ხარსიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ხარსიანონი)

ხარსიანონი (ბერძ. Χαρσιανόν) —  ბიზანტიის ციხესიმაგრის და შესაბამისად სამხედრო პროვინციის სახელი. თემი მდებარეობდა კაპადოკიის რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. პირველად მისი ცენტრი ხარსიანონის ციხესიმაგრე, შემდგომ კი კაისერი გახდა.

ხარსიანონის ციხესიმაგრე (ბერძ. Χαρσιανόν κάστρον, Charsianon kastron; არაბ. Qal'e-i Ḥarsanōs), პირველად მოხსენიებულია 638 წელს, არაბთა დაპყრობების პირველ პერიოდში. არაბებმა ციხესიმაგრე პირველად 730 წელს დაიპყრეს და ის არაბეთსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირების ეპიცენტრად დარჩა[1]. IX საუკუნეში ციხესიმაგრე ბიზანტიის სასაზღვრო ოლქი გახდა. დაახლოებით 863-873 წლებში, რეგიონმა მიიღო თემის სტატუსი. ის იყო შემოსაზღვრული ბუკელარიონის, არმენიაკონის და კაპადოკიის თემებით[1][2]. თემს მართავდა სტრატეგოსი. არაბული წყაროების მიხედვით, თემი ითვლიდა 4 000 სამხედროს და 4 ციხესიმაგრეს[1].

X საუკუნეში, ხარსიანონი გახდა მთავარი დასაყრდენი ცენტრი სამხედრო არისტოკრატიისთვის, ის  არგიროსების და მალეიონოსების საგვარეულო სახლს წარმოადგენდა. 1045 წელს,  დიდი რაოდენობით სომხები, მათ შორის ყოფილი მეფე, გაგიკ II (მეფობდა 1042-1045 წწ.), შეიფარეს და ჩამოასახლეს რეგიონში. 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თემი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და ის დანიშმენდიდებს გადასცეს[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება