დინგნიჩაბა

(გადამისამართდა გვერდიდან Scaphirhynchus)

დინგნიჩაბა, ამერიკული დინგნიჩაბა (ლათ. Scaphirhynchus) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. დინგი გაბრტყელებულია, კუდის ღერო — გრძელი და ძვლოვანი ფირფიტებით დაფარული.[1] აერთიანებს სამ სახეობას.[2] გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მისისიპის აუზში). პირველი სახეობა — ჩვეულებრივი დიგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 90 სმ-მდე; ტოფობა აპრილ-მაისში მიმდინარეობს ქვიანი გრუნტის მქონე შენაკადებში. იკვებება უმთავრესად უხერხემლოთა მატლებით. რეწვის ობიექტია. მეორე სახეობა — თეთრი დინგნიჩაბა — სიგრძე 1 -მდე; მეტად იშვიათია, ამიტომ სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია.[1] მესამე სახეობა — ალაბამური დინგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 76 სმ-მდე, გვხვდება მხოლოდ მდინარე ალაბამის 210 კმ-იან მონაკვეთზე, ამიტომ გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლება.[3]

დინგნიჩაბა

თეთრი დინგნიჩაბა (Scaphirhynchus albus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scaphirhynchus (Heckel, 1835)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Лопатоносы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 15 — М., 1974.
  2. Scaphirhynchus (ინგლისური) FishBase-ზე.
  3. Alabama sturgeon page დაარქივებული 2013-02-16 საიტზე Wayback Machine. of the U.S. Fish and Wildlife Service's Endangered Species Program site