პრეზერვატივი — დამცავი კონტრაცეფციული საშუალება, რომელიც გამოიყენება სქესობრივი აქტის დროს როგორც არასასურველი ფეხმძიმობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დასაცავად. ძირითადად მზადდება ლატექსისგან. პრეზერვატივები რამდენიმე საუკუნის მანძილზე გამოიყენება. XIX საუკუნიდან ეს არის კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებული საშუალება. კამათს იწვევს იმის განხილვა, თუ რამდენად დასაშვებია მათი სკოლებში, სქესობრივი აღზრდის ფარგლებში დემონსტრირება. პრეზერვატივის გამოყენებას ხშირად აკრიტიკებს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი.

პრეზერვატივი დაკეცილ მდგომარეობაში

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: