ასტიაგე (Astyagēs, ბაბილონური Ištuwegu) — მიდიის უკანასკნელი მეფე ძვ. წ. 585/ძვ. წ. 584 - ძვ. წ. 550/ძვ. წ. 549. ასტიაგე ცდილობდა განემტკიცებინა სამეფო ხელისუფლება და შეეჩერებინა მიდიის სამეფოს დაშლა. ძვ. წ. 553 მიდიასა და ბაბილონეთს შორის დაწყებული დავით ისარგებლა ასტიაგეს ქვეშევრდომმა სპარსეთის მეფე კიროს II-მ, აუჯანყდა ასტიაგეს. ძვ. წ. 550 წელს აიღო მიდიის დედაქალაქი ეკბატანა და ტყვედ ჩაიგდო ასტიაგე. მიდიის სამეფომ დაკარგა დამოუკიდებლობა და აქემენიდთა სპარსეთის გამგებლობაში მოექცა.

ასტიაგეს სიზმარი, საფრანგეთი, XV საუკუნე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება