პუტორანის პლატო
პუტორანის პლატო — უმაღლესი მასივი შუა ციმბირის ზეგანზე, რუსეთის ფედერაციის კრასნოიარსკის მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარეების პიასინის, ხეტის სათავეებში და ქვემო ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადების აუზებში. სიმაღლე 1701 მეტრი. განვითარებულია მოსწორებული პლატოები, შთენილი მაგიდა მთები და ღრმა (500-800 მეტრამდე) ხეობები, რომელთა ძირი ტბებს უკავია. პუტორანის პლატო შემოსილია წიწვოვანი ტყით, ბუჩქოვანი და მღიერიანი ტუნდრით. პლატოს ტერიტორიაზე მდებარეობს პუტორანის სახელმწიფო ნაკრძალი. 2010 წელს პლატო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
პუტორანის პლატო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2010 (34-ე სესია) |
ნომერი | 1234 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1234 ინგლ. • რუს. • ფრ. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Природа и реки Плато Путорана დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine.
- Фотографии Плато Путорана
- Путоранский природный заповедник (неофициальное описание) დაარქივებული 2008-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Экспедиция в Западные Путораны დაარქივებული 2009-04-24 საიტზე Wayback Machine.