სხივფარფლიანი თევზები
სხივფარფლიანი თევზები (ლათ. Actinopterygii) — ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ცნობილი არიან ქვედა დევონური პერიოდიდან (400 მლნ. წლის წინ), ყველაზე დიდ მრავალფეროვნებას მიაღწიეს ახალი ერის დასაწყისისთვის. ადრე განიხილებოდა ძვლიანი თევზების კლასის ქვეკლასად. სხივფარფლიანებს მიეკუთვნება ხრტილოვანი განოიდები, ძვლიანი განოიდები და ძვლოვანი თევზები (ზოგიერთი კლასიფიკიაციით — აგრეთვე მრავალფარფლიანები, ცალკე ტაქსონად Cladistia). მათ შორის არიან როგორც გიგანტები (5–7 მეტრის სიგრძისა და 200–1500 კგ მასის თევზები — სვია, კალუგა, არაპაიმა), ისე ძალიან მცირე ზომისანი, მაგ., ფილიპინების კუნძულების რაიონებში მობინადრე 7–11 მმ სიგრძის ღორჯოები. ძლიერ მრავალფეროვანია სხეულის ფორმა და შეფერილობა; ზოგიერთს შეუძლია გრუნტის მიხედვით სწრაფად შეიცვალოს მოხატულობა და ფერი (კამბალასნაირნი). სხივფარფლოვანი თევზების ფარფლთა ფრთები (ლაპოტები) უკავია ხრტილოვან ან ძვლოვან სხივებს (აქედან სახელწოდება). სხეული დაფარულია ძვლოვანი ქერცლით (ციკლოიდური ან ქტენოიდური), ფირფიტებით ან შიშველია;[1] ძვლოვანი ქერცლი ერთიმეირეზე კრამიტის სახურავივითაა განლაგებულია. ჯავშნოსან ქარიყლაპიებს აქვთ განოიდური ქერცლი.[2] ჩონჩხში აქვთ ძვლოვანი ქსოვილი.[1] ჩონჩხი ძვლოვანია, ზოგიერთ სახეობას აქვს ქორდა ან მისი ნაშთი. მალები ამფიცელურია. წყვილი ფარფლები სხეულისადმი ვერტიკალურადაა განლაგებული. კუდის ფარფლი ჰომოცერკალურია.[2] ყბები კბილიანია. ლაყუჩები მდებარეობს სალაყუჩე რკალებში და დაფარულია სარქვლებით. ნესტოები წყვილია. შიგნითა ყურში სამი ნახევარწრიული არხია. საცურავი ბუშტი ზოგიერთს არ აქვს. ანალური და შარდსასქესო ხვრელები, ჩვეულებრივ, მუცლის ფარფლების უკან მდებარეობს. ძვლოვანი თევზების სისხლძარღვოვან სისტემას ახასიათებს სისხლის მიმოქცევის ერთი წრე და ორკამერიანი (წინაგულები და პარკუჭები) გული; მათ ნაწლავში სპირალური სარქველი არ აქვთ.[1] განსხვავებულსქესიანები არიან, მხოლოდ ზღვის ქორჭილაა ჰერმაფროდიტი. სხივფარფლიანი თევზებს ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება, გამონაკლისია ზოგიერთი სახეობა, რომლებიც შინაგან განაყოფიერებით მრავლდებიან და ცოცხლადმშობები არიან.[2]
სხივფარფლიანი თევზები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Actinopterygii (Klein, 1885) | ||||||||||||
ქვეჯგუფები | ||||||||||||
|
სხივფარფლიანი თევზები აერთიანებს ყველა თანამედროვე თევზის 97%-ს; მათ შორისაა 26 ათასზე მეტი სახეობა, დაახლ. 4500 გვარი და 500-ზე მეტი ოჯახი. ხერხემლიანი ცხოველების ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფია. ხანგრძლივმა ევოლუციამ, რასაც თან ახლდა ფართო ადაპტიური რადიაცია, განაპირობა ამ თევზების მორფოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების ასეთი მრავალფეროვნება. ცხოვრობენ მტკნარ წყლებსა და ზღვებში, მთის ნაკადულებსა და ტბებში, მზით განათებულ მარჯნის რიფებსა და სინათლეს მოკლებულ გამოქვაბულებში, ოკეანეების ღრმულებში; ზოგიერთმა თევზმა შეიძინა წყლიდან ამოხტომის და მასზე ლივლივის ან წყლის გარეთ ხანგრძლივად ყოფნის უნარი (ნოტიო ტროპიკების ატმოსფეროში — ხტუნიები). მრავალფეროვანია საკვების მოპოვებისა საშუალებები და კვების სპექტრი.[1]
მრავალი სხივფარფლიანი თევზი რეწვისა და აკვაკულტურის მთავარი ობიექტია.[1]
კლასიფიკაცია
რედაქტირებათანამედროვე სხივფარფლიანი თევზების კლასიფიკაციის ყველაზე გავრცელებული კლადოგრამა იხილეთ ქვემოთ:[3][4][5]
Actinopterygii |
| ||||||||||||||||||||||||
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Решетников Ю. С. Лучепёрые рыбы // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 168.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ჯანაშვილი ა., სხივფარფლიანი თევზები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 631.
- ↑ Thomas J. Near; et al. (2012). „Resolution of ray-finned fish phylogeny and timing of diversification“. PNAS. 109 (34): 13698–13703. Bibcode:2012PNAS..10913698N. doi:10.1073/pnas.1206625109. PMC 3427055. PMID 22869754.
- ↑ Betancur-R, Ricardo; et al. (2013). „The Tree of Life and a New Classification of Bony Fishes“. PLOS Currents Tree of Life. 5 (Edition 1). doi:10.1371/currents.tol.53ba26640df0ccaee75bb165c8c26288. PMC 3644299. PMID 23653398. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 October 2013. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2021. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ Laurin, M.; Reisz, R.R. (1995). „A reevaluation of early amniote phylogeny“. Zoological Journal of the Linnean Society. 113 (2): 165–223. doi:10.1111/j.1096-3642.1995.tb00932.x.