08-081426-5, traduction française du précédent.
  • Martin, P.S. & Wright, H.E. Jr., eds., 1967. Pleistocene Extinctions: The Search for a Cause. Yale University Press, New Haven, 440 pp., ISBN 0-300-00755-8
  • Oakes, Ted, Kear, Amanda, Bates, Annie, Holmes, Kathryn, 2003, Monsters we met. Man's prehistoric battle for the planet, BBC Worldwide Ltd., Woodlands, ISBN 1-59258-005-X
  • Pielou, E. C., 1991, After the Ice Age: the return of life to glaciated North America, University Of Chicago Press, ISBN 0-226-66811-8
  • Steadman, D.W., 1995. Prehistoric extinctions of Pacific island birds: biodiversity meets zooarchaeology. Science 267, 1123–1131.
  • Steadman, D.W., Martin, P.S., 2003. The late Quaternary extinction and future resurrection of birds on Pacific islands. Earth-Science Reviews 61, 133–147

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ripple WJ, Wolf C, Newsome TM, Galetti M, Alamgir M, Crist E, Mahmoud MI, Laurance WF (13 November 2017). „World Scientists' Warning to Humanity: A Second Notice“ (PDF). BioScience. 67 (12): 1026–1028. doi:10.1093/biosci/bix125. ციტატა: „Moreover, we have unleashed a mass extinction event, the sixth in roughly 54“
  2. 2.0 2.1 Ceballos, Gerardo; Ehrlich, Paul R. (8 June 2018). „The misunderstood sixth mass extinction“. Science. 360 (6393): 1080–1081. Bibcode:2018Sci...360.1080C. doi:10.1126/science.aau0191. OCLC 7673137938. PMID 29880679. მითითებულია ერთზე მეტი |author2= და |last2= (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Dirzo, Rodolfo; Young, Hillary S.; Galetti, Mauro; Ceballos, Gerardo; Isaac, Nick J. B.; Collen, Ben (2014). „Defaunation in the Anthropocene“ (PDF). Science. 345 (6195): 401–406. Bibcode:2014Sci...345..401D. doi:10.1126/science.1251817. PMID 25061202. ციტატა: „In the past 500 years, humans have triggered a wave of extinction, threat, and local population declines that may be comparable in both rate and magnitude with the five previous mass extinctions of Earth’s history.“
  4. Hollingsworth, Julia (June 11, 2019). „Almost 600 plant species have become extinct in the last 250 years“. CNN. ციტირების თარიღი: January 14, 2020. ციტატა: „The research -- published Monday in Nature, Ecology & Evolution journal -- found that 571 plant species have disappeared from the wild worldwide, and that plant extinction is occurring up to 500 times faster than the rate it would without human intervention.“
  5. Pimm, Stuart L.; Russell, Gareth J.; Gittleman, John L.; Brooks, Thomas M. (1995). „The Future of Biodiversity“. Science. 269 (5222): 347–350. Bibcode:1995Sci...269..347P. doi:10.1126/science.269.5222.347. PMID 17841251.
  6. Lawton, J. H.; May, R. M. (1995). „Extinction Rates“. Journal of Evolutionary Biology. 9: 124–126. doi:10.1046/j.1420-9101.1996.t01-1-9010124.x.
  7. De Vos, Jurriaan M.; Joppa, Lucas N.; Gittleman, John L.; Stephens, Patrick R.; Pimm, Stuart L. (2014-08-26). „Estimating the normal background rate of species extinction“ (PDF). Conservation Biology (ესპანური). 29 (2): 452–462. doi:10.1111/cobi.12380. ISSN 0888-8892. PMID 25159086.
  8. Teyssèdre, A. (2004). „Biodiversity and Global Change“, Towards a sixth mass extinction crisis?. Paris: ADPF. ISBN 978-2-914-935289. 
  9. 9.0 9.1 Darimont, Chris T.; Fox, Caroline H.; Bryan, Heather M.; Reimchen, Thomas E. (21 August 2015). „The unique ecology of human predators“. Science. 349 (6250): 858–860. Bibcode:2015Sci...349..858D. doi:10.1126/science.aac4249. ISSN 0036-8075. PMID 26293961.
  10. Wake, David B.; Vredenburg, Vance T. (2008-08-12). „Are we in the midst of the sixth mass extinction? A view from the world of amphibians“. Proceedings of the National Academy of Sciences (ინგლისური). 105 (Supplement 1): 11466–11473. doi:10.1073/pnas.0801921105. ISSN 0027-8424. PMID 18695221.
  11. 11.0 11.1 11.2 Ceballos, Gerardo; Ehrlich, Paul R.; Dirzo, Rodolfo (23 May 2017). „Biological annihilation via the ongoing sixth mass extinction signaled by vertebrate population losses and declines“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 114 (30): E6089–E6096. doi:10.1073/pnas.1704949114. PMID 28696295. ციტატა: „Much less frequently mentioned are, however, the ultimate drivers of those immediate causes of biotic destruction, namely, human overpopulation and continued population growth, and overconsumption, especially by the rich. These drivers, all of which trace to the fiction that perpetual growth can occur on a finite planet, are themselves increasing rapidly.“
  12. Cockburn, Harry (March 29, 2019). „Population explosion fuelling rapid reduction of wildlife on African savannah, study shows“. The Independent. ციტირების თარიღი: April 1, 2019. ციტატა: „Encroachment by people into one of Africa’s most celebrated ecosystems is “squeezing the wildlife in its core”, by damaging habitation and disrupting the migration routes of animals, a major international study has concluded.“
  13. Plumer, Brad (May 6, 2019). „Humans Are Speeding Extinction and Altering the Natural World at an 'Unprecedented' Pace“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 6, 2019. ციტატა: „“Human actions threaten more species with global extinction now than ever before,” the report concludes, estimating that “around 1 million species already face extinction, many within decades, unless action is taken.”“
  14. Staff (May 6, 2019). „Media Release: Nature's Dangerous Decline 'Unprecedented'; Species Extinction Rates 'Accelerating'. Intergovernmental Science-Policy Platform on Biodiversity and Ecosystem Services. ციტირების თარიღი: May 6, 2019.
  15. „World is 'on notice' as major UN report shows one million species face extinction“. UN News. May 6, 2019. ციტირების თარიღი: January 8, 2020.
  16. MOLINA eustoquio (2008) http://wzar.unizar.es/perso/emolina/pdf/Molina2008IFC.pdf
  17. 17.0 17.1 Pimm, S. L.; Jenkins, C. N.; Abell, R.; Brooks, T. M.; Gittleman, J. L.; Joppa, L. N.; Raven, P. H.; Roberts, C. M.; Sexton, J. O. (30 May 2014). „The biodiversity of species and their rates of extinction, distribution, and protection“ (PDF). Science. 344 (6187): 1246752. doi:10.1126/science.1246752. PMID 24876501. ციტატა: „The overarching driver of species extinction is human population growth and increasing per capita consumption.“
  18. Williams, Mark; Zalasiewicz, Jan; Haff, P. K.; Schwägerl, Christian; Barnosky, Anthony D.; Ellis, Erle C. (2015). „The Anthropocene Biosphere“. The Anthropocene Review. 2 (3): 196–219. doi:10.1177/2053019615591020.
  19. 19.0 19.1 Vignieri, S. (25 July 2014). „Vanishing fauna (Special issue)“. Science. 345 (6195): 392–412. doi:10.1126/science.345.6195.392. PMID 25061199.
  20. Sandom, Christopher; Faurby, Søren; Sandel, Brody; Svenning, Jens-Christian (4 June 2014). „Global late Quaternary megafauna extinctions linked to humans, not climate change“. Proceedings of the Royal Society B. 281 (1787): 20133254. doi:10.1098/rspb.2013.3254. PMID 24898370.
  21. Smith, Felisa A.; et al. (April 20, 2018). „Body size downgrading of mammals over the late Quaternary“. Science. 360 (6386): 310–313. doi:10.1126/science.aao5987. PMID 29674591.
  22. Human Population Growth and Extinction. Center for Biological Diversity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: 2020-05-19.
  23. 23.0 23.1 23.2 Ruddiman, W.F. (2009). „Effect of per-capita land use changes on Holocene forest clearance and CO2 emissions“. Quaternary Science Reviews. 28 (27–28): 3011–3015. Bibcode:2009QSRv...28.3011R. doi:10.1016/j.quascirev.2009.05.022.
  24. 24.0 24.1 Ruddiman, W. F. (2003). „The anthropogenic greenhouse gas era began thousands of years ago“ (PDF). Climatic Change. 61 (3): 261–293. CiteSeerX 10.1.1.651.2119. doi:10.1023/b:clim.0000004577.17928.fa. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2006-09-03. ციტირების თარიღი: 2020-05-19. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  25. Measuring extinction, species by species (2008-11-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2010-05-20.
  26. Dawson, Ashley (2016). Extinction: A Radical History. OR Books, გვ. 41. ISBN 978-1-944869-01-4.  დაარქივებული 2016-09-17 საიტზე Wayback Machine.
  27. Perry, George L. W.; Wheeler, Andrew B.; Wood, Jamie R.; Wilmshurst, Janet M. (2014-12-01). „A high-precision chronology for the rapid extinction of New Zealand moa (Aves, Dinornithiformes)“. Quaternary Science Reviews. 105: 126–135. Bibcode:2014QSRv..105..126P. doi:10.1016/j.quascirev.2014.09.025.
  28. 28.0 28.1 Crowley, Brooke E. (2010-09-01). „A refined chronology of prehistoric Madagascar and the demise of the megafauna“. Quaternary Science Reviews. Special Theme: Case Studies of Neodymium Isotopes in Paleoceanography. 29 (19–20): 2591–2603. Bibcode:2010QSRv...29.2591C. doi:10.1016/j.quascirev.2010.06.030.
  29. 29.0 29.1 29.2 Kolbert, Elizabeth (2014). The Sixth Extinction: An Unnatural History. New York City: Henry Holt and Company. ISBN 978-0805092998. 
  30. Carrington, Damian (May 21, 2018). „Humans just 0.01% of all life but have destroyed 83% of wild mammals – study“. The Guardian. ციტირების თარიღი: May 25, 2018.
  31. Bar-On, Yinon M; Phillips, Rob; Milo, Ron (2018). „The biomass distribution on Earth“. Proceedings of the National Academy of Sciences. 115 (25): 6506–6511. doi:10.1073/pnas.1711842115. PMID 29784790.
  32. Cruzten, P. J. (2002). „Geology of mankind: The Anthropocene“. Nature. 415 (6867): 23. Bibcode:2002Natur.415...23C. doi:10.1038/415023a. PMID 11780095.
  33. 33.0 33.1 33.2 Tollefson, Jeff (2011-03-25). „The 8,000-year-old climate puzzle“. Nature News. doi:10.1038/news.2011.184.
  34. Lynch, Patrick. (15 December 2011) Secrets from the past point to rapid climate change in the future. NASA's Earth Science News Team. ციტირების თარიღი: 2 April 2016
  35. North American Extinctions v. World. ციტირების თარიღი: 2016-01-31
  36. Steadman, D. W.; Martin, P. S. (2003). "The late Quaternary extinction and future resurrection of birds on Pacific islands". Earth-Science Reviews. 61 (1–2): 133–147. Bibcode:2003ESRv...61..133S. doi:10.1016/S0012-8252(02)00116-2.
  37. Steadman, D. W. (1995). "Prehistoric extinctions of Pacific island birds: biodiversity meets zooarchaeology". Science. 267 (5201): 1123–1131. Bibcode:1995Sci...267.1123S. doi:10.1126/science.267.5201.1123. PMID 17789194.
  38. „Australian endangered species list“. Australian Geographic (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-04.
  39. Burney, David A; Burney, Lida Pigott; Godfrey, Laurie R; Jungers, William L; Goodman, Steven M; Wright, Henry T; Jull, A J Timothy (2004-07-01). „A chronology for late prehistoric Madagascar“. Journal of Human Evolution. 47 (1–2): 25–63. doi:10.1016/j.jhevol.2004.05.005. PMID 15288523.
  40. 40.0 40.1 Kolbert, Elizabeth (2014-12-22). „The Big Kill“. The New Yorker. ISSN 0028-792X. ციტირების თარიღი: 2016-02-25.
  41. Elias, S. A.; Schreve, D. C. (2013). „Late Pleistocene Megafaunal Extinctions“, Vertebrate Records, 2nd, Encyclopedia of Quaternary Science, Amsterdam: Elsevier, გვ. 700–711. 
  42. Mann, Daniel H.; Groves, Pamela; Reanier, Richard E.; Gaglioti, Benjamin V.; Kunz, Michael L.; Shapiro, Beth (2015). „Life and extinction of megafauna in the ice-age Arctic“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 112 (46): 14301–14306. Bibcode:2015PNAS..11214301M. doi:10.1073/pnas.1516573112. PMID 26578776.