ზუთხისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Acipenseridae)

ზუთხისებრნი (ლათ. Acipenseridae) — თევზების ოჯახი ხრტილიანი განოიდების ჯგუფისა. აქვთ მეტ-ნაკლებად წაგრძელებული დინგი. უკბილოები არიან, პირთან 4 ულვაში აქვთ. შიგა ჩონჩხი ხრტილოვანია, შერჩეულია ქორდა, მალები არა აქვთ. სხეულზე ფარეკლების 5 მწკვრივია, რომელთა შორის ძვლოვანი მარცვლები და ფირფიტებია განლაგებული. ზუთხისებრთა შორის ყველაზე დიდები (მაგ., სვია) სიგრძით 9 მ-მდე აღწევენ.[1] ოჯახში 4 გვარის 25 სახეობაა.[2] გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილოეთ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში. ზუთხისებრნი მხოლოდ მტკნარ წყალში მრავლდებიან. ტოფობენ გაზაფხულზე და ზაფხულში. ზუთხისებრნთა ნაწილი მტკნარი წყლის ბინადარია, ნაწილი კი ნახევრად გამსვლელი ან გამსვლელი. იკვებებიან ფსკერის უხერხემლოებით, გვხვდებიან მტაცებლებიც.[1]

ზუთხისებრნი
Acipenser oxyrinchus oxyrinchus
Acipenser oxyrinchus oxyrinchus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acipenseridae (Bonaparte, 1831)

ძვირფასი სარეწაო თევზებია, მაგრამ ინტენსიური რეწვის გამო ზოგი გამსვლელი ზუთხისებრის რიცხვი ძლიერ შემცირდა.[1] ითვლებიან ყველაზე ნოყიერ და გემრიელ თევზებად. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგ თევზად მიიჩნევა ციმბირული ზუთხი, რომელიც ობში, კოლიმასა და ციმბირის სხვა მდინარეებში მოიპოვება; შეიცავს 30%-მდე ცხიმს, მაშინ როდესად კასპიის, შავი და აზოვის ზღვების ზუთხები ამ მხრივ აღწევენ არაუმეტეს 15%-ს, იწონის 100 კგ-ზე მეტს. მას მოსდევს ტარაღანა (8–15% ცხიმი და 7–8 კგ), სვია (7–9% და 50 კგ), კალუგა, ფორეჯი, ცქვრინი. იყენებენ მათ ხორცს, თავს და (განსაკუთრებით) ქვირითს (იხ. ხიზილალა). დამუშავებისას ზუთხისებრნი იძლევიან ნაკლებ ნარჩენებს. მათი თავები მაღაზიებში ცალკე იყიდება, ამზადებენ ლაბას, უხას და სხვ.[3]

საქართველოს წყლებში გავრცელებული სახეობები:[4]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 542–543.
  2. Species of family Acipenseridae. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი. iucnredlist.org. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2021
  3. Рыба // Книга о вкусной и здоровой пище / Гл. ред. акад. А. И. Опарин. — М.: «Пищевая промышленность», 1974. — стр. 163–164.
  4. Kuljanishvili, Tatia; Epitashvili, Giorgi; Freyhof, Jörg; Japoshvili, Bella; Kalous, Lukáš; Levin, Boris; Mustafayev, Namig; Ibrahimov, Shaig; Pipoyan, Samvel; Mumladze, Levan (აგვისტო, 2020). „Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan and Georgia“. Journal of Applied Ichthyology (ინგლისური). 36 (4): 501–514. doi:10.1111/jai.14038. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)