კალუგა (ლათ. Huso dauricus) — სვიის გვარის თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. სიგრძე — 5,6 -მდე, იწონის 1 -ს. პირი დიდი და ნახევარმთვარის ფორმისაა. გავრცელებულია ამურის აუზში. იგი სქესობრივ სიმწიფეს მე-17–მე-20 წელს აღწევს. ტოფობა მაისის ბოლოს-ივნისშია. ახალგაზრდები იკვებებიან ფსკერის უხერხემლოებით; ზრდასრულები მტაცებლები არიან, იკვებებიან კეტათი და ღურკანით. იზამთრებს ამურის კალაპოტში. ძვირფასი სარეწაო თევზია.

კალუგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანნი
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  სვია
სახეობა:  კალუგა
ლათინური სახელი
Huso dauricus (Georgi, 1775)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 10268

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება