ნაბონიდი
ნაბონიდი, ნაბუნაიდი — ბაბილონის უკანასკნელი მეფე (ძვ. წ. 555-539 წწ.), წარმოშობით არამეელი. გამეფდა ქურუმთა მხარდაჭერით. გაატარა რელიგიური რეფორმები, რომელთა მიზანი იყო მთვარის ღვთაების სინის კულტის პოპულარიზაცია. ამან ბაბილონელი ქურუმებისა და მოსახლეობის უკმყოფილება გამოიწვია. თავისი რეზიდენცია გადაიტანა ჩრდილოეთ არაბეთის ტერიტორიაზე მდებარე თემის ოაზისში, რითაც კავშირი გაწყვიტა ბაბილონთან. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი აიღო სპარეთის მეფე კიროსმა, რომელმაც ნაბონიდი დაატყვევა და გადაასახლა აღმოსავლეთ ირანში.
ნაბონიდი იყო ბაბილონის მეფე, მაგრამ ის ქალდეელი არ იყო, ნაბონიდი ასურეთის ქალაქ ჰარანიდან იყო. მისი ისტორია ჩაწერილია სხვადასხვა თიხის ფირფიტაზე. ბერძენი ისტორიკოსი, ჰეროდოტე, თავის მემუარებში ნაბონიდის შესახებ დამატებით იმფორმაციასაც წერდა. სწორედ ამ წარწერებში თავად ნაბონიდი ამბობს, რომ იგი არის უმნიშვნელო წარმოშობის. აგრეთვე, მისი დედა ადა-გუპი, შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰარანში აქადელთა მთვარის ღმერთის სინის ტაძართან. იგი დაიბადა ძვ . წ. 649 და 68 წლის განმავლობაში ძვ . წ. 626 - 562 წლებში იყო ქურუმების მფარველი ღმერთი ტაძარ სინიში. ნაბონიდის დედის წარწერებში არ არის მოცემული ინფორმაცია მის წამომავლობასთან დაკავშირებით. მისი მამა კი ნაბუ-ბალაცუ-იქბი იყო თემთა პალატის წევრი და წარმოშობით იყო ბაბილონის დიდებულთა საგვარეულოდან.
როგორც, წერილობითი წყაროები მოწმობენ, ჯერ კიდევ ძვ. წ. VI ს-ში ბაბილონის მეფე ნაბონიდის ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა და ტაძართა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს.
დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად იმპერიას მისი ვაჟი პრინცი ბალთაზარი მართავდა. ის იყო კარგი ჯარისკაცი, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი. ამ ყველაფერმა კი მას მოუტანა არაპოპულარობა, განსაკუთრებით სასულიერო და სამხედრო კლასებში. მარდუქის მლოცველებს სძულდათ ნაბონიდი, რადგან მან აკრძალა მარდუქის კულტი, სამაგიეროდ მან უფრო დააწინაურა მთვარის ღმერთის სინის კულტი. კიროს II დიდი თავს მხსნელად განასახიერებდა, ის თვლიდა, რომ მარდუქმა იგი სამართლისა და წესრიგის აღსადგენად აირჩია.
აღმოსავლეთით სპარსელების ძალა იზრდებოდა. კიროს II დიდი თვით ბაბილონშიც კი იყო პოპულარული ნაბონიდისგან განსხვავებით. ნაბონიდის რელიგიური გაგება ნეგატიური იმიჯით არის შემონახული ებრაულ ლიტერატურაში, მაგალითად ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებში. თუმცა ამ იმიჯზე ფიქრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ებრაელები საწყის ეტაპზე სპარსელებს ისე მიეგებნენ როგორც განმათავისუფლებლებს. კიროსმა გადასახლებაში მყოფი ებრაელები ბაბილონის ტყვეობიდან უკან ისრაელში დააბრუნა. ასევე ებრაელები არასდროს აჯანყებულან სპარსელი ოკუპანტების წინააღმდეგ, თუმცა ურჩობა გამოიჩინეს დარიოს I-ის და არტაქსერქსე I-ის მმართველობის დროს, მაგრამ ეს ურჩობა არც თუ ისე მძლავრი იყო, მან იარაღის გარეშე ჩაიარა და სადამსჯელო ოპერაციები არ მოჰყოლია სპარსეთის მთავრობის მხრიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 281.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cylinder of Nabonidus დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine. — British Museum.
- Nabonidus Cylinder from Sippar დაარქივებული 2015-04-23 საიტზე Wayback Machine. Translation.
- Nabonidus Cylinder from Ur დაარქივებული 2015-06-10 საიტზე Wayback Machine. Translation.
- Lihyanite inscription of Nabonidus, at Nat. Museum of Natural History site დაარქივებული 2015-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Nabonidus archaeology დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine.