თეთრი ტბა (ვოლოგდის ოლქი)
თეთრი ტბა (რუს. Белое озеро) — ტბა რუსეთში, ვოლოგდის ოლქში. მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს. მდებარეობს ზღვის დონიდან 113 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1290 კმ², საშუალო სიღრმე 4,1 მ, მაქსიმალური 20 მ. ტექტონიკური წარმოშობისაა, ჩამოყალიბდა მცირე ამპლიტუდური აზევებებისა და დედამიწის ქერქის დაძირვის შედეგად. ნაპირები დამრეცია, პრაქტიკულად მოკლებულია უბეებსა და ყურეებს, გრუნტი ლამიან-ქვიშიანია. მომრგვალო ფორმისაა.[1]
თეთრი ტბა | |
---|---|
თეთრი ტბა | |
კოორდინატები: 60°10′ ჩ. გ. 37°38′ ა. გ. / 60.167° ჩ. გ. 37.633° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ვოლოგდის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 113 მ |
სიგრძე | 43 კმ |
სიგანე | 32 კმ |
ფართობი | 1290 კმ² |
მოცულობა | 5,2 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4,1 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 20 მ |
გამჭვირვალობა | 0,4-1,5 მ |
აუზის ფართობი | 14 000 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | კოვჟა კემა მეგრა |
გამომდინარე მდინარე | შექსნა |
სიგრძე 43 კმ, სიგანე 32 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 126 კმ. ნაპირებთან წყალმარჩხია, ადგილ-ადგილ კილომეტრზე სიღრმე არ აჭარბებს 1 მ-ს.[2] ტბის თანამედროვე ჰიდროლოგიური რეჟიმი ჩამოყალიბდა კროხინოს კაშხლის რეკონსტრუქციის შედეგად 1963–64 წლებში, როდესაც თეთრი ტბა მდინარე შექსნასთან ერთად გახდა შექსნის წყალსაცავის ნაწილი.[3]
შედეგად მოხდა ტბის მორფოლოგიური პარამეტრებისა და ჰიდროლოგიური რეჟიმის მკვეთრი ცვლილება; თეთრი ტბის ფართობი გაიზარდა 1126-დან 1284 კმ²-მდე, წყლის საშუალო დონემ მოიმატა 2,2-იდან 4,1 მ-მდე, წყლის მასის მოცულობამ 2,8-იდან 50 კუბურ კმ-მდე, ხოლო გამჭვირვალობა შემცირდა 1,7-ჯერ.[3]
ტბას ერთვის 17 მდინარე, რომელთაგან უდიდესია კოვჟა და კემა. გამოედიება მდინარე შექსნა. შტორმიან ამინდში მნიშვნელოვნად ღელავს, წყლის სიმღვრივე მატულობს 25 მგ/ლ-მდე. ივლისში წყალი თბება 20 °С-მდე. იძგიფება ნოემბრის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე. მინერალიზაცია 120 მგ/ლ. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ირგვლივ გადის ბელოზერსკის არხი. ბევრია ორგანული ნივთიერება.[4] მდიდარია თევზით, განვითარებულია თევზჭერა. მოიპოვება ტბის ცქიმურა, ფარგა, კაპარჭინა, წერი, ქორჭილა, იდი, ბლიკა, ნაფოტა და სხვა. სამხრეთ სანაპიროზეა ქალაქ ბელოზერსკი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეთრი ტბა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Научно-популярная энциклопедия «Вода России»
- ↑ Энциклопедия озёр: Белое озеро (Вологодская область). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ 3.0 3.1 Н. Л. Болотова. Об озере белом замолвите слово...
- ↑ Белое озеро // Географическая энциклопедия