უყბოები (ლათ. Agnatha) — უმდაბლესი ხერხემლიანი ცხოველების ზეკლასი. ყველა დანარჩენი ხერხემლიანისაგან განსხვავებით არა აქვთ ნამდვილი ყბები და წყვილი კიდურები, აქვთ კენტი ნესტო. უყბოების ლაყუჩები პარკის მაგვარია. ლაყუჩის ჩონჩხი განლაგებულია კარკების გარეთა მხრიდან და მთლიანი მესრის ფორმა აქვს ან გარეგან ჯავშანთანაა შერწყმული. უყბოები ხერხემლიანების უძველესი ჯგუფია, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული სილურულ და დევონურ პერიოდებში. თანამედროვე უყბოებიდან ცნობილია მხოლოდ მრგვალპირიანების კლასის წარმომადგენლები — სალამურები და მიქსინები.