კაპადოკიის თემი
კაპადოკიის თემი (ბერძ. θέμα Καππαδοκίας) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობს კაპადოკიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.
მდებარეობა
რედაქტირებათემი მოიცავდა ანტიკურ რომაულ პროვინცია კაპადოკია სეკუნდა და კაპადოკია პრიმას ნაწილს. X საუკუნისთვის ჩრდილო-დასავლეთით ის ბუკელარიონის, ჩრდილოეთით ხარსიანონის და არმენიაკონის თემს, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი კესარიისთან ახლოს მდებარე როდენტოს ციხესიმაგრეს, სამხრეთით კი ტავროსის მთებს, რომელიც წარმოადგენდა ბიზანტია-არაბეთის საზღვრებს, კილიკიასთან.
ისტორია
რედაქტირებაარაბების ლაშქრობა მცირე აზიაში, კაპადოკიის გავლით, კილიკიის ჩრდილოეთში მდებარე გადასასვლელმა ხეობამ განაპირობა. საზღვრისპირა მდებარეობამ და არაბების გამუდმებულმა თარეშმა, კაპადოკიის რეგიონი ძლიერ დაზიანა. ქალაქები და ციხესიმაგრეები თანდათან განადგურდა და რეგიონი დაიცალა მოსახლეობისაგან[1]. IX საუკუნეში, არაბების შემოსევისაგან, ქალაქები: ტიანა, ჰერაკლეა სიბისტრა და ფაუსტინოპოლისი განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰერაკლეა სიბისტრა აღადგინეს, დანარჩენი ქალაქების მოსახლეობა ნიგდე და ლოულონის ციხესიმარგეებში გაიხიზნა[2].
თავდაპირველად კაპადოკიის თემი, ანატოლიის თემის სამხედრო ოლქს წარმოადგენდა. იმისათვის რომ არაბების თავდასხმებს გამკლავებოდნენ, ის ავტონომიური საზღვრისპირა ოლქი გახდა, რომელმაც საბოლოოდ თემის სტატუსიც მოიპოვა. თემი პირველად ისტორიულ წყაროებში 830 წელს გამოჩნდა[3][4]. არაბი გეოგრაფების, იბნ ხორდადბეჰი და იბნ ალ-ფაქიჰის მიხედვით, პროვინცია მსუბუქად გამაგრებულ ოც ქალაქსა და ციხესიმაგრეს მოიცავდა და X საუკუნისთვის 4 000 სამხედროს ითვლიდა[5]. თემი ასევე წარმოადგენდა სამხედრო ბანაკების ქსელს, რომელშიც სხვადასხვა თემებისაგან თავს იყრიდა ბიზანტიის არმია[6] . თემის სტრატეგოსი, რომლის ცენტრიც მდებარეობდა თავდაპირველად კორონის ციხესიმაგრეში და მოგვიანებით ტიანაში, პატრიკიოსის ტიტულაც ატარებბდა[7][8].
833-879 წლებში, არაბებმა დაიპყრეს ლოულონი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, რომელიც აკონტროლებდა ჩრდილოეთ კილიკიის ხეობიდან გადმოსასვლელ გზებს. 863 წელს, ლალაკაონის ბრძოლაში ბიზანტიის გამარჯვებით და 872 (ან 878) ტეფრიკთან, პავლიკიანური სახელმწიფოს განადგურების შემდგომ, რეგიონში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ის ისევე დარჩა არაბების მთავარ სამიზნედ. 897 წელს არაბების შემოსევამ თემის დედაქალაქი, კორონი გაანადგურა[9].
იმპერატორ ლეონ VI-ის (მმართველობა 886-912) პერიოდში, აღმოსავლეთ ტერიტორია: ნისას ოლქი და რამდენიმე ტურმა ხარსიანონის თემს გადაეცა. სანაცვლოდ კი ანატოლიის და ბუკელარიონის ხარჯზე, თემი დასავლეთისაკენ გაფართოვდა, რითიც თუზის ტბის მიმდებარე ტერიტორია მოიცვა[10].
934 წელს, მალათიის აღებით იოან კურკუასმა თემს არაბი დამყრობლებისაგან მნიშვნელოვანი საფრთხე ააცილა. X საუკუნეში დაცლილი რეგიონში: სომხები და სირიელი ქრისტიანები დაასახლეს. კაპადოკია მალევე გახდა ანატოლიის, სამხედრო არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ცენტრი - კერძოდ ფოკას და მელიენოსების საგვარეულოს - რომლის ვრცელი მამულები, სიმდიდრე და სამხედრო პრესტიჟი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლებისადმი. მათ მეშვეობით, X საუკუნეში რამდენიმე წარმატებული აბოხები განხორციელდა. საბოლოოდ მათი ქონება კონფისკირებული იქნა ბასილი II-ის (მმართველობა 976–1025) მიერ.
1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, კაპადოკიის დიდი ნაწილი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. დასავლეთ კაპადოკია კი 1081 წლამდე ბიზანტიის ხელში რჩებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gyftopoulou, Sofia. (July 8, 2003) Καππαδοκίας Θέμα. Encyclopaedia of the Hellenic World: Asia Minor. Foundation of the Hellenic World. ციტირების თარიღი: 15 February 2011.
- (1991) The Oxford Dictionary of Byzantium. New York, New York and Oxford, United Kingdom: Oxford University Press. ISBN 978-0-19-504652-6.
- (2001) Catalogue of Byzantine Seals at Dumbarton Oaks and in the Fogg Museum of Art, Volume 4: The East. Washington, District of Columbia: Dumbarton Oaks Research Library and Collection. ISBN 0-88402-282-X.
- Pertusi, A. (1952). Constantino Porfirogenito: De Thematibus (Italian). Rome, Italy: Biblioteca Apostolica Vaticana.
- Treadgold, Warren T. (1995). Byzantium and Its Army, 284–1081. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 0-8047-3163-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Treadgold 1995, p. 209.
- ↑ Gyftopoulou 2003, Chapter 4.2 დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 116.
- ↑ Treadgold 1995, p. 32, 65.
- ↑ Pertusi 1952, p. 120–121; Treadgold 1995, p. 67, 130, 134.
- ↑ Gyftopoulou 2003, Chapter 4.1 დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Pertusi 1952, p. 122.
- ↑ Gyftopoulou 2003, Chapter 3 დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Gyftopoulou 2003, Chapter 4.2 დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. and Chapter 5 დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Treadgold 1995, p. 77; Gyftopoulou 2003, Chapter 4.3 დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. .