ამურის ზუთხი (ლათ. Acipenser schrenckii) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მტკნარი წყლის სახეობაა. სიგრძეში აღწევს 3 მეტრამდე. იწონის 160 კილოგრამამდე.[3] გავრცელებულია მდინარე ამურის აუზში — ესტუარიდან ზემო წელამდე და შენაკადებში: შილკა, ონონი, არგუნი, ნერჩი, სუნგარი, ნონი და უსური; ძალიან იშვიათად შეინიშნება ტბა ხანკაში.[4] მდინარეში შორ მიგრაციებს არ ახორციელებს. ქვირითს ყრის კენჭ-ქვიშიან და ქვიან ფსკერზე.[3] ტოფობის პიკი მაისის ბოლოდან ივლისამდეა. ზრდასრულები სიცოცხლის მანძილზე ბევრჯერ ტოფობენ. დედლის შემთხვევაში ქვირითობის პერიოდულობა 4–5 წელია, მამლისა — 3–4 წელი.[4] ბუნებაში რიცხოვნობა დაბალია.[3] იყენებენ საჭმელად. სახეობას საფრთხეს უქმნის როგორც კანონიერი ჭერა, ისე ბრაკონიერობა. XIX საუკუნის ბოლოდან მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა. დაცვის ღონისძიებებს შორისაა მოპოვების კონტროლი, მაგ., 1923–1930, 1958–1976 წლებში და 1984 წლიდან საბჭოთა კავშირში და შემდეგ უკვე რუსეთში მისი მოპოვება აიკრძალა. შესულია CITES-ის II დანართში (1998) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში.[4]

ამურის ზუთხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  ამურის ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser schrenckii (Brandt, 1869)
სინონიმები[1][2]
  • Acipenser baeri schrencki (Brandt 1869)
  • Sturio schrenckii (Brandt 1869)
  • Acipenser multiscutatus (Tanaka 1908)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 228
  1. Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  2. Acipenseridae. Deeplyfish — fishes of the world. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
  4. 4.0 4.1 4.2 Ruban, G.; Qiwei, W. (2010). Acipenser schrenckii. IUCN Red List of Threatened Species. 2010: e.T228A13039546. doi:10.2305/IUCN.UK.2010-1.RLTS.T228A13039546.en. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)