ხანტაის ტბა (რუს. Хантайское озеро) — ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის რაიონში. მდებარეობს პუტორანის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე, ვიწრო ტექტონიკურ ქვაბულში, ზღვის დონიდან 65,8 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 822 კმ², მაქსიმალური სიღრმე 420 მ-მდე. ხანტაის ტბა სიღრმით მესამეა რუსეთში ბაიკალის ტბისა და კასპიის ზღვის შემდეგ. განიერი და მოკლე ნაკადით უერთდება პატარა ხანტაის ტბას (ფართობი 58 კმ²), საიდანაც გამოდის მდინარე ხანტაიკა (ენისეის შენაკადი), რომელზედაც აგებულია უსტ-ხანტაის ჰესი.

ხანტაის ტბა
Хантайское озеро
მდინარე ხაკანჩის შესართავი
მდინარე ხაკანჩის შესართავი
კოორდინატები: 69°21′45″ ჩ. გ. 89°14′56″ ა. გ. / 69.36250° ჩ. გ. 89.24889° ა. გ. / 69.36250; 89.24889
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კრასნოიარსკის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 65,8 
სიგრძე 80 კმ
სიგანე 25 კმ
ფართობი 822 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 420 
ხანტაის ტბა — რუსეთი
ხანტაის ტბა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება