ანუსი (ქართულად: ყითა ან უკანა ნაწლავის ღრუ;[1] ლათ. anus — რგოლი, ბეჭედი) — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოში არსებული ხვრელი, რომლის საშუალებითაც ხდება განავლის გამოყოფა. მის მოქმედებას აკონტროლებს ორი სფინქტერი: გარეთა და შიგნითა. დეფეკაციის აქტის გარდა, ანუსი ყოველთვის დახურულია.[2] განავალი და გაზი ორგანიზმიდან ნაწლავების გავლით ანუსიდან გამოიყოფა — სწორედ ესაა ანუსის ბიოლოგიური დანიშნულება. სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის წყალობით (ჰიდრავლიკური მექანიზმი, ასევე ჰემოროიდული სტრუქტურა აქტიურად მონაწილეობს აირებისა და შიგთავსის შეკავებაში, სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის ჰერმეტიზაციაში) ადამიანს შეუძლია დაარეგულიროს დეფეკაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ფეკალიები გადადის ანალურ არხში, ე.წ. ანალური სფინქტერების მოდუნების ხარჯზე ხდება მათი სწორი ნაწლავიდან გარეთ გამოყოფა.

ანუსი
ქალისა და მამაკაცის ანუსი
ლათინური Anus
სისტემა მომნელებელი
ზოგჯერ რეპროდუქტიული
არტერია ქვედა რექტალური არტერია
ვენა ქვედა რექტალური ვენა
ნერვი ქვედა რექტალური ნერვი
ლიმფა გარე ინგვინალური ლიმფა კვანძები
წინამორბედი პროქტოდეუმი

სწორ ნაწლავში, ანუსის ირგვლივ უამრავი ინფექციის გადამტანი ბაქტერია ბინადრობს, სწორედ ამიტომ საპნითა და თბილი წყლით ანუსის ხშირი გასუფთავება მნიშვნელოვანია და აუცილებელი. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანუსის გარშემო კანი მეტად ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ იოლად ღიზიანდება — იწყება ქავილი, წვა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბუნებრივი ზეთის გამოყენება, რომელიც დაარბილებს და დაატენიანებს კანს. ანუსის გაღიზიანება შესაძლოა უამრავმა ფაქტორმა გამოიწვიოს.

გარდატეხის ასაკის დაწყებისთანავე ანუსის ირგლივ თმა ამოსვლას იწყებს. ადამიანები, რომლებიც თავს მათ გარეშე გაცილებით კომფორტულად გრძნობენ, სხვადასხვა საშუალებებით ებრძვიან არასასურველ თმას. გავრცელებული მეთოდი — საპარსი საშუალებების გამოყენებაა, თუმცა, პროცესი, ხშირ შემთხვევაში, კანის გაღიზიანებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, დასრულებისთანავე აუცილებელია გაპარსულ არეალზე კანის დამანოტივებელი კრემისა თუ ზეითუნის ზეთის წაცხება.

გავრცელებული დაავადებებია: ჰემოროი (ბუასილი), აბსცესი, ფისტულა, კიბო (ანალური), ქავილი.[3] დაუცველი ანალური სექსის დროს შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაინფიცირება, სწორედ ამიტომ უმჯობესია სპეციალურად ანალური სექსის მოყვარულ მამაკაცთათვის განკუთვნილი პრეზერვატივების გამოყენება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება