აბსცესი
აბსცესი (ლათ. abscessus — „ჩირქგროვა“) — შემოსაზღვრული, ჩირქოვანი, ანთების შედეგად წარმოშობილი, გრანულაციური ქსოვილით ამოფენილი ჩირქით სავსე პათოლოგიური ღრუ.
აბსცესის მიზეზად სახელდება ჩირქმბადი მიკრობების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) ქსოვილებში შეჭრა და ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებების (სკიპიდარი, ნავთი) მოხვედრა.
დახასიათება
რედაქტირებააბსცესი შეიძლება იყოს ზედაპირული, ღრმა, მოუმწიფებელი (ცივი), მომწიფებული (ცხელი), მეტასტაზური, ჩამოწრეტილი და სხვა.
- ზედაპირული აბსცესი – იოლად მიმდინარეობს, ადვილად გამოიცნობა, იშვიათად რთულდება, ხშირად გარეთ იხსნება.
- ღრმა აბსცესი – მძიმედ მიმდინარეობს, ძნელად გამოიცნობა, ხშირად რთულდება.
- მწვავე აბსცესი – ამ დროს კარგადაა გამოხატული ანთების ნიშნები. დროთა განმავლობაში განიცდის მომწიფებას.
- ცივი აბსცესი – ქრონიკული მიმდინარეობით ხასიათდება, ნელ–ნელა ხდება მისი მომწიფება. ამდროს ანთების ძირითადი ნიშნები სუსტადაა გამოხატული, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება და ტკივილი უმნიშვნელოა, აბსცესი ფორმდება ჰიპერალერგიული რეაქციის ფონზე, ფერხდება გრანულაციური ბარიერის წარმოშობა.
ცივი აბსცესის სახეა ჩამოწრეტილი ფორმა. ის არსებული აბსცესიდან წარმოიშობა სხეულის დაშორებულ უბნებში ჩირქის ჩამოდინებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ახმეტელი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 42-43.