ზუთხი

თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა
(გადამისამართდა გვერდიდან Acipenser)

ზუთხი (ლათ. Acipenser) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. სალაყუჩე აპკები შეზრდილია სალაყუჩე ღრუების გამყოფ ძგიდეებზე. პირი განივია. გვარში 17 სახეობაა. მათ შორისაა როგორც მტკნარი წყლის, ისე გამსვლელი თევზები. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, 5 სახეობა (მოკლედინგა ანუ ბლაგვდინგა, თეთრი, სახალინური, ტბის და მახვილდინგა) — ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველაზე დიდი მრავალფეროვნება კასპიისა და შავი ზღვების აუზებშია (ატლანტური, რუსული, სპარსული, ტარაღანა, ცქვრინი, ფორეჯი). ცნობილია აგრეთვე იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.[1] ქვირითს მხოლოდ მტკნარ წყლებში ყრიან. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 6–16 წლამდე.[2]

ზუთხი
Acipenser fulvescens
ტბის ზუთხი (Acipenser fulvescens)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acipenser (Linnaeus, 1758)

საქართველოში გავრცელებულია 5 სახეობა: 1) ფორეჯი ანუ ჯარღალა (A. nudiventris), რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება სანაპიროებთან;[3] 2) რუსული ზუთხი (A. gueldenstaedtii); 3) სპარსული ზუთხი (A. persicus), კერძოდ კი მისი ქვესახეობა თართი ანუ კოლხური ზუთხი (A. p. colchicus), რომელიც ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოიყოფა; 4) ატლანტური ზუთხი (A. sturio) და 5) ტარაღანა (A. stellatus).[4]

ზუთხი მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია, იყენებენ ნედლს, შებოლილს, ქვირითს.[3] მათგან მზადდება ზურგიელი, დოში, შავი ხიზილალა, კონსერვები და სხვ.[2] მსოფლიო მოპოვების უდიდესი ნაწილი რუსეთისა და ირანის წყლებში ხორციელდება.[1] მარაგი ძლიერ შემცირებულია სხვადასხვა მავნე ფაქტორის გავლენით, ძირითადად კი ჭარბჭერის გამო. ზოგიერთი მათგანი შეტანილია წითელ წიგნებში, წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) I-II-III და CITES-ის I, II დანართებში. ტარდება ღონისძიებები ზუთხების მოსამრავლებლად.[2] საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ხუთივე აქ გავრცელებული სახეობა.[5]

სახეობები

რედაქტირება
სურათი სახელი სტატუსი IUCN-ის

მიხედვით[6]

  ციმბირული ზუთხი
Acipenser baeri (Brandt, 1869)
 
  მოკლედინგა ზუთხი
Acipenser brevirostrum (Lesueur, 1818)
 
  კორეული ზუთხი
Acipenser dabryanus (Duméril, 1869)
 
  ტბის ზუთხი
Acipenser fulvescens (Rafinesque, 1817)
 
  რუსული ზუთხი
Acipenser gueldenstaedtii (Brandt & Ratzeburg, 1833)
 
  მწვანე ზუთხი
Acipenser medirostris (Ayres, 1854)
 
სახალინური ზუთხი
Acipenser mikadoi (Hilgendorf, 1892)
 
  ადრიატიკული ზუთხი
Acipenser naccarii (Bonaparte, 1836)
 
  ფორეჯი, ჯარღალა
Acipenser nudiventris (Lovetsky, 1828)
 
  მახვილდინგა ზუთხი
Acipenser oxyrinchus (Mitchill, 1815)
 
  სპარსული ზუთხი
Acipenser persicus (Borodin, 1897)
 
  ცქვრინი
Acipenser ruthenus (Linnaeus, 1758)
 
  ამურის ზუთხი
Acipenser schrenckii (Brandt, 1869)
 
  ჩინური ზუთხი
Acipenser sinensis (J. E. Gray, 1835)
 
  ტარაღანა
Acipenser stellatus (Pallas, 1771)
 
  ატლანტური ზუთხი, ფორონჯი
Acipenser sturio (Linnaeus, 1758)
 
  თეთრი ზუთხი
Acipenser transmontanus (Richardson, 1836)
 
  1. 1.0 1.1 Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
  2. 2.0 2.1 2.2 ნინუა ნ., დემეტრაშვილი მ., ზუთხი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 400.
  3. 3.0 3.1 ზუთხი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 542.
  4. Kuljanishvili, Tatia; Epitashvili, Giorgi; Freyhof, Jörg; Japoshvili, Bella; Kalous, Lukáš; Levin, Boris; Mustafayev, Namig; Ibrahimov, Shaig; Pipoyan, Samvel; Mumladze, Levan (აგვისტო, 2020). „Checklist of the freshwater fishes of Armenia, Azerbaijan and Georgia“. Journal of Applied Ichthyology (ინგლისური). 36 (4): 501–514. doi:10.1111/jai.14038. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2021
  6. Species of genus Acipenser. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი. iucnredlist.org. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021