ხრტილოვანი განოიდები

(გადამისამართდა გვერდიდან Chondrostei)

ხრტილოვანი განოიდები (ლათ. Chondrostei) — სხივფარფლიანი თევზების ქვეკლასი (სხვა სისტემებით რიგი ან ზერიგი) განოიდების ჯგუფისა. მოიცავს ორ ან ერთ რიგს — ზუთხისნაირებს (Acipenseriformes) და მრავალფარფლასნაირებს (Polypteriformes; ზოგი წყაროთი არ ეკუთვნის განოიდებს).[1] აქვთ შიშველი სხეული, რომელსაც ზოგჯერ მსხვილი ძვლოვანი ქერცლების 5 გასწვრივი რიგი გასდევს (ზუთხების შემთხვევაში), უმეტესად ხრტილოვანი ჩონჩხი, დაუნაწევრებელი ქორდა. ნაწლავში განვითარებულია სპირალური სარქველი, გულში — არტერიული კონუსი.

ხრტილოვანი განოიდები

მახვილდინგა ზუთხი (Acipenser oxyrinchus)

ნილოსის მრავალფარფლა (Polypterus bichir)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ქვეკლასი:  ხრტილოვანი განოიდები
ლათინური სახელი
Chondrostei (Müller, 1844)
სინონიმი
  • Chondrosteimorpha

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Решетников Ю. С. Ганоидные рыбы // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 388–389.