ხანკა
ხანკა (რუს. Ханка) — ტბა რუსეთის პრიმორიეს მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და ჩინეთში. ფართობი 4190 კმ². სიგრძე 95 კმ. სიღრმე უმთავრესად 1-იდან 3 მ-მდე, მაქსიმალური 10,6 მ. მდებარეობს ხანკისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 68 მ სიმაღლეზე. ალუვიური ნალექებით ხანკისაგან გამოყოფილია პატარა ხანკის ტბა. ნაპირები უმთავრესად დაჭაობებულია. საზრდოობს წვიმის წყლით. წყლის დონე მაღალია უმეტესად შემოდგომობით. იყინება ნოემბრის II ნახევარში. ყინულისაგან თავისუფლდება აპრილში. ხანკაში ჩადის მდინარეები: ლეფუ, მო, სინტუხა: გამოდის მდინარე სუნგაჩა (უსურის შენაკადი, ამურის აუზი). სანაოსნოა; განვითარებულია თევზჭერა. ონდატრის რეწვა. ნაპირებზე ბევრია წყლის ფრინველთა საბუდარი. სულ 52 სახეობის თევზი გვხვდება, მათ შორის სოლდატოვის ლოქო.
ხანკა | |
---|---|
ხანკა | |
კოორდინატები: 45°01′ ჩ. გ. 132°25′ ა. გ. / 45.017° ჩ. გ. 132.417° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი, ჩინეთი |
ფართობი | 4190 კმ² |
მოცულობა | 18,3 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10,6 მ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხანკა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)