ვოლხოვი
ვოლხოვი (რუს. Во́лхов) — მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთში, ნოვგოროდისა და ლენინგრადის ოლქებში; ერთადერთი მდინარე, რომელიც ილმენის ტბიდან გამოედინება. ვოლხოვი მიედინება ილმენისწინა დაბლობზე და ჩაედინება ლადოგის ტბაში. სიგრძე 224 კმ, აუზის ფართობი — 80,2 ათ. კმ². წყლის საშუალო ხარჯი 593 მ³/წმ (ზოგიერთი მონაცემებით 586 მ³/წმ). იყინება ნოემბრის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე. გამოიყენება სანაოსნოდ. მდინარეზე აგებულია ვოლხოვის ჰესი. ლეგენდის თანახმად, მდინარეს სკვითების მთავარი სლოვენის უფროსი ვაჟის - ვოლხოვის - სახელი დაერქვა.
ვოლხოვზე მდებარეობს შემდეგი ქალაქები (დინების მიხედვით): დიდი ნოვგოროდი, კირიში, ვოლხოვი, სტარაია-ლადოგა, ნოვაია-ლადოგა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვოლხოვი[მკვდარი ბმული] — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ვოლხოვი თანამედროვე გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონში დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine.