ნაბუქოდონოსორ II (არაბ. نِبُوخَذنِصَّر დ. ძვ. წ. 634 — გ. ძვ. წ. 562) — ახალი ბაბილონის მეფე ძვ. წ. 605ძვ. წ. 562 წლებში. ბიბლიის თანახმად, მან დაიპყრო იუდეა და იერუსალიმი, საიდანაც გადაასახლა ებრაელები. მას მიეწერება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის ტაძრის დანგრევა. იგი მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის რამდენიმე წიგნში.

ნაბუქოდონოსორ II
არაბ. نِبُوخَذنِصَّر
ბაბილონეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 605
მმართ. დასასრული: 562
წინამორბედი: ნაბოპალასარი
მემკვიდრე: ამელ-მარდუქი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 634
გარდ. თარიღი: 562
გარდ. ადგილი: ბაბილონი
შვილები: ამელ-მარდუქი
მამა: ნაბოპალასარი

ეგვიპტესთან ბრძოლა

რედაქტირება

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 601 წლის დეკემბერში ნაბუქოდონოსორი ეგვიპტის საზღვარს მიუახლოვდა. სასტიკ ბრძოლაში ეგვიპტელებმა გაიმარჯვეს. ნაბუქოდონოსორი ვალდებული გახდა უკან დაეხია და დაბრუნებულიყო ბაბილონში. ამ ბრძოლის შედეგად ნაბუქოდონოსორის ლაშქარი ძალიან დასუსტდა, მათ 20 თვე დასჭირდათ ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის. ეგვიპტემაც აგრეთვე დიდი ზარალი მიიღო, ამ ბრძოლის შემდეგ ნექომ გადაწყვიტა არ ეომა ბაბილონთან აზიური პროვინციებისთვის.

იერუსალიმის აღება

რედაქტირება

ჩვენ წელთაღრიცხვამდე 586 წ. ზაფხულს აპრიის ლაშქარი ისევ აღმოჩნდა სამხრეთით, ის ემუქრებოდა ბაბილონს რომელმაც, იერუსალიმს ალყა შემოარტყა მაგრამ, განიდევნა და 586 წლის 18 ივლისს ეპიდემიითა და შიმშილით დასუსტებული იერუსალიმი დაეცა.

მხედართმთავრებს შორის რომლებიც, მონაწილეობას იღებდნენ იერუსალიმის აღებაში გამოირჩეოდა ნეგრალ-შარ-უცური, ბაბილონის მომავალი მეფე. მეფე სედეკიამ სცადა გაქცევა მაგრამ ის იერიხონთან დაიჭირეს, და ბრმად დააბრუნეს ბაბილონში. სოლომონის ტაძარი დაანგრიეს, ხოლო იერუსალიმი დაწვეს. ომის შემდეგ გადარჩენილი მოსახლეობა ტყვედ წაიყვანეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება