რუსეთის ტერიტორიაზე — 2,7 მილიონზე მეტი მტკნარი და მლაშე ტბაა, რომელთა საერთო ფართობია 400 ათ. კმ²-ზე მეტი (კასპიის ზღვა-ტბის გამოკლებით).[1] ტბიური წყლების საერთო მარაგი აღწევს 26 ათ. კმ³-ს. ტბების დიდ ნაწილს აქვს მყინვარული წარმოშობა.

მსოფლიოს უღრმესი ტბა ბაიკალი

რუსეთის ტერიტორიის საერთო ტბიანობა აჭარბებს 2 %-ს და მერყეობს 12,6 %-იდან პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე. ყველაზე ტბიური რაიონია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, კერძოდ, კარელია, სადაც 61 ათ.-ზე მეტი ტბაა.[2]

რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ტბებია (რომლებიც განლაგებულია მის ჩრდილო-დასავლეთით) ლადოგი და ონეგი (ფართობით 17,680 და 9720 კმ² შესაბამისად); ჩუდ-ფსკოვის ტბა ესტონეთთან საზღვარზეა (3550 კმ²); ილმენი (დაახლოებით 1000 კმ², ფართობი იცვლება წყლის დონის შესაბამისად) და აგრეთვე ტოპოზერო, ვიგოზერო და სხვები „ტბიურ მხარეს“ შეადგენენ.

რუსეთის უდიდესი ტბაა (კასპიის გამოკლებით) ბაიკალი, რომელიც ამასთანავე უღრმესია დედამიწაზე; იგი შეიცავს რუსეთის ტბიური მტკნარი წყლის 85 %-ს და მსოფლიო მტკნარი წყლების მარაგის 22 %-ს. ტბის სიგრძეა 636 კმ, საშუალო სიგანე 48 კმ; საერთო ფართობი 31,7 ათ. კმ²; მაქსიმალური სიღრმე 1620 მ. ბაიკალი განლაგებულია რიფტულ ხეობაში და მისი ასაკია დაახლოებით 25 მლნ. წელი.[3] დიდი სიღრმეებით გამოირჩევა აგრთვე ტბა ტელეცკოე (325 მ) ალთაიში და ხანტაის ტბა (420 მ) კრასნოიარსკის მხარეში.

რუსეთის ტბების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება შედარებით პატარა ტბების ჯგუფს; არსებობს მარილიანი ტბებიც, რომელთაგან უდიდესია ციმბირის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჩანის ტბა (1990 კმ²).[4]

ტბების სია

რედაქტირება
რიგი ტბა ფართობი (კმ²) სიღრმე (მ) სიმაღლე (ზ. დ.) რეგიონი
1. კასპიის ზღვა 371,000 1025 −27 დაღესტანი, ყალმუხეთი, ასტრახანი
2. ბაიკალი 31,500 1642 456 ბურიატეთი, ირკუტსკის ოლქი
3. ლადოგის ტბა 17,703 225 4 კარელია, ლენინგრადის ოლქი
4. ონეგის ტბა 9,616 124 32 კარელია, ლენინგრადი, ვოლოგდა
5. ტაიმირის ტბა 4,560 26 6 კრასნოიარსკის მხარე
6. ხანკა 4,190 10 68 პრიმორიეს მხარე
7. ჩუდ-ფსკოვის ტბა 3,555 15 30 ფსკოვის ოლქი
8. უბსუ-ნური 3,350 15 753 ტუვა
9. ჩანის ტბა 1,990 12 105 ნოვოსიბირსკის ოლქი
10. თეთრი ტბა 1,290 20 113 ვოლოგდის ოლქი
11. ტოპოზერო 986 56 110 კარელიის რესპუბლიკა
12. ილმენის ტბა 982 10 18 ნოვგოროდის ოლქი
13. ხანტაის ტბა 822 420 65 კრასნოიარსკის მხარე
14. სეგოზერო 815 103 120 კარელიის რესპუბლიკა
15. იმანდრა 812 67 128 მურმანსკის ოლქი
16. პიასინო 735 10 28 კრასნოიარსკის მხარე
17. კულუნდის ტბა 728 4 98 ალთაის მხარე
18. პიაოზერო 659 49 110 კარელიის რესპუბლიკა
19. ვიგოზერო 560 18 89 კარელიის რესპუბლიკა
20. ნერპიჩიე 552 12 0,4 კამჩატკის მხარე
  1. Большая Российская энциклопедия. В 30 томах. Вводный том. Россия. 2004
  2. Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-19. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
  3. Байкал // Большая советская энциклопедия
  4. Чаны // Научно-популярная энциклопедия «Вода России»