ზუთხი
ზუთხი (ლათ. Acipenser) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. სალაყუჩე აპკები შეზრდილია სალაყუჩე ღრუების გამყოფ ძგიდეებზე. პირი განივია. გვარში 17 სახეობაა. მათ შორისაა როგორც მტკნარი წყლის, ისე გამსვლელი თევზები. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, 5 სახეობა (მოკლედინგა ანუ ბლაგვდინგა, თეთრი, სახალინური, ტბის და მახვილდინგა) — ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველაზე დიდი მრავალფეროვნება კასპიისა და შავი ზღვების აუზებშია (ატლანტური, რუსული, სპარსული, ტარაღანა, ცქვრინი, ფორეჯი). ცნობილია აგრეთვე იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.[1] ქვირითს მხოლოდ მტკნარ წყლებში ყრიან. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 6–16 წლამდე.[2]
ზუთხი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტბის ზუთხი (Acipenser fulvescens) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Acipenser (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებულია 5 სახეობა: 1) ფორეჯი ანუ ჯარღალა (A. nudiventris), რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება სანაპიროებთან;[3] 2) რუსული ზუთხი (A. gueldenstaedtii); 3) სპარსული ზუთხი (A. persicus), კერძოდ კი მისი ქვესახეობა თართი ანუ კოლხური ზუთხი (A. p. colchicus), რომელიც ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოიყოფა; 4) ატლანტური ზუთხი (A. sturio) და 5) ტარაღანა (A. stellatus).[4]
ზუთხი მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია, იყენებენ ნედლს, შებოლილს, ქვირითს.[3] მათგან მზადდება ზურგიელი, დოში, შავი ხიზილალა, კონსერვები და სხვ.[2] მსოფლიო მოპოვების უდიდესი ნაწილი რუსეთისა და ირანის წყლებში ხორციელდება.[1] მარაგი ძლიერ შემცირებულია სხვადასხვა მავნე ფაქტორის გავლენით, ძირითადად კი ჭარბჭერის გამო. ზოგიერთი მათგანი შეტანილია წითელ წიგნებში, წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) I-II-III და CITES-ის I, II დანართებში. ტარდება ღონისძიებები ზუთხების მოსამრავლებლად.[2] საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ხუთივე აქ გავრცელებული სახეობა.[5]
სახეობები
რედაქტირებასურათი | სახელი | სტატუსი IUCN-ის
მიხედვით[6] |
---|---|---|
ციმბირული ზუთხი Acipenser baeri (Brandt, 1869) |
||
მოკლედინგა ზუთხი Acipenser brevirostrum (Lesueur, 1818) |
||
კორეული ზუთხი Acipenser dabryanus (Duméril, 1869) |
||
ტბის ზუთხი Acipenser fulvescens (Rafinesque, 1817) |
||
რუსული ზუთხი Acipenser gueldenstaedtii (Brandt & Ratzeburg, 1833) |
||
მწვანე ზუთხი Acipenser medirostris (Ayres, 1854) |
||
სახალინური ზუთხი Acipenser mikadoi (Hilgendorf, 1892) |
||
ადრიატიკული ზუთხი Acipenser naccarii (Bonaparte, 1836) |
||
ფორეჯი, ჯარღალა Acipenser nudiventris (Lovetsky, 1828) |
||
მახვილდინგა ზუთხი Acipenser oxyrinchus (Mitchill, 1815) |
||
სპარსული ზუთხი Acipenser persicus (Borodin, 1897) |
||
ცქვრინი Acipenser ruthenus (Linnaeus, 1758) |
||
ამურის ზუთხი Acipenser schrenckii (Brandt, 1869) |
||
ჩინური ზუთხი Acipenser sinensis (J. E. Gray, 1835) |
||
ტარაღანა Acipenser stellatus (Pallas, 1771) |
||
ატლანტური ზუთხი, ფორონჯი Acipenser sturio (Linnaeus, 1758) |
||
თეთრი ზუთხი Acipenser transmontanus (Richardson, 1836) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ნინუა ნ., დემეტრაშვილი მ., ზუთხი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 400.
- ↑ 3.0 3.1 ზუთხი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 542.
- ↑ Kuljanishvili, Tatia; Epitashvili, Giorgi; Freyhof, Jörg; Japoshvili, Bella; Kalous, Lukáš; Levin, Boris; Mustafayev, Namig; Ibrahimov, Shaig; Pipoyan, Samvel; Mumladze, Levan (აგვისტო, 2020). „Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan and Georgia“. Journal of Applied Ichthyology (ინგლისური). 36 (4): 501–514. doi:10.1111/jai.14038. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021
- ↑ Species of genus Acipenser. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი. iucnredlist.org. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021