ქარხემიში
ქარხემიში (ხეთური: Karkamiš;[1] თურქ. Karkamış; ძვ.ბერძ: Εὔρωπος; ლათ.; Europus) — ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ სირიაში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ჯერაბლუსთან. უძველესი წყარო, რომელშიც მოხსენიებულია ქარხემიში, დაცულია მარის არქივში (ძვ. წ. XIX საუკუნის დასასრული - XVIII საუკუნის I ნახევარი). ჩრდილოეთ სირიაში ხეთების გააქტიურების პერიოდში (ძვ. წ. XVII საუკუნე) ქარხემიშის სამეფო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო. მოგვიანებით (ძვ. წ. XV საუკუნიდან) იგი ეგვიპტის პოლიტიკურ გავლენას განიცდიდა, თუმცა უმთავრესად ხურის (მითანის) ბატონობაში იყო. ამის შემდეგ ძვ. წ. XIV საუკუნიდან ქარხემიშში ხეთების მეფეთა დინასტიის წარმომადგენლები მეფობდნენ ხეთების სამეფოს დაცემამდე (ძვ. წ. 1200 წ.). „ზღვის ხალხების“ შემოსევის დროს, როგორც ჩანს, ქარხემიშიც გაანადგურეს. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ქარხემიში ჰეგემონობდა გვიანდელ ხეთურ სამეფოებზე და ითვლებოდა „დიდი ხათის“ ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად. ქარხემიში ხარკს უხდიდა ასურეთის მეფეებს. ძვ. წ. 712 წელს სარგონ II-მ დაიპყრო. ძვ. წ. 605 წელს ქარხემიშთან მოხდა ბრძოლა, რომელშიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ გაანადგურა ეგვიპტის ფარაონი ნეხო II და ასურუბალიტ II.
ქარხემიში Karkamiša | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
სირია ძვ. წ. II ათასწლეულში, რუკაზე ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ქარხემიში | ||||
დედაქალაქი | ქარხემიში | |||
ენა | ხეთური, ლუვიური იეროგლიფები | |||
რელიგია | ხეთური-ლუვიური რელიგია | |||
შექმნილია | ძვ.წ. 1321 | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
ლიკვიდირებულია | ძვ.წ. 717 | |||
ისტორიული ეპოქა | ბრინჯაოს ხანა რკინის ხანა | |||
დღეს ნაწილია | თურქეთი |
ქარხემიშში გათხრებმა გამოავლინეს ძლიერი თავდაცვითი ნაგებობანი, სასახლეთა, ტაძართა და სხვა შენობათა ნანგრევები, გვიანდელი ხეთური ხანის არქიტექტურული და სკულპტურული ძეგლები, ლურსმული და იეროგლიფური ტექსტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 491-492.
- Marchetti, N. (2014). Karkemish. An Ancient Capital on the Euphrates, Università di Bologna - Ante Quem, OrientLab 2. ISBN 978-88-7849-103-8. (http://www.orientlab.net/pubs, უფასო გადმოტვირთვა)
- N. Marchetti et al., Karkemish on the Euphrates: Excavating a City's History, in Near Eastern Archaeology 75/3 (2012), pp. 132–147 (http://www.jstor.org/stable/10.5615/neareastarch.75.issue-3)
- N. Marchetti, "The 2011 Joint Turco-Italian Excavations at Karkemish", in 34. kazı sonuçları toplantısı, 28 Mayıs-1 Haziran 2012, Çorum. 1. cilt, T.C. Kültür ve Turizm Bakanlığı, Ankara 2013, pp. 349–364 (http://www.kulturvarliklari.gov.tr/Eklenti/7332,34kazi1.pdf?0)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Kargamiš." by D. Hawkins in Reallexikon der Assyriologie und Vorderasiatischen Archäologie. Walter de Gruyter (1980).