რომანოზ I ლაკაპენოსი
რომანოზ I ლაკაპენოსი (ბერძ. Ρωμανός Α΄ Λακαπήνος) (დ. დაახლ. 870 — გ. 15 ივნისი 948) — ბიზანტიის იმპერატორი 920-944 წლებში. წარმოშობით სომეხი გლეხი. დაწინაურდა ბიზანტიის ფლოტში.
ძალაუფლება ხელთ იგდო მას შემდეგ, რაც თავისი ქალიშვილი ახალგაზრდა იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტზე დააქორწინა (919 წ.). ერთი წლის შემდეგ იგი ბიზანტიის მმართველია. რომანოზ I-მა თანამმართველად თავისი შვილები სტეფანე და კონსტანტინე გამოაცხადა. 934 და 943 წლების ნოველებით (აგრარული კანონმდებლობა) რომანოზ I კლასობრივი ბრძოლის შენელებას ცდილობდა. წარმატებით ებრძოდა არაბებს. რომანოზ I საკუთარი შვილების შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ტახტიდან ჩამოაგდეს და კ. პროტიზე გადაასახლეს, სადაც მალე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 428.