ღორჯოსებრნი
ღორჯოსებრნი (ლათ. Gobiidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აერთიანებს 200 გვარის 600-მდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 7,5 მმ-იდან (ფილიპინის კუნძულებზე) — 50 სმ-მდე მერყეობს. მუცლის ფარფლები ერთმანეთთანაა შეზრდილი და მისაწოვარ დისკოს ქმნის, რითაც ემაგრებიან ჩქარ მდინარეში ქვებს. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან და მტკნარ წყლებში ცხოვრობს 14 სახეობისა და ქვესახეობის ღორჯო, რომელთაგან მდინარეებში გვხვდება მხოლოდ 1 ქვესახეობა — კავკასიური მდინარის ღორჯო (ლათ. Gobius cephalarges constructor). უმეტესად იკვებებიან უხერხემლოებით. ბევრ მათგანს (შავპირა ღორჯო, მეშლამია, გომბეშოსთავა და სხვა) სარეწაო მნიშვნელობა აქვს — იყენებენ ნედლად და დაკონსერვებულს.
ღორჯოსებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cryptocentrus cinctus | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Gobiidae | |||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.gobiidae.com დაარქივებული 2019-04-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.