სეგოზერო (რუს. Сегозеро) — ტბა რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში. მიეკუთვნება თეთრი ზღვის აუზს. მდებარეობს ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 815 კმ², მაქსიმალური სიღრმე 103 მ. 1957 წელს მდინარე სეგეჟის სათავეში კაშხლის აშენების შედეგად გადაიქცა წყალსაცავად, წყლის დონემ აიწია 6,3 მ-ით.[1] წყალსაცავის აშენებამდე ტბის ფართობი შეადგენდა 753 კმ²-ს, კუნძულებთან ერთად 782 კმ²-ს. სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია. არის 70-ზე მეტი კუნძული, რომელთა უმეტესობა ტბის ჩრდილოეთ ნაწილშია. იძგიფება ჩვეულებრივ დეკემბერში, ყინულისგან თავისუფლდება მაისში. დონის რყევის მრავალწლიანი მაქსიმალური ამპლიტუდა შეადგენს 2,49 მ-ს, საშუალო 1,5 მ-ს. ერთვის მრავალი მდინარე, რომელთაგან აღსანიშნავია ლუჟმა, ვოლომა, სანდა და სხვა. ტბიდან გამოედინება მდინარე სეგეჟა, რომელიც ერთვის ვიგოზეროს წყალსაცავს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. სეგოზეროში გვხვდება თევზის 17 სახეობა,[1] მათ შორის: ჩრდილოეთის ორაგული, პალია, ევროპული ჭაფალა, სიგი, ჰარიუსი, წერი, ჩვეულებრივი ნაფოტა, იდი, კვირჩხლა, თეთრულა, კაპარჭინა, ღლაბუტა, ქორჭილა, მტკნარი წყლის ჩიქვი და სხვა.

სეგოზერო
სეგოზერო
სეგოზერო
კოორდინატები: 63°19′34″ ჩ. გ. 33°44′36″ ა. გ. / 63.32611° ჩ. გ. 33.74333° ა. გ. / 63.32611; 33.74333
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კარელიის რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 120 
სიგრძე 48,7 კმ
სიგანე 35 კმ
ფართობი 815 კმ²
მოცულობა 23,4 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 410 კმ
საშუალო სიღრმე 29 
მაქსიმალური სიღრმე 103 
აუზის ფართობი 7480 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ლუჟმა
ვოლომა
სანდა
გამომდინარე მდინარე სეგეჟა
სეგოზერო — რუსეთი
სეგოზერო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება