სელევკიის თემი (ბერძ. θέμα Σελευκείας) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული პროვინცია. თემი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ანტიკურ პერიოდში, სელევკია რომაული პროვინცია ისავრიის მთავარი ქალაქი იყო[1]. VIII საუკუნეში ის საზღვაო თემის კიბირაიოტონის ერთ-ერთ ტურმას წარმოადგენდა. IX საუკუნეში ის ავტონომიური სამხედრო ოლქი იყო, რომელიც კაპადოკია, კიბირაიოტონის და ანატოლიის შორის იყო მოთავსებული[1][2]. აღმოსავლეთით მას არაბთა სახალიფოს პროვინცია-კილიკია ესაზღვრებოდა. IX საუკუნის არაბი გეოგრაფების მიხედვით, ოლქი 10 ციხე-სიმარეს და 5 000 სამხედროს ითვლიდა, მათ შორის 500 კავალერია. ოლქმა თემის სტატუსი, დაახლოებით 927–934 წლებში, რომანოზ I ლაკაპენოსის მმართველობის პერიოდში მიიღო.

1071 წელს,მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თემი თურქ-სელჩუკების ხელში მოექცა. სელევკიის მთიანი მხარე, სომხებით იყო დასახლებული, რომლებიც აქ წინა საუკუნეებში იყო ჩამოასახლებული[3]. 1099-1100 წლებში ბიზანტიამ შეძლო სელევკიის შემოერთება და გამაგრება, რის შემდეგადაც მას დუკი მართავდა. ის 1180 წლამდე ბიზანტიის ხელში რჩებოდა, ხოლო შემდგომ ის კილიკიის სომეხთა სამეფომ დაიპყრო[1][4].

ლიტერატურა

რედაქტირება