ჩვეულებრივი ბლიკა
ჩვეულებრივი ბლიკა (ლათ. Blicca bjoerkna)[1] — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ბლიკას მონოტიპიური გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. ახლოს დგას კაპარჭინასთან. სხეულის სიგრძე 16-19 სმ აღწევს, იშვიათად — 35 სმ-ს. წონა 100 გრ. (ზოგჯერ 1,2 კგ). გავრცელებულია ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების აუზებში. გვხვდება მდინარეებში, ტბებსა და წყალსაცავებში. ტოფობს აპრილის ბოლოდან ივლისამდე. დიდი სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვეულებრივი ბლიკა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Blicca bjoerkna | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 39270 | |||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩვეულებრივი ბლიკა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი. თევზის მომშენებელ-ოპერატორი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-27. ციტირების თარიღი: 2021-03-08.