სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იდი (მრავალმნიშვნელოვანი).

იდი[1] (ლათ. Leuciscus idus) — მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 50 სმ, წონა დაახლოებით 1 კგ. ზოგჯერ მისი სიგრძე 100 სმ, ხოლო წონა 8 კგ-საც აღწევს. ანალური და მუცლის ფარფლი ჟოლოსფერია. ბინადრობს ევრაზიის მდინარეებსა და ტბებში. შედის მარილიან წყლებში. სქესობრივ სიმწიფეს 4–6 წლისა აღწევს. ტოფობს მდინარეთა ჩქერებზე, აპრილ-მაისში. ნაყოფიერება 39–114 ათ. ქვირითი. ცხოვრობს 15–20 წელი. ყველაფრისმჭამელია. რეწვისა და სპორტული თევზჭერის ობიექტია. მისი დეკორატიული ფორმაა ორფა.

იდი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  იდი
ლათინური სახელი
Leuciscus idus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 11884

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება