ილმენის ტბა
ილმენის ტბა (რუს. Ильмень; მატიანის მიხედვით ილმერი, ძვ. სლავურად სლოვენსკოე მორე) — ტბა რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში. გაწოლილია ილმენისპირა დაბლობის ყველაზე დადაბლებულ ნაწილში, ზღვის დონიდან 18,1 მ სიმაღლეზე. საშუალო დონის დროს ზედაპირის ფართობი აღწევს 982 კმ²-ს, წყლის დონის შესაბამისად იცვლება 733 კმ²-იდან 2090 კმ²-მდე. სიგრძე დაახლოებით 45 კმ, სიგანე 35 კმ, საშუალო სიღრმე 3-4 მ, მაქსიმალური სიღრმე 10 მ.
ილმენის ტბა | |
---|---|
ილმენის ტბა | |
კოორდინატები: 58°16′00″ ჩ. გ. 31°17′00″ ა. გ. / 58.26667° ჩ. გ. 31.28333° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ნოვგოროდის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 18,1 მ |
სიგრძე | 45 კმ |
სიგანე | 35 კმ |
ფართობი | 982 კმ² |
მოცულობა | 12 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 3-4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
აუზის ფართობი | 67 200 კმ² |
გამომდინარე მდინარე | ვოლხოვი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ნაპირები ძირითადად დაბალია, დაჭაობებული, ადგილ-ადგილ — დელტური, მრავალრიცხოვანი ბრტყელი ჭალიანი კუნძულებითა და ფშანებით; ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია სერები, რომელიც დადაბლებებთან მონაცვლეობს. სამხრეთ-დასავლეთი ნაპირები აგებულია კირქვებით, ფლატოვანია.
ილმენის ტბას ერთვის დაახლოებით 50 მდინარე, რომელთაგან უდიდესია მსტა, პოლა, ლოვატი, შელონი; გამოედინება მდინარე ვოლხოვი. ძირითადად საზრდოობს შემდინარე მდინარეების ხარჯზე. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და ზამთრის წყალმცირობა. დონე მერყეობს 7,4 მ-მდე (მინიმალური მარტშია, მაქსიმალური მაისში). ფსკერი დაფარულია ლამის მძლავრი ფენით. გამჭვირვალობა 0,5 მ-იდან 1 მ-მდე.
ტბაში ბევრია ორგანული ნივთიერება, რის გამოც წყალს აქვს მოყვითალო შეფერილობა. იძგიფება ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა. მდიდარია თევზით, გვხვდება: კაპარჭინა, ტბის ცქიმურა, ღლაბუტა, წერი. მდინარე მსტის გავლით, ილმენისპირა არხი და მდინარე ვოლხოვი დაკავშირებულია ვიშნი-ვოლოჩოკის წყლის სისტემასთან.
ილმენდან 6 კმ-ში მდინარე ვოლხოვის ნაპირზე განლაგებულია ქალაქი დიდი ნოვგოროდი. IX-XII საუკუნეებში ილმენის ტბაზე გადიოდა სავაჭრო-საწყლოსნო „გზა ვარიაგებიდან საბერძნეთამდე“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ილმენის ტბა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ილმენის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)