ფორეჯი
ფორეჯი, ჯარღალა (ლათ. Acipenser nudiventris) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 2 მ-მდეა, მასა — 30 კგ-მდე. გავრცელებულია კასპიის, აზოვის, არალისა და შავი ზღვის აუზში. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში გვხვდება მცირე რაოდენობით. აკლიმატიზებულია ბალხაშის ტბაში. ქვირითს ყრის მდინარეში. ძვირფასი სარეწაო თევზია — ამზადებენ დოშს, ზურგიელს, შავ ხიზილალას. იკვებება თევზებით, მოლუსკებით. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6–9 წლისა, დედალი — 12–14 წლისა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ცოცხლობს 30 წელს და მეტს.
ფორეჯი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser nudiventris (Lovetsky, 1828) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 225 | |||||||||||||||
|
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 366.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
- ↑ Acipenseridae. Deeplyfish- fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021