ტაიმირის ტბა
ტაიმირის ტბა (რუს. Таймыр) — ტექტონიკური ტბა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. მდებარეობს ტაიმირის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობზე, ბირანგის მთების სამხრეთით,[1] ზღვის დონიდან 6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 4560 კმ², სიგრძე 250 კმ, საშუალო სიღრმე 2,8 მ, მაქსიმალური სიღრმე 26 მ. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირი ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. ფსკერი უმთავრესად სწორია. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. აგვისტოში წყლის საშუალო ტემპერატურა 8°C-მდეა, ზამთარში დიდ სიღრმეზე ტემპერატურა 0°C-ზე მაღალია. სექტემბრის ბოლოდან ივლისამდე გაყინულია. ერთვის მდინარეები: ზაპადნაია, სევერნაია, ბიკადანგუომა, იამუტარიდა, კალამისამო, ზემო ტაიმირა. არის თევზი, მათ შორის მუქსუნი, სიგი, ომული, ნელმა, პელიადი და სხვა.[1] ტბის რაიონი განთავსებულია ტუნდრის ზონაში, იქ სადაც განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა.[2]
ტაიმირის ტბა | |
---|---|
ტაიმირის ნახევარკუნძული და ტაიმირის ტბა | |
კოორდინატები: 74°32′ ჩ. გ. 101°38′ ა. გ. / 74.533° ჩ. გ. 101.633° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოიარსკის მხარე |
სიგრძე | 250 კმ |
ფართობი | 4 560 კმ² |
მოცულობა | 12,8 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 26 მ |
აუზის ფართობი | 104,300 კმ² |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Таймыр | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
- ↑ География озер Таймыра. Л., 1985