ტიგროსი
(გადამისამართდა გვერდიდან ტიგრი)
ტიგროსი, ტიგრი — მდინარე თურქეთსა და ერაყში (ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნებისა და სირიის საზღვარზე). სიგრძე დაახლოებით 1900 კმ, აუზის ფართობი 375,000 კმ2. სათავე აქვს აღმოსავლეთ ტავრში. კვეთს ჯეზირეს პლატოსა და მესოპოტამიის დაბლობის დიდ ნაწილს. დაახლოებით ქალაქ ელ-კურნასთან (ერაყი) უერთდება მდინარე ევფრატს და მდინარე შატ-ელ-არაბის სახელწოდებით ერთვის სპარსეთის ყურეს. მდინარე ტიგროსის ძველი სახელწოდებაა იდიგნა[1].
ტიგროსი | |
---|---|
ტიგროსი ბაღდადში | |
ქვეყანა | თურქეთი, სირია, ერაყი |
სათავე | აღმოსავლეთი თურქეთი |
სიგრძე | 1900 კმ |
აუზის ფართობი | 375 000 კმ² |
ტიგროსი ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Hausleiter, A., M. Roaf, St J. Simpson, R. Wenke, P. Flensted Jensen, R. Talbert, T. Elliott, S. Gillies. Places: 912964 (Tigris/Diglitus fl.). Pleiades. ციტირების თარიღი: March 9, 2012 8:45 am.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1988) ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი: მეცნიერება, გვ. 45. ISBN 978-5-520-00162-1. დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Managing the Tigris and Euphrates Watershed დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
- Bibliography on Water Resources and International Law