სიფარი — ძველი ქალაქი შუამდინარეთში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე. მზის ღვთაების შამაშის (შუმერულად უთუ) კულტის ცენტრი. ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს — ძვ. წ. I ათასწლეულში ბაბილონეთის მსხვილი ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრი იყო, თვითმმართველობით სარგებლობდა და თავისუფალი იყო გადასახადებისაგან. მართავდა უხუცესთა საბჭო, რომელსაც სათავეში შამაშის უზენაესი ქურუმი ედგა. ძვ. წ. 538 წელს სიფარი სპარსელებმა დაიპყრეს. 1880 წელს დაიწყო სიფარის არქეოლოგიური კვლევა. გათხრების შედეგად გამოვლინდა ქალაქის ზღუდე, ქალაქის შუაგულში აღმართული ზიქურათი და ღვთაება შამაშის ტაძარი. სიფარი 30 კილომეტრი სიგრძის სამეფო არხით უკავშირდებოდა მდინარე ევფრატის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ოპისს.

სიფარი

ლიტერატურა

რედაქტირება