ატლანტური ზუთხი

ატლანტური ზუთხი, ფორონჯი (ლათ. Acipenser sturio) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3 მ, მასა 200 კგ აღწევს. წაგრძელებული დინგი აქვს. გავრცელებულია ბალტიისა და შავი ზღვის აუზებში. ხშირად შედის რიონსა და დუნაიში. ძვირფასი სარეწაო თევზია, თუმცა იშვიათია. იყენებენ უმთავრესად ნედლს. დასავლეთი ევროპის ზღვებში თითქმის განადგურებულია. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან, შედის მდინარე რიონში, შესაძლებელია ენგურშიც. საქართველოს გარეთ მოიპოვება რუსეთში, შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში, ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, სადაც ცოცხალ ფორმას წარმოქმნის.

ატლანტური ზუთხი
Acipenser sturio (cropped).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  ატლანტური ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser sturio (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 230

შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს CR კატეგორია.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021