ახალფარფლიანები
ახალფარფლიანები (ლათ. Neopterygii, ბერძნულიდან νέος neos „ახალი“ და πτέρυξ pteryx — „ფარფლი“) — სხივიანი თევზების ქვეკლასი. მოიცავს ორ ინფრაკლასს: მთელძვლოვნებსა (ძვლიან განოიდებს) და ძვლოვან თევზებს, რომელთაგან ეს უკანასკნელი აერთიანებს თანამედროვე თევზების აბსოლუტურ უმრავლესობას და ყველა ცოცხალი ხერხემლიანი სახეობის ნახევარზე მეტს. თანამედროვე მთელძვლოვანნი წარმოდგენილი არიან მხოლოდ მტკნარი წყლის ტაქსონებით, ხოლო ძვლოვანი თევზები — როგორც მტკნარი წყლის, ისე ზღვის სახეობებს. ყოველწლიურად მეცნიერულად აღიწერება ამ უკანასკნელთა მრავალი ახალი სახეობა.[2]
ახალფარფლიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Siganus corallinus, ძვლოვანი თევზების წარმომადგენელი | ||||||||||||
Lepisosteus oculatus, მთელძვლოვანთა წარმომადგენელი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Neopterygii (Regan, 1923)[1] | ||||||||||||
ინფრაკლასები | ||||||||||||
| ||||||||||||
|
ევოლუცია და მრავალფეროვნება
რედაქტირებათანამედროვე ახალფრაფლიანები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად (ინფრაკლასები): ძვლოვანი თევზები და მთელძვლოვანნი. ეს უკანასკნელი მოიცავს ორ კლადას: Ginglymodi და Halecomorphi.[3][4][5][6] ყველა ამ ჯგუფს აქვს ხანგრძლივი და ვრცელი ნამარხი ისტორია.[7] ახალფარფლიანების წარმომადგენელთა ევოლუციური ურთიერთობები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ კლადოგრამაში.
ახალფარფლიანები 360 მლნ. |
| ||||||||||||
ახალფარფლიენები ძალიან სპეციფიკური ჯგუფია. იგიდღეს არსებულ ხერხემლიანთა მთლიანი მრავალფეროვნების 50%-ზე მეტს მოიცავს და მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნება მეზოზოური ერის შემდეგ.[7][8] თუმცა, თვითონ ახალფარფლიანების (ან ზოგადად თევზების) სხვადასხვა ჯგუფების მრავალფეროვნება არათანაბრად არის განაწილებული, თანამედროვე სახეობათა აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) ძვლოვანი თევზები შეადგენენ.[2]
საკუთარი ევოლუციის დასაწყისში ახალფარფლიანები იყვნენ თევზების ძალიან წარმატებული ჯგუფი, რადგან შეეძლოთ იმაზე სწრაფად გადაადგილება, ვიდრე მათ წინაპრებს. ქერცლი და ჩონჩხი ევოლუციის დროს გაღიავდა, ყბები კი უფრო ძლიერი და ეფექტური გახდა.[2] მიუხედავად იმისა, რომ ელექტრორეცეპცია და ლორენცინის ამპულები წარმოდგენილია თევზების ყველა სხვა ჯგუფში გარდა მიქსინებისა (თუმცა მიქსინები არ არიან სხივფარფლიენები, ისინი უყბოებს ეკუთვნიან), ახალფარფლიანებმა დაკარგეს ეს გრძნობა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის მოგვიანებით ხელახლა განუვითარდა გიმნოტისნაირებსა და ლოქოსნაირებს.[9]
ახალფარფლიანების ევოლუციის მიმდინარეობისას მხოლოდ რამდენიმე ცვლილება მოხდა ადრინდელი სხივფარფლიანებისაგან. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო როგორც ზურგის, ისე ანალური ფარფლების მოძრაობაზე უკეთესი კონტროლის შეძენა, რამაც გამოიწვია მათი ცურვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ცვლილებები განიცადა თავის ქალამაც, რამაც საშუალება მისცა კვების სხვადასხვა მექანიზმების და, შესაბამისად, ახალი ეკოლოგიური ნიშების აეთვისებინათ. ყველა ეს მახასიათებელი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენდა, რის შედეგადაც ახალფარფლიანები თევზების (და, ამრიგად, ტაქსონომიურად, ზოგადად ხერხემლიანების) დომინანტური ჯგუფი გახდა.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Regan, C. Tate (1923). „The Skeleton of Lepidosteus, with remarks on the origin and evolution of the lower Neopterygian Fishes“. Journal of Zoology. 93 (2): 445–461. doi:10.1111/j.1096-3642.1923.tb02191.x.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Nelson, Joseph, S. (2016). Fishes of the World. John Wiley & Sons, Inc. ISBN 978-1-118-34233-6.
- ↑ Betancur-R. (2016) Phylogenetic Classification of Bony Fishes Version 4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-11. ციტირების თარიღი: 2021-11-27.
- ↑ Nelson, Joseph, S. (2016). Fishes of the World. John Wiley & Sons, Inc. ISBN 978-1-118-34233-6.
- ↑ Actinopterygii (TSN 161061). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ R. Froese and D. Pauly, editors. (February 2006) FishBase.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Friedman, Matt; Sallan, Lauren Cole (June 2012). „Five hundred million years of extinczion and recovery: A Phanerozoic survey of large-scale diversity patterns in fishes“. Palaeontology. 55 (4): 707–742. doi:10.1111/j.1475-4983.2012.01165.x.
- ↑ Romano, Carlo; Koot, Martha B.; Kogan, Ilja; Brayard, Arnaud; Minikh, Alla V.; Brinkmann, Winand; Bucher, Hugo; Kriwet, Jürgen (February 2016). „Permian-Triassic Osteichthyes (bony fishes): diversity dynamics and body size evolution“. Biological Reviews. 91 (1): 106–147. doi:10.1111/brv.12161. PMID 25431138. S2CID 5332637.
- ↑ Electroreception By Theodore Holmes Bullock
- ↑ Hurley, Imogen A.; Mueller, Rachael Lockridge; Dunn, Katherine A. (21 November 2006). „A new time-scale for ray-finned fish evolution“. Proceedings of the Royal Society B. 274 (1609): 489–498. doi:10.1098/rspb.2006.3749. PMC 1766393. PMID 17476768.