მთელძვლოვანნი
(გადამისამართდა გვერდიდან ძვლიანი განოიდები)
მთელძვლოვანნი, ძვლიანი განოიდები (ლათ. Holostei) — თევზების ინფრაკლასი სხივფარფლიანების კლასისა. გარდამავალი ადგილი უკავიათ ხრტილიან განოიდებსა და ძვლიან თევზებს შორის. მთელძვლოვანნი პირველად გვიან პერმულ პერიოდში გაჩნდნენ. მეზოზოურში არსებობდა მთელძვლოვანთა 7 რიგი, პალეოგენის დასაწყისში კი თითქმის მთლიანად ამოწყდნენ. თანამედროვე ფაუნაში შემორჩენილია შლამის თევზებისა (1 სახეობა — შლამის თევზი ანუ ამია) და კაიმანისებრი თევზების (რამდენიმე სახეობა) რიგი. მთელძვლოვანნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
მთელძვლოვანნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lepisosteus oculatus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Holostei (Müller, 1846) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 665.