დუნაის დელტა (რუმ. Delta Dunării, უკრ. Дельта Дунаю) — მეორე უდიდესი სამდინარო დელტა ევროპაში, ვოლგის დელტის შემდეგ. დელტის უდიდესი ნაწილი რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ჩრდილოეთის პატარა ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე. მთლიანი ფართობი დაახლოებით 4152 კმ²-ია, სადანაც 3446 კმ² რუმინეთში მდებარეობს. თუ დელტის შემადგენლობაში მოვისაზრებთ რაზიმ-სინოეს ლაგუნას, მაშინ მისი ფართობი 5165 კმ²-მდე გაიზრდება.

დუნაის დელტა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

თანამგზავრული ფოტო
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x,xi,xii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°05′00″ ჩ. გ. 29°30′00″ ა. გ. / 45.08333° ჩ. გ. 29.50000° ა. გ. / 45.08333; 29.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 588
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 588
ინგლ.რუს.ფრ.

დელტამ ფორმირება ძვ. წ. დაახლოებით 4 000 წლისთვის დაიწყო შავი ზღვის ყურეში, როდესაც ზღვის დონემ აიწია და დღეს არსებულს მიაღწია. ამჟამად დუნაის დელტა ალუვიურ ვაკეს წარმოადგენს, რომელიც ძირითადად წყლითა და ჭარბტენიანი ტერიტორიებითაა დაფარული. მოიცავს მრავალ ჩახლართულ ჭაობს, არხებს, ნაკადულსა და ტბას. საშუალო სიმაღლე 0.52 მ-ია, მაგრამ ტერიტორიის 20% ზღვის დონის დაბლა მდებარეობს.

1938 წელს, რუმინეთმა დუნაის დელტა დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა, ხოლო 1991 წელს იგი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: