ახალი ბაბილონის სამეფო
ახალი ბაბილონის სამეფო (ასევე ნეო-ბაბილონური იმპერია; ძვ.წ. 626 - ძვ.წ. 539) — მესოპოტამიური პერიოდი, რომელიც მოიცავს ძვ. წ. 626 — ძვ. წ. 539 წლებს.[1] სამი საუკუნის განმავლობაში ბაბილონიას აქადელი სფიქერები და ჩრდილოელი მეზობლები ასურელები მართავდნენ. ერთი წლის შემდეგ უკანასკნელი ძლიერი ასურელი მეფის ასურბანიფალის გარდაცვლების შემდეგ იმპერიას სათავეში ქალდეელი მეფე ნაბოფალასარი ჩაუდგა. მიდიელებთან გაერთიანებით ძვ. წ. 612 წელს დაიპყრეს ნინევია, ხოლო იმპერიის დედაქალაქი ისევ ბაბილონი გახდა. ამ პერიოდში გაუმჯობესდა ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა, განვითარდა არქიტექტურა, ხელოვნება და მეცნიერება.
ახალი ბაბილონის სამეფო | |||||
იმპერია გაუქმდა | |||||
| |||||
გერბი | |||||
ნეო-ბაბილონური იმპერიის რუკა
| |||||
დედაქალაქი | ბაბილონი | ||||
ენები | აქადური, არამეული | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
მეფე | |||||
- | ძვ.წ. 626 – 605 | ნაბოპალასარი | |||
- | ძვ.წ. 604 – 562 | ნაბუქოდონოსორ II | |||
- | ძვ.წ. 562 – 560 | ამელ-მარდუქი | |||
- | ძვ.წ. 560 – 556 | ნერიგლისარი | |||
- | ძვ.წ. 556 – 556 | ლაბაშ-მარდუქი | |||
- | ძვ.წ. 556 – 539 | ნაბონიდი | |||
- | ძვ.წ. 539 – 529 | კიროს II დიდი | |||
თანახელმწიფე | |||||
- | ძვ.წ. 549 – 538 | ბალთაზარი | |||
ისტორიული ერა | რკინის ხანა | ||||
- | დამოუკიდებლობა ასურეთისგან | ძვ.წ. 626 | |||
- | ოპისის ბრძოლა | ძვ.წ. 539 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ერაყი ქუვეითი სირია თურქეთი ეგვიპტე საუდის არაბეთი იორდანია ირანი ლიბანი ისრაელი კვიპროსი პალესტინის ტერიტორიები |
ნეო-ბაბილონური პერიოდი მთავრდება მეფე ნაბონიდის მეფობის შემდეგ ძვ.წ. 539 წელს. ამ დროისთვის სპარსეთი საგრძნობლად გაძლიერდა და საბოლოოდ კიროს დიდმა ნეო-ბაბილონიაზე დომინირება გამოაცხადა.
ისტორიული ფონი
რედაქტირებაზოგადად, ბაბილონს გამორჩეულის სტატუსი ჰქონდა ასურეთის მმართველობის დროს. ასურელებმა შეინარჩუნეს ბაბილონელების ერთგულება ნეო-ასურული პერიოდის დროს, რაც გამოწვეული იყო ბაბილონისთვის მომატებული პრივილეგიებით.
ძველი ტრადიციების აღორძინება
რედაქტირებამას შემდეგ რაც ბაბილონმა დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ნეო-ბაბილონელ მმართველებს ღრმად ჰქონდათ გათვითცნობიერებული მათი მემკვიდრეობის სიძველე და დევნიდნენ არქი-ტრადიციონალისტურ პოლიტიკას, აღადგინეს მათი უძველესი შუმერო-აქადური კულტურა. არამეული ენა მათი ყოველდღიური ენა გახდა, აქადური ენა აღადგინეს, როგორც ადმინისტრაციისა და კულტურის ენა. აქადურ წარწერებში გამოყენებული იყო არამეული გამოთქმები, ასევე იყენებდნენ დიდი ხნის წინ დავიწყებულს სიტყვებს შუმერული ენიდან. ნეო-ბაბილონური ლურსმული დამწერლობა ასევე შეიცვალა, იგი უფრო მეტად ჰგავდა ძვ. წ. III ათასწლეულის აქადურ ხელნაწერს.
ანტიკურ ნამუშევრებს ძველი აყვავებული პერიოდიდან, ნეო-ბაბილონურ იმპერიაში პატივისცემით ეპყრობოდნენ და გულმოდგინედ იცავდნენ. მაგალითად, როდესაც სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს სარგონ აქადელის ძეგლი, მის გარშემო ტაძარი ააგეს. არსებობს ისტორიაც რომლის თანახმადაც ნაბუქოდონოსორ II დიდი ძალისხმევით ცდილობდა ტაძრის აღდგენას სიფარიში. ნეო-ბაბილონელებმა ასევე აღადგინეს ძველი სარგონიდური ადათი, რომლის თანახმადაც სამეფო ოჯახის წევრი ქალიშვილი მსახურობდა როგორც მთვარის ღმერთ სინის მღვდლის ცოლი.
კულტურა და ეკონომიკური ცხოვრება
რედაქტირებაჩვენ ნეო-ბაბილონელების დროს მესოპოტამიურ კულტურასა და ეკონომიკურ ცხოვრებაზე ბევრად უფრო მეტი ვიცით, ვიდრე იმპერიის ადმინისტრაციის სტრუქტურასა და მექანიკაზე. ნათელია ის ფაქტი, რომ ნეო-ბაბილონელების პერიოდი მესოპოტამიისათვის რენესანსი იყო. ამ გახდა მიწის დიდი ნაწილი ღია და დაიწყო მისი დამუშავება. მშვიდობა და იმპერიის სიძლიერე ქმნიდა რესურსებს, რაც სარწყავი სისტემების გაფართოების საშუალებას იძლეოდა, შენდებოდა ვრცელი სარწყავი სისტემები. ბაბილონიის ქალაქგარე სოფლებში დომინირებდა დიდრონი მამულები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ანაზღაურების სახით ეძლეოდათ. ამ მამულებს მცირე მეწარმეები მართავდნენ და შემდეგ მოგებიდან გარკვეულ ნაწილს იღებდნენ. ამით სოფლის მაცხოვრებლებს სამუშაოც გააჩნდათ და მიწის მფლობელებსაც უხდიდნენ ქირას.
ქალაქური ცხოვრება ყვაოდა ნეო-ბაბილონიაში. ქალაქებს გააჩნდათ ადგილობრივი ავტონომია და იღებდნენ გარკვეულ პრივილეგიებს მეფისგან. ქალაქებს ქააჩნდათ საკუთარი სასამართლოები, სხვადასხვა საკითხებს ხშირად განიხილავდნენ და წყვეტდნენ კრებებზე. თავისუფალი მუშახელი, როგორებიც იყვნენ ხელოსნები სარგებლობდნენ მაღალი სტატუსით, დროთა განმავლობაში მათ კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების ძალაც მიეცათ. ამ პერიოდში გაუმჯობესდა ეკონომიკური ცხოვრება, გაიზარდა სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული პროდუქტი და მნიშვნელოვანი წინსვლა იყო არქეტექტურაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
ნეო-ბაბილონური დინასტია
რედაქტირებაბაბილონიის XI დინასტია (ნეო-ბაბილონია)
- ნაბოპალასარი (ძვ.წ. 626 – ძვ.წ. 605)
- ნაბუქოდონოსორ II (ძვ.წ. 604 – ძვ.წ. 562)
- ამელ-მარდუქი (ძვ.წ. 562 – ძვ.წ. 560)
- ნერიგლისარი (ძვ.წ. 560 – ძვ.წ. 556)
- ლაბაშ-მარდუქი (ძვ.წ. 556 – ძვ.წ. 556)
- ნაბონიდი (ძვ.წ. 556 – ძვ.წ. 539)
ნაბოპალასარი (ძვ.წ. 626 – ძვ.წ. 605)
რედაქტირებაძვ.წ. 627 წელს ასურბანიფალის გარდაცვალების შემდეგ ასურეთის იმპერიამ დაშლა დაიწყო, რისი მიზეზიც იმპერიაში არსებული შიდა არეულობები იყო. ასურელი გენერალი სინ-შუმ-ლიშირი აჯანყდა და ბაბილონის წართმევა სცადა, თუმცა იგი მალევე გამოაძევეს ასურეთის არმიის დახმარებით, როგორც ცნობილია ასურეთის არმია მეფე აშურ-ეტელ-ილანის ერთგული იყო. მოგვიანებით ბაბილონი ასურბანიფალის კიდევ ერთმა ვაჟმა სინშარიშკუნიმ დაიკავა და თავი მეფედ გამოაცხადა. სინშარიშკუნის მეფობამ დიდხან ვერ გასტანა, ბაბილონელები აჯანყდნენ ქალდეველთა ტომის დახმარებით, რომელთაც ნაბოპალასარი მეთაურობდა. ნაბოპალასარმა ხელთიგდო სამეფო ტახტი და ნეო-ბაბილონური დინასტიაც დაიბადა. ნაბოპალასარმა მომდევნო სამი წელი უშფოთველად გაატარა, იგი ბაბილონში საკუთარ ძალაუფლებას ანმტკიცებდა, რა დროსაც სამხრეთ შუამდინარეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა მეფე აშურ-ეტელ-ილანისა და მის ძმას შინ-შარ-იშკუნის შორის.
ძვ.წ. 623 წელს ნიპურთან გამართულ ბრძოლაში შინ-შარ-იშკუნიმ თავის ძმა მეფე აშურ-ეტელ-ილანი მოკლა და სამეფო ტახტსაც დაეპატრონა, რის შემდეგაც ნაბოპალასარის მმართველობის დასრულება და ბაბილონის დაბრუნება განიზრახა. მომდევნო შვიდი წლის მანძილზე ნაბოპალასარი ასურეთის შემოტევებს იგერიებდა, ძვ.წ. 616 წლისთვის ის ისევ აკონტროლებდა სამხრეთ მესოპოტამიას (სამხრეთ შუამდინარეთს). ამ დროს ასურეთში ისევ მძვინვარებდა შიდა არეულობები, ასურეთმა დაკარგა კონტროლი კოლონიებზე, რომლებმაც მოიპოვეს უპირატესობა სხვადასხვა საკითხებში, რამაც მათ თავისუფლება მოუტანა.
ძვ.წ. 616 წელს ნაბოპალასარმა საკუთარი არმიით აშურსა და არაფას ალყა შემოარტყა, თუმცა დამარცხდა. ნაბოპალასარმა ასურეთის სხვა მორჩილებთან მიდიელებთან, სპარსელებთან, ელამებთან და სკვითებთან ალიანსი შექმნა. ძვ.წ. 614 და 615 წლებში შეუტიეს აშურსა და არაფას, რის შედეგადაც ორივე ქალაქი დაეცა. ძვ.წ. 613 წლისთვის ასურეთი ჯერ კიდევ იგერიებდა ბაბილონისა და მიდიის შემოტევებს. თუმცა ძვ.წ. 612 წელს ნაბოპალასარი და მიდიელების მეფე კიაკსარი სათავეში ჩაუდგნენ კოალიციის არმიას, რომელშიც ერთიანდებოდნენ ბაბილონელები, მიდიელები, სკვითები და კიმერიელები, ერთიანი ძალებით მათ შეუტიეს ნინევიას, ალყამ სამ თვეს გასტანა, საბოლოოდ კი ქალაქი დაეცა. ამის შემდეგ უკვე ბაბილონი აკონტროლებდა ასურეთს, ასევე აკონტროლებდა ასურეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ კოლონიებს.
ასურელი გენერალი აშურუბალიტ II გახდა ასურეთის მეფე და ახალ დედაქალაქად ჰარანი გამოაცხადა. ნაბოპალასარმა და მისმა მოკავშირეებმა აშურუბალიტ II-ს ქალაქ ჰარანში ალყა შემოარტყეს და ძვ.წ. 608 წელს ქალაქი აიღეს. ამის შემდეგ აშურუბალიტ II გაქრა.
ეგვიპტელები ფარაონ ნეხო II-ის დროს ძვ.წ. 609 წელს შემოიჭრნენ ახლო აღმოსავლეთში, რათა ასურელ მმართველებს დახმარებოდნენ, თუმცა მათი დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა. ნაბოპალასარმა საკუთარი მეფობის ბოლო წლების მანძილზე (მის ვაჟთან და მომავალ მეფე ნაბუქოდონოსორ II-სთან ერთად) ეგვიპტელების სირიიდან, მცირე აზიიდან, ჩრდილოეთ არაბეთიდან და ისრაელიდან განდევნას ცდილობდა. ნაბუქოდონოსორ II-მ დაამტკიცა, რომ იყო ნიჭიერი და ენერგიული ლიდერი, სწორედ მან მოახერხა ეგვიპტელებისა და მათი მოკავშირების დამარცხება ძვ.წ. 605 წელს ქარხემიშის ბრძოლაში.
ნაბუქოდონოსორ II (ძვ.წ. 604 – ძვ.წ. 562)
რედაქტირებანაბუქოდონოსორ II მისი მამის ნაბოპალასარის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბაბილონის მეფე. ნაბუქოდონოსორი იყო ქალაქების მფარველი და მათი მშენებელი. მან ბაბილონის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი აღადგინა. სწორედ მისი მშენებლობებით გახდა ბაბილონი ლამაზი და ლეგენდარული. მისი ქალაქი სამ კვადრატულ მილზე იყო განფენელი, რომელსაც გარს თხრილები და ორმაგი კედელი ეკრა. მდინარე ევფრატი ქალაქის ცენტრს მიუყვებოდა, მდინარეზე კი ლამაზე ქვის ხიდი იყო აშენებული. ქალაქის ცენტრში მდებარეობდა ზიქურათი, რომელსაც ეტემენანკი, "საზღვრის სახლი ზეცასა და დედამიწას შორის" ერქვა, მოგვიანებით მას მარდუქის ტაძარი დაერქვა.
ამელ-მარდუქი (ძვ.წ. 562 – ძვ.წ. 560)
რედაქტირებაამელ-მარდუქი იყო ნაბუქოდონოსორ II-ის შვილი და შთამომავალი. მან მხოლოდ ორი წლის მანძილზე იმეფა (ძვ.წ. 562 – ძვ.წ. 560). მეფეების ბიბლიური წიგნის თანახმად, მან შეიწყალა და გაათავისუფლა იეხონია, იუდეველთა მეფე, რომელიც ბაბილონში 37 წლის მანძილზე იყო პატიმარი. სავარაუდოდ, ამით ამელ-მარდუქი ცდილობდა მისი მამის პოლიტიკის შეცვლას, აბელი მისმა სიძემ ნერიგლისარმა მოკლა.
ნერიგლისარი (ძვ.წ. 560 – ძვ.წ. 556)
რედაქტირებანერიგლისარი იყო სტაბილური და მტკიცე მმართველი, რაზეც მეტყველებს მის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი სამუშაოები, აღდგენილი ტაძრები და ა.შ. მან ასევე ჩაატარ წარმატებული სამხედრო კამპანია კილიკიაში, რომელიც ემუქრებოდა ბაბილონის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ნერიგლისარმა მხოლოდ ორი წელი იმეფა, იგი მისმა ახალგაზრდა ვაჟმა ლაბაშ-მარდუქიმ ჩაანაცვლა. ასევე უცნობია ნერიგლისარი ქალდეველთა ტომის წევრი იყო თუ ქალაქ ბაბილონის მკვიდრი.
ლაბაშ-მარდუქი (ძვ.წ. 556 – ძვ.წ. 556)
რედაქტირებალაბაშ-მარდუქი იყო ნერიგლისარის შვილი და ბაბილონის მეფე, რომელიც მეფობდა ძვ.წ. 556 წელს. ლაბაშ-მარდუქიმ საკუთარი მამა ოთხ წლიანი მმართველობის შემდეგ ჩაანაცვლა, რა დროსაც ლაბაშ-მარდუქი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მისი გამეფებიდან ცხრა თვის შემდეგ ახალგაზრდა მეფე შეთქმულებით მოკლეს. ლაბაშის შთამომავლად და შემდგომ მეფედ კი ნაბონიდი აირჩიეს.
ნაბონიდი (ძვ.წ. 556 – ძვ.წ. 539)
რედაქტირებანაბონიდი იყო ბაბილონის მეფე, მაგრამ ის ქალდეელი არ იყო, ნაბონიდი ასურეთის ქალაქ ჰარანიდან იყო. წარწერებში თავად ნაბონიდი ამბობს, რომ იგი არის უმნიშვნელო წარმოშობის.[2] აგრეთვე, მისი დედა ადა-გუპი,[3] შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰარანში აქადელთა მთვარის ღმერთის სინის ტაძართან. ნაბონიდის დედის წარწერებში არ არის მოცემული ინფორმაცია მის წამომავლობასთან დაკავშირებით. მისი მამა კი ნაბუ-ბალაცუ-იქბი (აქად: Nabû-balatsu-iqbi) იყო თემთა პალატის წევრი.[4]
დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად იმპერიას მისი ვაჯი პრინცი ბალთაზარი მართავდა. ის იყო კარგი ჯარისკაცი, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი. ამ ყველაფერმა კი მას მოუტანა არაპოპულარობა, განსაკუთრებით სასულიერო და სამხედრო კლასებში.[5] მარდუქის მლოცველებს სძულდათ ნაბონიდი, რადგან მან აკრძალა მარდუქის კულტი, სამაგიეროდ მან უფრო დააწინაურა მთვარის ღმერთის სინის კულტი.[6][7] კიროს II დიდი თავს მხსნელად განასახიერებდა, ის თვლიდა, რომ მარდუქმა იგი სამართლისა და წესრიგის აღსადგენად აირჩია.[8]
აღმოსავლეთით სპარსელების ძალა იზრდებოდა, კიროს II დიდი თვით ბაბილონშიც კი იყო პოპულარული ნაბონიდისგან განსხვავებით.[9][10]
ნაბონიდის რელიგიური გაგება ნეგატიური იმიჯით არის შემონახული ებრაულ ლიტერატურაში, მაგალითად ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებში.[11] თუმცა ამ იმიჯზე ფიქრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ებრაელები საწყის ეტაპზე სპარსელებს ისე მიეგებნენ როგორც განმათავისუფლებლებს. კიროსმა გადასახლებაში მყოფი ებრაელები ბაბილონის ტყვეობიდან უკან ისრაელში დააბრუნა.[12] ასევე ებრაელები არასდროს აჯანყებულან სპარსელი ოკუპანტების წინააღმდეგ[13], თუმცა ურჩობა გამოიჩინეს დარიოს I-ის და არტაქსერქსე I-ის მმართველობის დროს, მაგრამ ეს ურჩობა არც თუ ისე მძლავრი იყო, მან იარაღის გარეშე ჩაიარა და სადამსჯელო ოპერაციები არ მოჰყოლია სპარსეთის მთავრობის მხრიდან.
აქემენიდები და ბაბილონის შემდგომი მმართველები
რედაქტირებამიდიელები, სპარსელები, მანაელები და მათ შორის სხვებიც იყვნენ ინდოევროპელი ხალხი, რომლებიც შემოვიდნენ რეგიონში (დღეს ცნობილია როგორც ირანი) ძვ.წ. 1000 წელს სამხრეთ რუსეთისა და კავკასიის მთების სტეპებიდან. მათი ჩამოსვლიდან პირველი სამასი ოთხასი წლის მანძილზე ისინი ემორჩილებოდნენ ნეო-ასურულ იმპერიას და ხარკს უხდიდნენ ასურელ მეფეებს. მაგრამ ასურბანიფალის გარდაცვალების შემდეგ მათ საკუთარი თავის დაცვა დაიწყეს, ამის გამო მიდიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაში ასურეთის დაცემაში.
საწყის ეტაპზე სპარსეთი ემორჩილებოდა მიდიას. მიუხედავად ამისა, სპარსელთა აქემენიანი მეფე კიროსი, მიდიის მეფე ასტიაგეს ეკბატანაში აუჯანყდა. მეფე ასტიაგეს აჯანყების დროს საკუთარმა არმიამ უღალატა, კიროსმა კი საკუთარი თავი ყველა ირანელი ხალხის, ასევე ელამელებისა და გუტიელი ხალხის მეფედ გამოაცხადა.
სპარსული მმართველობის დასასრული
რედაქტირებაძვ.წ. 332 წლამდე, სანამ ალექსანდრე დიდი დაიპყრობდა სპარსეთს, ბაბილონი სატახტო ქალაქი იყო. მისი გარდაცალების შემდეგ, ბაბილონი სელევკიდების იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო სელევკიდების იმპერიის ახალი დედაქალაქი სელევკია მდინარე ტიგრიზე აშენდა, ბაბილონიდან 40 მილის მოშორებით. ქალაქის დაარსების შემდეგ სელევკიდების იმპერიის მეფემ სელევკე I ნიკატორიმ, ბაბილონის მოსახლეობას საცხოვრებლად სელევკიაში გადასვლა უბრძანა, ქალაქი ბაბილონი კი ნელ-ნელა ეცემოდა. ქალაქი ბაბილონი გადარჩენას ახალი წელთაღრიცხვის მე-2 ან მე-3 საკუნემდე განაგრძობდა. მიმდებარე ქალაქი კი განვითარდა და დღეს იგი ქალაქი ჰილაა, რომელიც ბაბილის გუბერნიაში, ერაყში მდებარეობს.
მოგვიანებით ბაბილონი პართიის სამეფოს მმართველობის ქვეშ მოექცა, შემდგომ კი მას სასანიანები მართავდნენ 640 წლამდე, სანამ ისლამური რაშიდუნის სახალიფო დაიპყრობდა. ბაბილონს კი ისევ ჰყავდა საკუთარი კულტურა და ხალხი, რომელებიც არამეული ენის სხვადასხვა ვარიანტებზე საუბრობდნენ და საკუთარ ქვეყანად ბაბილონსა და ურუქს ასახელებდნენ. მათი კულტურა გვხვდება როგორც ბაბილონურ წინასწარმეტყველება მანიში, ისე მანდეისტურ რეგილიაში. 1-ლი და მე-2 საუკუნეებიდან ბაბილონელებმა და ასურელებმა ქრისტიანული სარწმუნოების მიღება დაიწყეს, 17 საუკუნემდე კი ბაბილონის პროვინციები აღმოსავლეთის ეკლესიის საეპისკოპოსოებად ითვლებოდა. ნეო-არამეულ ენაზე მოსაუბრე ხალხი დღეს უმცირესობაშია და ისინი ჩრდილოეთ ერაყში ცხოვრობენ. მიუხედავად უმცეროსობაში ყოფნისა, ასურელები ისევ ქრისტიანებად დარჩნენ თუმცა როგორც ცნობილია მათი უმეტესობა მოკლულ იქნა. მეცხრე საუკუნისთვის ბაბილონის რეგიონი აბასიანთა სახალიფოს მთავარი რეგიონი იყო, რის გამოც არაბული ენა ბაბილონის მთავარ ენად იქცა.
გალერეა
რედაქტირება-
გრავიურა ონიქსის ქვაზე და წარწერა ნაბუქოდონოსორ II
-
ნაბონიდის გამოსახულება სტელაზე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბაბილონის იმპერიის პერიოდები დაარქივებული 2013-09-06 საიტზე Wayback Machine.
- ნეო-ბაბილონური იმპერია დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ძველი მესოპოტამია
- ნეო-ბაბილონელები დაარქივებული 2013-09-06 საიტზე Wayback Machine.
- ნეო-ბაბილონია მოკლე ცნობები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თელი ორნანი, სიმბოლოს ტრიუმფი: შუამდინარეთის ღვთაებისა და ბიბლიური სურათის ფერწერული წარმოდგენა (გიოტინგენი: ფრიბურის პრესის აკადემია, 2005)
- ↑ მ. ჰეინზი და მ.ჰ. ფელდმენი, პოლიტიკური ძალის წარმოდგენები: ახლო აღმოსავლეთში ისტორიული დროში წესრიგის შეცვლა და მიღება. გამომცემელი: Winona Lake IN: Eisenbrauns, 2007.
- ↑ ჯონ ოუტსი,ბაბილონი. გამომცემელი: Thames & Hudson, 1986. გვერდი: 132
- ↑ ჯორჯ რუქსი, ანტიკური ერაყი, 3rd ed., გამომცემელი: Penguin Books Ltd. ლონდონი, 1991. გვერდი: 381
- ↑ ჯონ ჰეივუდი, პინგვინის ანტიკური ცივილიზაციის ისტორიული ატლასი. გამომცემელი: Penguin Books Ltd. ლონდონი, 2005. გვერდი: 49
- ↑ ა.თ. ოლმსტიდი, სპარსეთის იპერიის ისტორია. გამომცემელი: Univ. of Chicago Press, 1948. გვერდი: 38
- ↑ ჯონ ოუტსი,ბაბილონი. გამომცემელი: Thames & Hudson, 1986. გვერდი: 133
- ↑ ჯორჯ რუქსი, ანტიკური ერაყი, 3rd ed., გამომცემელი: Penguin Books Ltd. ლონდონი, 1991. გვერდი: 382
- ↑ ჯორჯ რუქსი, ანტიკური ერაყი, 3rd ed., გამომცემელი: Penguin Books Ltd. ლონდონი, 1991. გვერდი: 381 და 382
- ↑ ჯონ ოუტსი,ბაბილონი. გამომცემელი: Thames & Hudson, 1986. გვერდი: 134 და 135
- ↑ იოსებ ფლავიუსი, ახალი დასრულებული ნაშრომები, თარგმნა: უილიამ უისტონი. გამომცემელი: Kregel Publications, 1999. გვერდი: 354
- ↑ ისაია 45 (ახალი ინტერნაციონალური ვერსია) ავტორი: Biblegateway.com
- ↑ ჯონ ბრაითი, ისრაელის ისტორია. გამომცემელი: The Westminster Press-Philadelphia, 1959. გვერდი: 342 და 396