ქვემო ტუნგუსკა (რუს. Нижняя Тунгуска) — მდინარე კრასნოიარსკის მხარესა და ირკუტსკის ოლქში. მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 2989 კმ, აუზის ფართობი 473 ათ. კმ². სათავე აქვს შუა ციმბირის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, ანგარის ჭიუხის აღმოსავლეთით. ზემოთში მიედინება განიერ ხეობაში, ქვემოთში ლავების გადაკვეთის ადგილებში ქმნის ჭორომებს. ქვემო ტუნგუსკა უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. მის კვებაში მონაწილეობას იღებს ასევე ზაფხულის წვიმები. წყალდიდობა იცის მაის-ივნის-ივლისში.

ქვემო ტუნგუსკა
Нижняя Тунгуска
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე შუა ციმბირის ზეგანი
შესართავი 65°46′56″ ჩ. გ. 87°57′45″ ა. გ. / 65.78222° ჩ. გ. 87.96250° ა. გ. / 65.78222; 87.96250
შესართავის მდებარეობა რუსეთი
სიგრძე 2989 კმ
აუზის ფართობი 473 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3 680[1] მ³/წმ

ქვემო ტუნგუსკის აუზი
ქვემო ტუნგუსკა — რუსეთი
ქვემო ტუნგუსკა
— სათავე, — შესართავი
ქვემო ტუნგუსკა ვიკისაწყობში

წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 3680 მ³/წმ. მინიმალური დაფიქსირდა 1967 წელს და შეადგინა 2861 მ³/წმ-ს. მდინარეზე მაქსიმალური წყლის ხარჯი დაფიქსირდა 1974 წელს — 4690 მ³/წმ. ზამთრის პერიოდში მცირეწყლიანია, რადგან მისი აუზი გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობის რაიონში. ამ უბნებში ქვემო ტუნგუსკა მოკლებულია გრუნტის წყლებს.

იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა მაისში. წყალდიდობის დროს სანაოსნოა დაბა ტურამდე. ქვემო ტუნგუსკის აუზში არის ტუნგუსკის ქვანახშირის აუზი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქვემო ტუნგუსკა, იანდექსი: თანამედროვე გეოგრაფიული სახელწოდებების ლექსიკონი